რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
აუდიტი გაოგნებულია კასპის ,,აიპებში'' არსებული მდგომარეობით
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა – სახელმწიფო აუდიტმა კი თანამშრომლების დუბლირებული ფუნქციები და კონტროლის ნაკლებობა გამოავლინა

აუდიტის შეფასებით, კასპის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მართვაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2022–2023 წლებში მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 7 ა(ა)იპ და 1 შპს, რომელთა დაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 მილიონ 503 ათას ლარზე მეტი გაიცა.

აუდიტის მიხედვით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის მთლიან გადასახდელებში 32%-ს შეადგენს. დაფინანსების დიდი ნაწილი თანამშრომლების ანაზღაურებაზე დაიხარჯა — 14 მილიონ 308 ათას ლარზე მეტი, რაც მთლიან დაფინანსების 73.4%-ია.

ამ პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში 1264–1276 ადამიანი იყო დასაქმებული.

თანამშრომლების ნაწილი ზედმეტია ან ფუნქციები დუბლირდება

აუდიტის დასკვნით, რამდენიმე ა(ა)იპ-ში თანამშრომლების რაოდენობა და მათი ფუნქციები სათანადოდ არ არის დასაბუთებული.

მაგალითად, კასპის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სახელოვნებო სკოლების დაწესებულებების გაერთიანებაში ვერ დასაბუთდა 14 საშტატო ერთეულის საჭიროება. ორგანიზაციაში დასაქმებულია ასევე 15–21 სპეციალისტი, რომლებიც ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობენ, თუმცა მათი ფუნქციები ერთმანეთს ემთხვევა.

ანალოგიური პრობლემები გამოვლინდა სპორტის დაწესებულებების გაერთიანებაშიც, სადაც 40–44 თანამშრომლის უფლება-მოვალეობები სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ორგანიზაციაში დასაქმებულია 5 მენეჯერი, 2 ბიუჯეტის სპეციალისტი, 3 საქმისწარმოების თანამშრომელი, 3 შესყიდვების სპეციალისტი და 3 ხაზინის პროგრამის ოპერატორი, თუმცა მათი საქმიანობის ნაწილი ერთმანეთის ფუნქციებს იმეორებს.

აუდიტის მიხედვით, „სოფლის წყალში“ ასევე ვერ დასაბუთდა 6 თანამშრომლის საქმიანობა, ხოლო ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებაში თანამშრომელთა ნაწილი დუბლირებულ ფუნქციებს ასრულებს.

ერთი ადამიანი ორ ორგანიზაციაში

ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი ერთდროულად ორ სხვადასხვა ა(ა)იპ-ში მუშაობდა.

2022 წელს ასეთი 3 შემთხვევა დაფიქსირდა

2023 წელს — 4 შემთხვევა

მაგალითად, ერთმა პირმა ერთდროულად შეასრულა იურისტის ფუნქციები კულტურისა და სპორტის ა(ა)იპ-ებში, ხოლო სხვა თანამშრომლები სხვადასხვა ორგანიზაციებში მძღოლის, ინჟინრის, ტექნიკური მუშაკის ან დეზინფექტორის პოზიციებზე იყვნენ დასაქმებული.

ოფისებში თანამშრომლების განთავსებაც საეჭვოა

აუდიტის ჯგუფმა ეჭვი გამოთქვა, რამდენად შესაძლებელია თანამშრომლების სრულფასოვანი მუშაობა იმ ფართებში, სადაც ისინი ოფიციალურად არიან განთავსებული.

მაგალითად:

სპორტის დაწესებულებების გაერთიანებაში 16 თანამშრომელი მუშაობს 30 კვ.მ ფართში, სადაც მხოლოდ 9 სამუშაო მაგიდაა;

ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებაში 23 თანამშრომელი 70 კვ.მ ოფისშია განთავსებული;

კულტურისა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების 39 თანამშრომელი 82 კვ.მ ფართში მუშაობს.

სპორტის ა(ა)იპ-ს გადაცემული სასტუმრო და გამოუყენებელი ინვენტარი

მერიამ სპორტის დაწესებულებების გაერთიანებას გადასცა სასტუმროს შენობა, რომელიც 2021 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციამ სასტუმროსთვის 181.9 ათასი ლარის ინვენტარი შეიძინა, თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ 48.3 ათასი ლარის ნივთები საერთოდ არ გამოიყენება.

გამოუყენებელი ინვენტარის შორის არის ელექტროქურა, მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხი მანქანა, დივანი და სხვა ნივთები.

ამავე დროს, სასტუმრო აქირავებენ და 2022–2023 წლებში ქირიდან მიღებულმა შემოსავალმა 36.6 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა ქირავნობის ხელშეკრულებები მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ წესდება ამას მოითხოვს.

მერია საქმიანობას არ აფასებს

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები მერიაში არ წარადგენენ წლიურ საქმიანობის ანგარიშებს, რის გამოც მერიას არ შეუფასებია მათი საქმიანობის შედეგები.

მიუსაფარი ცხოველების სააგენტო

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შექმნეს მიუსაფარი ცხოველების მართვის სააგენტო, რომელსაც კასპის მუნიციპალიტეტმა 2022–2023 წლებში 346.4 ათასი ლარი გადაურიცხა.

აუდიტის მიხედვით, ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოები და შედეგები, რის გამოც ვერ დგინდება, რა მომსახურება მიიღო მუნიციპალიტეტმა გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

რეკომენდაცია

აუდიტის სამსახური კასპის მერიას ურჩევს, საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს და შეაფასოს ორგანიზაციებში არსებული საკადრო პოლიტიკა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.