რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
,,მინდა, ამ გაურკვევლობის რეალურ მიზეზებზე ვისაუბრო'' - ნუგზარ სვიანაძე
გორში კორპუსის მშენებლობის სამუშაოების გამო, მთელს ქალაქს 1-2 აგვისტოს წყლის მიწოდება შეუწყდა, რამაც მოსახლეობაში პროტესტი და გარკვეული კითხვები გააჩინა. ამ ფაქტის გამო თანამდებობები დატოვეს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა კოტე თავზარაშვილმა, გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გოდერძიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიგა ბერიძემ, ასევე  არქიტექტურის განყოფილების თანამშრომლებმა.

,,ქართლის ამბები'' ესაუბრა ,,ნ & ა კომპანიის'' მფლობელს, რომლის კუთვნილ მიწაზე მიმდინარეობს სამუშაოები.  

ნუგზარ სვიანაძე:


„პირველ რიგში მინდა გორის მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო შექმნილი დისკომფორტის გამო, თუმცა მინდა აგიხსნათ და უნდა გამიგოთ, რომ ეს არ ყოფილა ჩემი დაუდევრობის ან ჩემი გულგრილობის ბრალი. მინდა ამ გაურკვევლობის რეალურ მიზეზებზე ვისაუბრო.

თავდაპირველად ეს ადგილი გაიყიდა 2000 წელს შეისყიდა კერძო პირმა, შემდეგ კიდევ გაიყიდა და ფაქტობრივად მე ვარ ამ ადგილის მეოთხე მესაკუთრე. მე ეს ადგილი სახელმწიფოსგან არ შემისყიდია. როდესაც ეს ადგილი ვიყიდე, მილი აქ უკვე გადიოდა. მილის გადატანა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ადგილას უნდა აგვეშენებინა საცხოვრებელი კორპუსი. თუმცა იმაშიც არ ვიყავით დარწმუნებულები, ეს მილი დანამდვილებით გადიოდა ამ ადგილას თუ არა. რადგან ტერიტორია ჩემს საკუთრებაში იყო, კანონით მქონდა უფლება, რომ წყალმომარაგების კომპანიისთის მომეთხოვა მილის გადატანა. წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ კომპანიას არ ქონდა ამ სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო თანხა. ამიტომ ამ მილის გადატანა ჩემი ტერიტორიიდან საკუთარ თავზე ავიღე. რა თქმა უნდა მათთან შეთანხმების საფუძველზე. წყალმომარაგების კომპანია ვალდებული იყო ჩემი საკუთრებიდან მილი გადაეტანა, მაგრამ რადგან მე ამ პროცესის დაჩქარება მინდოდა, გამოვიჩინე კეთილი ნება და ეს მილი გადავიტანე საკუთარი სახსრებით.''


ბიზნესმენი საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ წყალმომარაგების შიდა ქართლის სერვისცენტრი ვალდებული იყო სამუშაოებზე ზედამხედველობა გაეწია და შექმნილი ვითარება თავიდან აეცილებინა.

„მილის გადატანის სამუშაოები 10 საათზე დავიწყეთ. მილი რომ გადავჭერით, აღმოჩნდა, რომ წყალმომარაგების კომპანიას წყალი გათიშული არ ჰქონდა. ამიტომ 2 საათამდე ვცდილობდით წყლის წნევის შემცირებას და უკვე გადაჭრილი მილიდან წყლის ნაკადის შეკავებას. როდესაც დავუკავშირდით წყალმომარაგებას და ავუხსენით, რომ ამ პირობებში ჩვენ ვერ შევძლებდით მილის შედუღებას, მხოლოდ ამის შემდეგ დაკეტეს წყალი კარალეთდან, თუმცა რადგან წყლის ჩამკეტები არ მუშაობს, მხოლოდ წყლის წნევა შემცირდა და წყალი ისევ მოდიოდა მილში. როგორ წარმოგიდგენიათ გამდინარე წყალზე მილის შედუღება? შესაბამისად ჩვენ გაგვირთულდა სამუშაო პროცესი და ამის გამო გადავაცილეთ დათქმულ ვადას. ამას რომ თავი დავანებოთ. მშენებლობიდან 100 მეტრში ასევე არის 600-იანი მილის ჩამკეტი სისტემა, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე უბანს თიშავს. რა თქმა უნდა, არც ეს ჩამკეტი არ მუშაობს. ეს ჩამკეტი მუშა მდგომარეობაში რომ ყოფილიყო და წყლის გადაკეტვა აქედანვე ყოფილიყო შესაძლებელი, მხოლოდ ქალაქის რამოდენიმე უბანს შეუწყდებოდა წყალი და არა მთელს ქალაქს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ უფრო მარტივად შევძლებდით სამუშაოების დასრულებას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ქალაქში არც ერთი წყლის ჩამკეტი არ მუშაობს.“-აღნიშნავს ნუგზარ სვიანაძე

ნუგზარ სვიანაძე ამბობს, რომ ქალაქის ცენტრალური წყლის მილები 1960 წელსაა გაყვანილი და მას შემდეგ ამის შეკეთება ან შეცვლა არ მომხდარა. შესაბამისად წყალი მთელს ქალაქში ჟონავს, რის გამოც გორს წყალი დაბალი წნევით მიეწოდება.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ცალკე სისტემის მოწყობა და შემდეგ დაერთება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მილი, რომლის გადატანაც მოხდა, არის ძალიან მძიმე და ძველი. ერთიანად ამის გადატანა ვერანაირი ტექნიკით ვერ მოხერხდებოდა. მერე მეორე, მილის სისწორეს ვერ უზრუნველვყოფდით. პროცესი ასე უნდა წარმართულიყო - წყლის მილის ჩაჭრის შედეგ, ჯერ უნდა შეგვედუღებინა ერთ ნაწილი, მერე მეორე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ ძალიან მალე დავასრულებდით სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიას, წყალი ბოლომდე, რომ დაეკეტა. მე ჩემი სახსრებით გადავიტანე მილი, რა თქმა უნდა წყალმომარაგების კომპანიასთან შეთანხმებით, თუმცა მათ უნდა გაეწიათ ზედამხედველობა სამუშაო პროცესზე ისე, რომ ქალაქში დისკოფორტი არ შექმნილიყო. ზედამხედველობა კი იმიტომ უნდა გაეწიათ, რომ თავად ვერ შეძლეს წყლის ბოლომდე დაკეტვა“ - ამბობს ბიზნესმენი ნუგზარ სვიანაძე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში
დაინიშნა.

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

10:59 / 31.07.2025
საუბარი ეხება ზეღდულეთის, რეხის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის,
სვენეთისა და

საუბარი ეხება ზეღდულეთის, რეხის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და

01:12 / 30.07.2025
სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა
ნოდარ ხაბალაშვილმა.

სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა.

00:59 / 30.07.2025
„სჯობდა ზურგში დანა ჩაერტყათ, ვიდრე ეს გაეკეთებინათ“
„სჯობდა ზურგში დანა ჩაერტყათ, ვიდრე ეს გაეკეთებინათ“
19:43 / 26.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.