რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
ქარელის მერია ჩივის, რომ კომპანიამ სუქანაანთუბანში მოსაცდელი მცირე ზომის აგურებით ააშენა
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების მშენებლობა შეასრულა არასწორად და არაჯეროვნად, კერძოდ:

პროექტით გათვალისწინებული აგურის ნაცვლად გამოყენებულია სხვა ზომის აგური, რის გამოც კედელი გამოვიდა უფრო თხელი (230 მმ ნაცვლად 250 მმ).

მოსაცდელების კედლებში ნაკერები სრულად არ არის შევსებული, რკინა-ბეტონის საფეხური და იატაკი შესრულებულია უხარისხოდ.

აქედან გამომდინარე, მერიამ კომპანიის შავ სიაში შეყვანა მოითხოვა. მერიის ცნობით, კომპანიამ ანალოგიურად მოიქცა სოფელ არადეთში.

მიმწოდებელი (კომპანია) თავის განმარტებაში ამბობს შემდეგს:

ის აცხადებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შეასრულა და ეს დასტურდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით.

მიუხედავად ამისა, დაეკისრა პირგასამტეხლო, რადგან სამუშაოებში გამოიყენეს არა პროექტში მითითებული, არამედ სხვა ზომის აგური (250×120×65-ის ნაცვლად 230×110×70).

კომპანია განმარტავს, რომ მოთხოვნილი ზომის აგური ბაზარზე ვერ მოიძებნა და მეტეხის აგურის ქარხანაც არ მუშაობდა, ამიტომ იძულებული გახდა ალტერნატიული მასალა გამოეყენებინა.
მათი თქმით, ამ ცვლილებამ კედლის სისქე შეამცირა, თუმცა ობიექტების საერთო ზომა არ შემცირებულა.

ასევე ამბობს, რომ პროექტში წინასწარ არ იყო ბაზრის კვლევა ჩატარებული, რის გამოც აგურის ზომები არასწორად იყო დაგეგმილი.

დამატებით აღნიშნავს, რომ რეალურად მოსაცდელები აშენდა ოდნავ უფრო დიდ ზომებში, ვიდრე პროექტში იყო (4.10×2.25×2.2-ის ნაცვლად 4.0×2.25×2.2), და ამიტომ უფრო მეტი აგური გამოიყენეს.
კომპანია ამბობს, რომ ბაზრის პირობების გამო მოუწიათ იმპორტირებული აგურის შეძენა, რამაც გააძვირა სამუშაოები.

ვადის გადაცდენასაც ხსნის ობიექტური მიზეზებით და ამბობს, რომ სამუშაოები 3 დღით გვიან დასრულდა.

რაც შეეხება რკინა-ბეტონის საფეხურების ხარისხს, აცხადებს, რომ უკვე ეძლევა დრო ხარვეზის გამოსასწორებლად და მუშაობენ მის გამოსწორებაზე.

რა გადაწყვიტა შესყიდვების სააგენტომ

შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტიკებით, შავ სიაში კომპანიის შეყვანის საფუძველი არ არსებობს, რადგან კომპანიამ შეასრულა სამუშაობი, მერიამ ჩაიბარა და თანხის დიდი ნაწილიც გადახდილია. სააგენტომ კომპანიას მხოლოდ გაფრთხილება მისცა. ქარელის მერიამ პირგასამტეხელოს ოდენობა ჯამში განსაზღვრა დაახლოებით 1220 ლარით.

სუქანაანთუბანში მოსაცდელზე დაიხარჯა 12 782,37 ლარი, პროექტი განხორციელდა მოქალაქეთა ჩართულობის, განვითარების, ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
სახელმწიფო აუდიტის ცნობით, 2015 წელს კასპის მუნიციპალიტეტმა
აღნაგობის ფორმით,
სახელმწიფო აუდიტის ცნობით, 2015 წელს კასპის მუნიციპალიტეტმა აღნაგობის ფორმით,
13:59 / 06.04.2026
ქარელის მერიას შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ მოსწონს.
ქარელის მერიას შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ მოსწონს.
12:57 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.