„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალი პროექტის - „უსაფრთხო, მწვანე და ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - განხორციელებას იწყებს.
„პროექტის მიზანია გორში საერთო პასუხისმგებლობის, სამეზობლო თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ინიციატივებზე დაფუძნებული მოქმედების კულტურის გაძლიერება უფრო უსაფრთხო, მწვანე, ინკლუზიური და მზრუნველი უბნების შესაქმნელად“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
პროექტი გორის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, გამოავლინონ ადგილობრივი გამოწვევები, მოახდინონ საზოგადოებრივი რესურსების მობილიზება და ერთობლივად მიიღონ მცირე მასშტაბის გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებისა და ადამიანებსა და ცხოველებს შორის ჰუმანური თანაარსებობისთვის.
პროექტი ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
-
სამეზობლოებზე ზრუნვა: ამხანაგობებისა და სამეზობლო ლიდერების გადამზადება და 5 მცირე ექსპერიმენტის მხარდაჭერა;
-
სოციალური ერთიანობის ხელშეწყობა: მოსახლეობის ჩართულობის ინტერვენციები, შემოქმედებითი კონკურსები და IT Step აკადემიის AI წიგნიერების პროტოტიპების ინტეგრირება;
-
ძაღლების პასუხისმგებლიანი მოვლა-პატრონობა: საინფორმაციო კამპანიები და იდეების კონკურსი ადამიანებსა და ცხოველებს შორის უსაფრთხო და ჰუმანური თანაცხოვრებისთვის;
-
გორის მისიის დაკავშირება ქალაქის ფართო ეკოსისტემასთან: თემის შეკრებების, სამეზობლო საუბრების, დისკუსიებისა და სათემო ფესტივალების ორგანიზება.
პროექტი ხორციელდება EU-UNDP-ის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) მხარდაჭერით „საზოგადოება ბილიკის“ მიერ, გორის მისიის - „ადამიანებზე მორგებული, ინკლუზიური და შემოქმედებითი ქალაქი“ - ფარგლებში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები