რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ჯერ-ჯერობით უცნობი პირები გორში კერძო კორპუსების მშენებლობის ნებართვას ითხოვენ

 

,,ჩემი ინფორმაციით, ეს წერილი კონკრეტულმა ადამიანებმა შემოიტანეს და უარი მიიღეს. არ ვიცი რა წერია პასუხში, მაგრამ მგონია, რომ მშენებლობის პროცესს და დასაქმების საკითხებს ვაფერხებთ" - უთხრა როსებაშვილმა გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს საკრებულოს სხდომაზე. როსებაშვილის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც ამჟამად კერძო, ორ სართულიანი სახლები დგას.

 

,,ჯერ-ჯერობით, ამ საკითხებზე ნებართვების გაცემა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ქალაქის განვითარების გეგმა. 2015 წლის ბიუჯეტში ჩადებულია 100 ათასი ლარი ამ სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენი ვარაუდით, სადღაც პირველი სამი კვარტლის განმავლობაში დასრულდება ქალაქის განვითარების გეგმის დამუშავება. დღეს ცოტა სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ფაქტობრივად ესაა" - უპასუხა გორის მერმა.

 

,,მაშ გამოდის, რომ სანამ ეგ გეგმა არ დაიდება, ვერც ძველი ბაზრის ტერიტორიაზე და ვერც სხვაგან ვერანაირი მშენებლობა დაიწყება" - განაგრძო ზურაბ როსებაშვილმა.

 

,,მიგეღოთ ჩვენამდე ეს დოკუმენტი და გასცემდა არქიტექტურის სამსახური ნებართვას. ჩვენ ეხლა დავიწყეთ მუშაობა ამ საკითხებზე" - დასძინა ზურაბ ჯირკველიშვილმა. თვითმმართველი ქალაქის გორის მერიამ მუშაობა ფაქტობრივად 2014 წლის 2 აგვისტოდან დაიწყო.

 

2015 წლის ქალაქის ბიუჯეტში, რომელიც გუშინ 23 დეკემბერს დამტკიცდა,  ,,გორის გრაფიკული ვიზუალიისთვის ხელშეწყობისთვის" 100 ათასი ლარი მართლაც გათვალისწინებულია. 

 

გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქალაქის მიწათსარგებლობის წესიც ჯერ არაა დამტკიცებული. ქალაქის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ერთიანი გეგმის მიღების გარეშე მიზანშეწონილი არაა ქალაქის ტერიტორიაზე მიწების გაყიდვა და სამშენებლო ნაგებობების აღმართვა. ეს მიდგომები არ ეხება იმ ტერიტორიებს, სადაც უკვე გაყიდულია მიწები (ადრე თუ გვიან).

 

,,ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მაგალითად ორ ადგილზე  აუქციონზე მიწა გასაყიდად ეკონომიკის სამინისტროს უკვე გაუტანია. ამჟამად, გუბერნიასთან ერთად, ვარკვევთ, თუ როდის და რატომ გადასცეს გორის მუნიციპალიტეტიდან ეკონომიკის სამინისტროს ეს მიწები?" - აღნიშნა გორის მერმა.

 

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა (საქართველოს კანონი - ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ") არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათ-სარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
აგარა - ხაშურის მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა,
დაშავდა 3 ადამიანი.

აგარა - ხაშურის მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი.

13:30 / 28.08.2026
გადაწყდა, რომ ორთქლმავლისა და მუზეუმის საკითხი საჯარო განხილვაზე
გავიდეს.
გადაწყდა, რომ ორთქლმავლისა და მუზეუმის საკითხი საჯარო განხილვაზე გავიდეს.
11:12 / 28.08.2026
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული
აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული
დემონსტრანტები.
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები.
10:18 / 28.08.2026
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები
დარჩა.
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები დარჩა.
18:06 / 24.08.2026
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის
წარმომადგენელი ხელს აწერდა
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის წარმომადგენელი ხელს აწერდა
16:00 / 24.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.