რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ოჯახის წევრის განცხადებით საოკუპაციო ხაზთან დაკავებისას ხვიჩა მღებრიშვილსაც ცეცხლი გაუხსნეს
მე-12 დღეა სოფელ მეჯვრისხევში ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები ცხინვალიდან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან. 47-წლის მამაკაცი 3 ივლისს სოფელ აძვთან დააკავეს.

ოჯახის წევრი, ლეილა მღებრიშვილი ,,რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ ხვიჩა მღებრიშვილს რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს და იარაღის მუქარით დააკავეს. გატაცებულის ნათესავი ამ ინფორმაციას ადგილობრივებისგან ფლობს, თუმცა ვინაობას არ ასახელებს.

ლეილა მღებრიშვილი კატეგორიულად მოითხოვს, მეტი ყურადღება დაეთმოს მეჯვრისხეველი კაცის გატაცების საქმეს. ოჯახი დღეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში განუმარტეს, რომ 3 ივლისს გაუჩინარებული ხვიჩა მღებრიშვილი ნამდვილად ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

მღებრიშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თანასოფლელებმა გუშინ 14 ივლისს სოფლის ცენტრში აქციაც გამართეს.

ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტი ფიგურირებს ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის დაკავების დროსაც. 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ დააპატიმრეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცდილობს ორივე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის ოფისის წარმომადგენლების მეშვეობით მოპოვოს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.