ახალი ამბები
გორის გასასვლელთან თხრილების წინ გამაფრთხილებელი ნიშნები დააყენეს
გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გზის სავალ ნაწილზე თხრილების წინ გამაფრთხილებელი ნიშნები დააყენეს.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. როგორც ირკვევა, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა რეაგირება მოახდინეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ გზის სავალ ნაწილზე, ხრეში და ასფალტის ნაწილები დიდი ხანია ყრია. ამის გამო, მანქანები, განსაკუთრებით, ღამის საათებში, ზიანდებოდა.

სოციალურ ქსელის მეშვეობით ისიც გაირკვა, რომ თხრილებს რამდენიმე მანქანა დაეჯახა. მძღოლები აცხადებდნენ, რომ ქალაქის გასასვლელში, განათებული ქუჩის შემდეგ, თხრილი სახიფათო დაბრკოლებას წარმოადგენდა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები