ახალი ამბები
გენგეგმის პროექტის მიხედვით, გორის მთავარ ქუჩას ,,რუსთაველის გამზირი'' დაერქმევა
გორის გენერალური გეგმის პროექტის მიხედვით, ქალაქის მთავარ ქუჩას რუსთაველის გამზირი ეწოდება. აღნიშნული გამზირი ამჟამად საბჭოთა ბელადის, სტალინის სახელს ატარებს.

სახელი სტალინი შეიცვლება ,,რუსთაველით'' - კონფეციის მიხედვით, რომელიც გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

კონცეფციას თან ახლავს თემატური - კულტურული, სამშენებლო, სარეკრეაციო და ა.შ. რუკები. ყველა რუკაზე მთავარი გამზირი რუსთაველის გამზირადაა მოხსენიებული. ხოლო სტალინის გამზირი ,,ყოფილ გამზირად''

გორის გენერალური გეგმის პროექტზე, კონცეფციაზე და წინასაპროექტო კვლევაზე მუშაობა 2019 წელს დაასრულეს, მუშობა 2017 წელს დაიწყო. კომპანია ,,სითი ინსტიტუტმა'' დოკუმენტები გორის მერიას უკვე გადაუგზავნა. 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე გორის მერია საკრებულოს  მასალებს განსახილველად არ უგზავნის.

გორის მერთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს მეხუთე სხდომაზე, რომელიც 2022 წლის 28 დეკემბერს გაიმართა, აღნიშნულია, რომ გენერალური გეგმის ირგვლივ მერია დამატებით კვლევებს ატარებს.

რაც შეეხება მთავარ გამზრის, რუკების მიხედვით, რუსთაველის გამზირი იწყება ,,ახალი ხიდიდან'' და მთლიანად მოიცავს ამჟამინდელ სტალინის გამზირს.

ფოტოილუსტრაცია



აღსანიშნავია ისიც, რომ მთვარი გამზირი რუსთაველის სახელით მოიხსენიება ტექტურ ნაწილშიც. მაგალითად, კონცეფცია განიხილავს იმ არეალის განვითარების პერსპექტივას, რომელიც მომავალში რუსთაველის გამზირსა და ჭალის დასახლებას შორის მდებარეობს. 

ფოტოილუსტრაცია: ამონარიდი კონცეფიიდან



დოკუმენტის მიხედვით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავდა ქალაქის განვითარების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის მიზნით და სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ბუნებრივი, გეგმარებითი, სატრანსპორტო და საინჟინრო პირობების ანალიზს დაეფუძნა.

კონცეფცია სამხარეო და მუნიციპალურ დონეებზე ეკოლოგიური, ისტორიულ-კულტურული და ტერიტორიული თავისებურებების გათვალისწინებით, მოიცავს განზოგადებულ წინადადებებს ქალაქის პერსპექტიული სოციალურ-ეკონომიკური და ფუნქციურ-გეგმარებითი განვითარების შესახებ.

კონცეფცია ტექსტური და გრაფიკული ხელსაწყოების გამოყენებით განმარტავს ძირითად გეგმარებით მიდგომებსა და მოსალოდნელ შედეგებს. ასევე ქმნის საფუძველს უფლებრივი ზონირების რუკის დამუშავებისათვის.









ჯერ კიდევ 2022 წლის 28 დეკემბერს, გორის მერთან არსებულმ მრჩეველთა საბჭომ იმსჯელა გენგეგმის შესახებ. მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამარ კაპანაძემ განაცხადა:

,,მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აღსრულებადი რომ იყოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამატებით სხვადასხვა ტიპის სამუშაოები და პროცედურებია გასავლელი. კერძოდ შესაძენია დამატებითი კვლევები. საფრთხე ექმნება ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის დაცვას, მოსახლეობისათვის განვითარების არათანაბარი პირობებისა და საფრთხის შემცველი გარემოს შექმნას, ქალაქის იერსახის დამახინჯებას, ქალაქის ქაოტურად განვითარებას, საფრთხის ქვეშ დგება მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში ცხოვრების უფლება.''

ამ გარემოების გათვალისწინებით, მრჩეველთა საბჭომ დაადგინა:

,,ვინაიდან გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცების მოლოდინშია, შეცდომებისა და რისკების, ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, რათა არ მოხდეს ქალაქისათვის ზიანის მიყენება ყოველივე აქედან გამომდინარე საბჭომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხმათა უმრავლესობით შეჯერდა შემდეგ რეკომენდაციაზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებით''

ამავე თემაზე:

გორის მერი: გენგეგმა ქალაქს ქაოსური მშენებლობებისგან დაიცავს

გორში მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი განიხილეს

ჯერ-ჯერობით უცნობი პირები გორში კერძო კორპუსების მშენებლობის ნებართვას ითხოვენ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები