ახალი ამბები
მორიგი ,,ლაშქრობა" სტადიონის ანძაზე

 ,,ნუ იღებთ, მუშაობაში ხელს გვიშლით" - მიმართავდა პატრული მოქალაქეებს.

 

განათების ბოძთან სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ექსტრემალურმა მოქალაქემ სიმაღლიდან დაშვება დაიწყო. მამაკაცი, თავდაპირველად, კონსტრუქციის სათავეში მოექცა და განათების ნათურებზე ჩამოჯდა.

 

პოლიციისა და მოქალაქეების მოწოდებების შემდეგ, მამაკაცი ქვემოთ დაეშვა.  საპატრულო პოლიციის ორმა დანამშრომელმა ის დააკავა და განყოფილებას გადაიყვანა. ,,წინა შემთხვევაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიყვანეთ, მაგრამ არ მიიღეს" - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

 

მასალა მოგვაწოდა გიორგი ედიშერაშვილმა

 

იხ. ამავე თემაზე:

გორში მამაკაცმა სტადიონის განათების ბოძიდან გადმოხტომა სცადა

 
Print

სტატიის გამოყენების პირობები