გასაყიდი მიწების საერთო ფართობი 58 825 კვ.მ (დაახლოებით 6 ჰა)-ია და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავს. 5 ადგილზე აუქციონი სხვადასხვა პირობებით ჩატარდება. დანარჩენ ტერიტორიებზე კი, მიწას უპირობო აუქციონზე გაიტანენ.
იმ აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2014 წლის დეკემბერში სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ ადგილობრივ მერიას გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უმჯობესია მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები აუქციონის წესით გაასხვისოს.
მაგალითად, ქალაქ გორში, ცხინვალის გზ. მე-2 კმ-ზე მდებარე 19 526 კვ.მ ფართობის საწყისი ფასი 516 000 ლარია. მის მეზობლად 11 433 კვ.მ ნაკვეთის საწყისი ღირებულება კი - 302 300 ლარი. 2013 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები იჯარის წესით ნათესავებზე იყო გაცემული. იჯარის პირობების შეუსრულებლობის გამო მერიამ იჯარის ხელშეკრულებები გააუქმა.
სტატიის გამოყენების პირობები