ახალი ამბები
ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის ინტერესებს სასამართლოში ალექსანდრე კობაიძე დაიცავს
ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენს დავით აქიაშვილს (კობა კობაიძე) მისი უფლებადამცველი წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს მოინახულებს.

სასულიერო პირი გუშინ, ქარელში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

მის ინტერესებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დაიცავს. qartli.ge-სთან საუბრისას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განმარტა, რომ დაკავებულთან ჯერ არ უსაუბრია და მომხდარის შესახებ ჯერ ინფორმაციას არ ფლობს.

,,ჯერჯერობით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ბრალდებული მამა დავითი ამჟამად გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 16:00 საათზე ვაპირებ ,,კაპეზეში" შესვლას და ჩემი დაცვისქვეშ მყოფი ბრალდებული პირის მონახულებას",- გვითხრა ალექსანდრე კობაიძემ.

იხ. ამავე თემაზე

ქარელში დაკავებული კობა კობაიძე სასულიერო პირია

ყინწვისის ძმების ამბავი
Print

სტატიის გამოყენების პირობები