Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« мая 2026 »»
п в с ч п с в
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სტატიები
მიწები იაფად – დოკუმენტები ნათესავებზე, მეგობრებზე, სიმამრებზე, ახლობლებზე

 

აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 6 აგვისტო: ,,ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მეორეს მხრივ ვლადიმერ მანველაშვილმა დადეს ხელშეკრულება მასზედ, რომ გორში ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი 1385 კვ.მ გადაეცეს ვლადიმერ მანველაშვილს 49 წლიანი იჯარით, სასყიდლით, თვეში 150 (ასორმოცდაათ) ლარად კომერციული ფართის ასაშენებლად”. ვლადიმერ მანველიშვილი გორის პარლამენტარის თამაზ შიოშვილის სიმამრია.

 

აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 29 მარტი: ,,ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და მეორეს მხრივ ლია იორამაშვილი დებს ხელშეკრულებას მასზედ, რომ გორში ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ 49 წლიანი იჯარით გადაეცეს ლია იორამაშვილს, სასყიდლით,თვეში 160 (ას სამოც ლარად) კომერციული ფართის ასაშენებლად. ლია იორამაშვილი გორის საკრებულოს მაჟორიტარული სიითი ნომრის მეოთხე წევრის, თავისუფალი დემოკრატის დავით წეწვაძის რძალია.

 

აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 19 თებერვალი, ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მეორეს მხრივ შპს ,,კარტლის მენეჯმენტის” რობერტ რევია დებენ ხელშეკრულებას მასზედ, რომ ცხინვალის გზატკეცილის გასწვრივ, სოფელ კარალეთში 1976 კვ.მ რობერტ რევიას, 59 წლიანი იჯარით გადაეცეს სასყიდლით, თვეში 300 (სამას ლარად) კომერციული ფართის ასაშენებლად. რობერტ რევია პატრულის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის მალხაზ კასრაძის ახლო ნათესავია.

 

აღნაგობის ხელშეკრულება, 2014 წლის 21 იანვარი, ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მეორეს მხრივ არჩილ შერმადინი დებენ ხელშეკრულებას მასზედ, რომ გორში ცხინვალის გზატკეცილზე 4997 კვ.მ გადაეცეს არჩილ შერმადინს 49 წლიანი იჯარით, სასყიდილით, თვეში 750 (შვიდას ორმოცდაათ) ლარად სამაცივრე, სასწყობე და საწარმოო ფართის ასაშენებლად. სწორედ ამ მიწის ფართს უკავშირდება ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვით ადრე ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელის დაკავება. ციტატა 2013 წლის 13 დეკემბრის პრესრელიზიდან, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა: ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, 1960 წელს დაბადებული გიორგი მერლანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. როგორც შსს ამტკიცებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მერლანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 30 000 აშშ დოლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”

 

აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 9 აგვისტო, ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მეორეს მხრივ ვასილ სიდამონიძე დებენ ხელშეკრულებას მასზედ, რომ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, 1000 კვ.მ მიწა 49 წლიანი იჯარით გადაეცეს ვასილ სიდამონიძეს, სასყიდლით, თვეში 150 ლარადკომერციული ფართის ასაშენებლად. ,,ვასილ სიდამონიძე დავით რაზმაძის ბავშვობის მეგობარია.” – გვითხრეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.

 

აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 5 დეკემბერი, ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მეორეს მხრივ იოსებ მაკრახიძე (სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი) დებენ ხელშეკრულებას მასზედ, რომ გორში, მშვიდობის გამზირზე, გამწვანების ზოლზე, 469 კვ.მ გადაეცეს იოსებ მაკრახიძეს სასყიდლით, თვეში 150 ლარად კომერციული ფართის ასაშენებლად.

 

რაც შეეხება შპს ,,ელიტ-სერვისს” და მის სახელზე გაფორმებულ მიწის ნაკვეთს, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი განგაშს ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ტეხდა, როდესაც ცხინვალის გზატკეცილზე მწვანე ნერგებს ჩეხდნენ. ეს მიწა დაახლოებით 4 000 კვ. მ 49 წლიანი იჯარით 600 ლარად გაქირავდა თვეში.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020