27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საკალათბურთო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრების ორგანიზატორი საკალათბურთო კლუბი „ივერიონი - გორია“.
ორდღიან ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობს: მასპინძელი „ივერიონი“, „ახალციხე“, „თელავი“ და „ქუთაისი“.
გათამაშების ფორმატის მიხედვით, პირველ სათამაშო დღეს, 27 ნოემბერს, ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება:
-
17:00 საათი: „ახალციხე“ - „თელავი“
-
19:00 საათი: „ივერიონი“ - „ქუთაისი“
ტურნირი 28 ნოემბერს ფინალური დღის შეხვედრებით დასრულდება:
-
16:00 საათი: მატჩი მესამე ადგილისთვის
-
18:00 საათი: ფინალური დაპირისპირება
გიორგი დარბაიძე საკალათბურთო კლუბ „ივერიონი - გორის“ მენეჯერი იყო, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა. მის ხსოვნას მიძღვნილი შეჯიბრება კლუბის ორგანიზებით ტარდება, ხოლო „ივერიონი - გორის“ პრეზიდენტის, ილია ჯოლბორდის ინიციატივით, ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.
გორის სპორტის სასახლეში დაგეგმილ ყველა მატჩზე დასწრება თავისუფალია.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები