რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
პაატა ჩადუნელი დასვენების დღეებში საკუთარ ეზოში „სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს“ ახორციელებს

ხაშურის მერიის გაზეთ „ხაშურის მოამბის“ ცნობით, მერი პაატა ჩადუნელი დასვენების დღეებში სხვადასხვა „ინფრასტრუქტურულ სამუშაოს“ ახორციელებს. გამოცემამ მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც კითხვა თანამდებობის მიღმა ცხოვრებასა და ჰობის ეხებოდა.

შეკითხვა: „ბატონო პაატა, დღეს საზოგადოება თქვენ ხაშურის მერად გიცნობთ, მაგრამ როგორი ადამიანია პაატა ჩადუნელი თანამდებობის მიღმა? რა არის თქვენი ხასიათის მთავარი თვისება და როგორი ხართ ოფიციალური შეხვედრების მიღმა? გაქვთ ჰობი ან გატაცება, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებას შესაძლოა არაფერი იცოდეს?“

პასუხი: „მერის მიღმა ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ადამიანის ცხოვრებისგან. მაქვს სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით. იქ მაქვს სახლი, მაქვს მცირე მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი არის განთავსებული და თითქმის ყოველდღიურად და დასვენების დღეებში, ჩვეულებრივად, როგორც ყველა სოფელში მცხოვრები ადამიანი, დაკავებული ვარ სხვადასხვა საქმიანობით.

მაგალითად: ეზოს მოვლით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებით იქ ადგილზე - ეს იქნება შეღებვა, სადურგლო საქმე, ელექტროსაქმე თუ ასე შემდეგ. ნებისმიერი საკითხი, რაც სახლისთვის, საოჯახო პირობებში შესაქმნელად არის საჭირო, თავად შემიძლია გავაკეთო“, - პასუხობს ხაშურის მერი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ელექტროქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 27
ნოემბერს, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანიის ცნობით, დენის
მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
ელექტროქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 27 ნოემბერს, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანიის ცნობით, დენის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
10:04 / 27.11.2026
გორში, სტალინის გამზირზე მუნიციპალური ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას
შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის
შედეგად არავინ დაშავებულა, ფაქტზე კი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.
გორში, სტალინის გამზირზე მუნიციპალური ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ფაქტზე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.
20:14 / 26.11.2026
27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში საკალათბურთო კლუბ
„ივერიონი - გორის“ ყოფილი მენეჯერის, გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი
მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ორდღიან შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მიიღებს
მონაწილეობას, მატჩებზე დასწრება კი თავისუფალია.
27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში საკალათბურთო კლუბ „ივერიონი - გორის“ ყოფილი მენეჯერის, გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ორდღიან შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მატჩებზე დასწრება კი თავისუფალია.
18:49 / 26.11.2026
ხაშურის მერია 2027 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ცენტრის
მოსართავად 111 790 ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს. ბიუჯეტიდან
18 000 ლარი გასულ წელს შეძენილი ნაძვის ხის მონტაჟ-დემონტაჟს
მოხმარდება, 60 690 ლარი კი ახალი დეკორაციების შეძენაზე დაიხარჯება.
ხაშურის მერია 2027 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ცენტრის მოსართავად 111 790 ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს. ბიუჯეტიდან 18 000 ლარი გასულ წელს შეძენილი ნაძვის ხის მონტაჟ-დემონტაჟს მოხმარდება, 60 690 ლარი კი ახალი დეკორაციების შეძენაზე დაიხარჯება.
13:19 / 26.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.