რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები

ზემო ბეღლითი — სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში, სადაც უცხო ადამიანი იშვიათად მიდის. ამ სოფლის შესახებ პატარა ბეღლითში გავიგეთ. თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ — წყაროზე სუფთა წყალი უნდა აიღოს.
პლასტმასის ჭურჭელი მანქანაში ჩააწყო. მივუყვებით იმ გზას, სადაც მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ვილისის“ გარდა სხვა მანქანა ვერ ამოვა — ზაფხულშიც კი.
თვით პატარა ბეღლითი დაცარიელებული გვხვდება: მოუვლელი გზები, მიტოვებული ინფრასტრუქტურა, მხოლოდ მოხუცები… აქაურებს ქვიშხეთში ფეხით წასვლა უწევთ. ახალგაზრდების ხმაური, როგორც ჩანს, წლების წინ გაქრა.
სწორედ პატარა ბეღლითში თემურ ლომიძე გვეუბნება: „არის სხვა სოფელიც — დიდი ბეღლითი.“
მანძილი ორ ბეღლითს შორის შთამბეჭდავია. ქვიშხეთთანაც ორივე საკმაოდ დაშორებულია. დიდ ბეღლითამდე ფეხით ასვლაც კი მწარე გამოცდაა — თვითონ თემურის სიტყვებით: ,,ეს ყველაზე გლახა ადგილია.“
ზამთრის ამბავი — როცა გზა საერთოდ არ არის
გზაში ვეკითხებით: „როგორ ცხოვრობს იქ ერთადერთი ხანდაზმული ქალი?“
ეს ამბავი უკვე ტრაგიკული ქრონიკის მსგავსია:
„ზამთარში შვილი ჰყავდა. ისე იკეტებოდა გზა, გადარჩენის იმედიც არა იყო. შვილი ცუდად გახდა — ვერავინ მიუდგა. ბოლოს სამაშველოებმა გაჭრეს გზა და თბილისში წაიყვანეს. ქალი კი არ წამოვიდა — აქაურობა არ მიატოვა,“ — გვიყვება თემური.
დიდ ბეღლითამდე — იქ, სადაც ხეობა ხელისგულივით მოჩანს

დიდ აღმართს ავუყევით. სოფლის აბრასთან გავჩერდით, თითქოს უღელტეხილზე ვდგავართ. წინ — დიდი ბეღლითი; ქვემოთ, თითქმის უფსკრულივით — პატარა ბეღლითი.
მწვერვალიდან მტკვრის ხეობა მთლიანად იშლება.
„ახლა ნისლია, მაგრამ კარგ ამინდში რუისიც კი ჩანს,“ — ამბობს თემური. დაეჭვება რთულია — ხედები აქ მართლაც ზღაპრულია.
სოფელში სიჩუმეა. სახლების კარი დაკეტილი. ძველი ბოძები გადახრილი.
„ეს იმის ნიშანია, რომ სოფელში აღარავინ ცხოვრობს,“ — ამბობს მეგზური.
ერთადერთი მოქმედი წერტილი — მოპირკეთებული წყაროა. თემური აქამდე ამოდის ხოლმე, რადგან ქვემოთ წყალი „არ ვარგა“. აქ კი „ნამდვილი მთის წყალია“.
წყალი ავავსეთ და სოფლის ერთადერთ მცხოვრებამდე ავედით.
გულო დეიდა — ქალი, რომელმაც სოფელი გადაარჩინა

ეზოს კარი ღიაა. ნათურები ანთებულია — მოღრუბლულ ამინდშიც საჭიროა შუქი. 90 წელს გადაცილებული გულო გელაშვილის სახლთან ვჩერდებით.
თემური უხმობს: „გულო დეიდა!“ სახლში ტელევიზორის ხმა ისმის, მაგრამ მასპინძელი არა ჩანს. როგორც შემდეგ გაირკვა — საქონელთან იყო გასული.
მალე კი თვითონ დაგვხვდა კართან.
„ვაჰ, თემურ, ვინ მოგვიყვანე?“ — ღიმილით გვესალმება თეთრთმიანი ქალი.
„ჟურნალისტები არიან, გულო დეიდა!“
„ჟურნალისტები? მოიცა, ქუდი მოვიხადო, უფრო ახალგაზრდა გამოვჩნდე,“ — პასუხობს და ქუდს იხსნის. მისი ჭაღარა მწვანედ მოქარგულ ეზოს ჰარმონიას ერწყმის.
„ჩემი ტოლა ქვა აღარ დაგორავს აქ…“ - კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საკმაოდ ბევრი წელი იცხოვრა.

გულო გვიყვება, რომ 50 წელი თბილისში გაატარა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი სოფელს დაუბრუნდა:
„მე ისეთი დროს დავბრუნდი, დენიც არ იყო… ჩემი ტოლა ქვა აღარ დაგორავს აქ. აქაურობა კარგია, მაგრამ მისვლა-მოსვლა ჭირს. ჩემი ძმის სახლი გადავარჩინე — მე რომ არ ამოვსულიყავი, აქაურობა დაინგრეოდა.“
შვილიშვილები ვერ მოდიან — გზა ზამთარში იკეტება, წვიმაში გაუვალი ხდება.
„ქვიშხეთში სახლი ვიყიდეთ ახალგაზრდობაში, ახლა ისინი იქ მიდიან. აქ ამოსვლა უჭირთ. თუ ამოხვედი, უკან წასლობაც გინდა…“
გულო ამბობს, რომ ბოლო წლებში სოფელმა თვითონ „გაიღვიძა“. ქალაქში წასულმა ოჯახებმა სახლების აღდგენა დაიწყეს.
დაახლოებით 12 ოჯახმა სახლს ძველი სული დაუბრუნა — ზაფხულობით აქ ცხოვრობენ.
გულოს იმედი აქვს, რომ ის დღე დაბრუნდება, როცა დიდი ბეღლითი ისევ ხალხით აივსება:
„იმ რაოდენობის ხალხს მოვესწრო, რაც ჩემს ბავშვობაში იყო… მინდა კიდევ ერთხელ ვნახო.“ - ასეთია გულოს სურვილი.
„მივდივართ ახლა დიდ ბეღლითში“ — გზა სოფელში, სადაც მხოლოდ ერთი ქალი ცხოვრობს

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები