ხაშურის მერია 2027 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ცენტრის მოსართავად 111 790 ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს. აქედან 18 000 ლარი გასულ წელს ჩინეთიდან ჩამოტანილი ნაძვის ხის მონტაჟსა და დემონტაჟზეა გათვალისწინებული, ხოლო ახალი საახალწლო დეკორაციებისა და შესაბამისი მასალების შესაძენად 60 690 ლარი დაიხარჯება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, წელსაც გასულ წელს შეძენილი ნაძვის ხე გამოიყენება. მისი სიმაღლე 15.5 მეტრია, ვარსკვლავთან ერთად კი 17.5 მეტრს აღწევს. ნაძვის ხეს 1 220 ტოტი, 29 600 PE და 88 800 PVC წიწვი აქვს.
ნაძვის ხის გარდა, ქალაქის ცენტრის მოსართავად მერია ახალ საახალწლო დეკორაციებს შეიძენს. ჩამონათვალშია დიოდური ფიფქები, სხვადასხვა ზომის სამგანზომილებიანი ვარსკვლავები, მანათობელი ბურთები, ნაძვის ხეები, მანათობელი ფარდები და სხვა აქსესუარები.
შესყიდვა ასევე ითვალისწინებს 30 მანათობელი „ჯონჯოლის“, 24 სამგანზომილებიანი მანათობელი ბურთის, 16 დეკორაცია „Meteor Firework“-ისა და 6 დიდი მანათობელი ფიფქის შეძენას.
გარდა ამისა, მერია შეიძენს სხვადასხვა სიგრძის LED განათების სტრინგებს, ელექტროსადენებსა და საახალწლო განათებების მოსაწყობად საჭირო სხვა მასალებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დეკორაციებისა და აქსესუარების უმეტესობის მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია, ცალკეული მასალები კი საქართველოსა და თურქეთშია წარმოებული.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები