რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ევროპაში გაქცეული გორელი ბიჭის ამბავი - 1638 წელი
1638 წელს გორიდან ევროპაში გაიქცა 16 წლის მოზარდი, რომელიც უარს
ამბობდა იძულებით დაოჯახებაზე იმ გოგოზე, რომელიც არ უყვარდა. იგი ჯერ
კიდევ პატარა იყო, როდესაც საქორწინოდ დანიშნეს. თუმცა,
თავისივე წრის სხვა გოგო უყვარდა ყმაწვილს. ბიჭის სახელი იყო
ნაყიდა.
ყმაწვილმა, ერთი წლით ადრე, ალეპოში გაიცნო ევროპელი მისიონერები. იქიდან დაბრუნების შემდეგ, საცოლეს განუცხადა, რომ არ აპირებდა დაოჯახებას, საქორწინოდ მორთული ნაქარგები მოიხსნა და ნაგავში გადაყარა. ქორწინებაზე უარის მიზეზად ნაყიდამ ის გარემოება დაასახელა, რომ აპირებდა კათოლიკურ ეკლესიაში მსახურებას, რის გამოც, არ შეიძლებოდა დაოჯახება.
ბიჭის უარმა სასიმამრო განარისხა. ქალაქში ამბოხი მოაწყო. ქუჩებში 200-მდე მართლმადიდებელი და გრიგორიანელი მორწმუნე გამოიყვანა. ამბოხებულებმა ყმაწვილს მთავარ მოედანზე სცემეს, ოჯახის შერცხვენის გამო, აგინებდნენ. სასიმამროს წაქეზებით, განრისხებული ბრბო ამ ყველაფერში გორში მყოფ ევროპელებს ადანაშაულებდა. მთლიანად დაანგრიეს კათოლიკური ეკლესია.
ეს ამბავი რომში გაგზავნილ წერილში დეტალურად აღწერა დონ პიეტრო ავიტაბილემ, რომელიც გორში იყო მოვლენილი. წერილის გაგზავნა კი მაშინ მოახერხა, როდესაც კონსტანტინეპოლს გემით მიაღწიეს.
გორში მყოფი დონ პიეტრო ავიტაბილე პირადად შეესწრო იმ ამბავს, თუ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას ყმაწვილს. აღწერილი აქვს, როგორ განიხილებოდა პიროვნული თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭის ,,დანაშაული’’ მთვარ მოედანზე. საქმე გაირჩა თბილისში, მაშინდელ პატრიარქთანაც. პატრიარქთან გამართულ სამსჯავროზე ბიჭს გამოესარჩლა მხოლოდ ნიკოლოზ ბერი, გვარად ჩოლოყაშვილი, რომელიც სწუხდა, რომ ამდენ სიბრაზეს ქართველები არ ავლენენ მაშინ, როდესაც უამრავი ტყვე გასაყიდად მიყავთ ოსმალეთსა და სპარსეთში.
რომში გაგზავნილ წერილში ავიტაბილე იმასაც იხსენებს, რომ როდესაც გორიდან წავიდნენ, ერთ-ერთი გემი სავსე იყო გაყიდული ტყვეებით, თუმცა იმდენად მძიმე სურათი იყო გემზე, რომ სხვა გემით გამგზავრება ამჯობინეს. ყმაწვილს მეორე გემზეც მიაყენეს შეურაცხყოფა და თავში რაღაც საგანი ესროლეს.
რაც შეეხება მანამდე გორში დატრიალებულ ამბავს, ამბოხებული მორწმუნეები ითხოვდნენ, რომ ყმაწვილს უარი ეთქვა კათოლიკურ სარწმუნოებაზე და ბერად აღკვეცილიყო. ნაყიდა კი იდგა მყარად, დამცირებას და შეურაცხყოფას იტანდა უსიტყვოდ. როგორც ავიტაბილე წერს, ახალგაზრდა მამაკაცი მზად იყო თავი გაეწირა; სიცოცხლის ფასად არ დამორჩილებოდა აგრესიული ბრბოს მოთხოვნას. ყმაწვილმა საქართველოში ყოფნას, ევროპაში წასვლა არჩია, მონათლეს - ანდრეად. ვატიკანის არქივებში ნაყიდა მოხსენულია ანდრეა ლოპომანად.
,,ალეპოში ცხოვრების დროს ჩვენმა პატრმა დონ ჯუსტომ, სახლში მოიყვანა 15–ოდე წლის ქართველი ობოლი, ლამაზი გარეგნობის ყმაწვილი.'' - ასე გაიცნო გორელმა ყმაწვილმა ევროპელები იმ წერილის მიხედვით, რომელსაც წაიკითხავთ ავიტაბილეს წიგნში ,,ცნობები საქართველოზე.
დონ პიეტრო ავიტაბილეს წერილის სრული შინაარსი:
(წყარო: ცნობები საქართველოზე, XVII საუკუნე, გვერდი - 60 - 79).
თარიღდება 1638 წლის 10 სექტემბრით - დაწერილია კონსტანტინეპოლში.
,,ალეპოში ცხოვრების დროს ჩვენმა პატრმა დონ ჯუსტომ, უფრო ხმის გასაცემად, ვიდრე სხვა რამისათვის, სახლში მოიყვანა 15–ოდე წლის ქართველი ობოლი, ლამაზი გარეგნობის ყმაწვილი. მისი მამა ჩვენი გულისშემატკივარი იყო. ყმაწვილი ყოველ დღე ესწრებოდა წირვას ჩეენს ეკლესიაში და შევამჩნიეთ, რომ როცა კი საყდრის კარი დაკეტილი იყო, იგი გარეთაც, ქუჩაში ლოცულობდა ხოლმე, თუმცა ჩვენებისაგან მას არ მიეღო ზიარება.
როცა ჩვენი მისიონერები ამ ქვეყანაში შემოვიდნენ, განსაკუთრებულად შეიყვარა ჩვენი ცხოვრების წესი: აქაურ რეზიდენციაში ჩვენი რელიგიური წეს-ჩვევები, კარგი საქციელი და შემოქმედება მას ჭკუაში დაუჯდა, საკრამენტების მონახულებაში, რასაც ხშირად მივმართავდით, საერთო ლოცვაში, ასევე დისციპლინასა და სხვა სულიერ ვარჯიმობაში მან ნელ-ნელა სხვებთან ერთად დაიწყო მონაწილეობა. აქ ღვთის მადლი აშკარად მოქმედებდა.
როცა მან ვრცელ სიტყვას მოუსმინა პირველ ოქტომბერს, განთქმულ თაყვანსაცემ დღეს, რომელსაც ყველა წმინდა ეკლესია უქმობს მფარველი წმინდა ანგელოსების სახელზე, ღვთიურ მოწოდებას იგი გულღიად და მომზადებული შეხვდა. ამასთანავე დათანხმდა, რომ მთელი არსებით მინდობოდა უფლის ხელებს, შეკავშირებოდა და დაჰყოლოდა მას, რომელიც სიყვარულის თოკით შებოჯავდა და წარუძღვებოდა ღვთიური სამსახურისაკენ.
საზეიმო ფიცით იგი მარადიულ მონად სწირავდა თავს და მზად იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე თავი გადაედო და ეტარებინა უნეტარესი და უმსუბუქესი მარწუხები მისი ღვთაებრივი რჩევისა რათა შეესრულებინა მოწესეობა ჩვენი წმინდა სარწმუნოებისა. რადგან ღვთიური სიყვარული ახალსა და უჩვეულოს რასმეს შთააგონებს ხოლმე ადამიანს.
როცა მივიდა სახლში (რადგან ყველაფერი ეს სახლის გარეთ მოხდა), ჩამოიხსნა უბრალო და სადა ნაქარგობანი, რომლებიც მის ტანისამოსზე ამოექარგა მის საცოლეს და აღტკინებულმა ნაგავთან ერთად სახლიდან გადაყარა.
ეს ყმაწვილი მამამისმა დააოჯახა, თუმცა ყმაწვილობიდან უყვარდა თავისი წრის სხვა გოგო და მომავლის სიტყვაც ჰქონდათ ერთმანეთისათვის მიცემული.
ქვეყნის ჩვეულების კვალობაზე ამ საქმის წინააღმდეგ უამრავი დაბრკოლება შეიქმნა, რამაც შემაფიქრიანა.
ამ დაბრკოლებისათვის თავი რომ ამერიდებინა, გაღავწყვიტე ადგილსამყოფელი გამომეცვალა და იქიდან გოგოს მამისათვის წერილი გამეგზავნა. ჩემი მხრიდან მეცნობებენა, რომ მისი ქალიშვილისათვის სხვა საქმრო მოეძებნა, რადგან იმ ყმაწვილს გადაწყვეტილი ჰქონდა ღმერთმსახურებას შედგომოდა, ერთ დღეს ყველაფერი ეს ყმაწვილისათვისაც უნდა მეცნობებინა. მან საფუძვლიანად დამარწმუნა, რომ ის მოხუცი არასდროს ერწმუნებოდა ამ წერილს, ხოლო თვით მას ვერც სიცრუე და ძალადობა ვერ ჩამოაცილებს წმინდა სარწმუნოებას, თუ არა მხოლოდ მისი სულის აშკარა დაღუპვა.
გაბედულად წარმოსთქვამდა ამ სიტყვებს.
უმწეო მოხუცმა (სასიმამრომ - რედ.) როცა ეს მოულოდნელი განცხადება გაიგო და ხედავდა, როგორ ეღუპებოდა საკუთარი ოჯახი, ყმაწვილი მოხერხებულად მის იმედებს რომ აცამტვერებდა, მეგობრებისა და ნათესავების მეშვეობით ჯერ ტკბილად შეეცადა ღვთის ახალი მსახური მარადიული ხსნის გზიდან აეცდინა, მაგრამ როცა დიდი ხნის (ცდის შემდეგ შეამჩნია, რომ ამაოდ დაშვრა, სატანის ჩაგონებით ამ ქვეყნის დიდკაცობას მიმართა. მათგან მცირერიცხოვანი საწყალი ქართველები, ხოლო უმრავლესობა სომხები იყვნენ.
მათთან იჩივლა, კარგადაც დაარწმუნა ისინი, რომ ერთ დღეს მოწმენი გახდებიან სომხური წესით ღმერთმსახურთა ასეთივე საქციელისა. მართლაც, „მან ისე კარგად წარმართა მათთან მათივე ენაზე მოლაპარაკება, რომ წამქეზებელმა ჩარექ საათში შეაგროვა ორასზე მეტი კაცი –- ქვეყნის წარჩინებულნიც.
აღნიშნულ წმინდა დღეს, სადილობის შემდეგ თავს დაესხნენ ჩვენს სახლს, ოთხივე მხრიდან იოლად შემოიჭრნენ და გაცოფებულებმა ჯოხებით,. მუშტებით და წიხლის კვრით შეკრულ–მებოჭილი უდანაშაულო ღვთისმსახური გამოათრიეს, შეუბრალებლად, თრევათრევით მიიყვანეს სახალხო მოედანზე. ვინც კი გზაში ხვდებოდათ, ყველას ამცნობდნენ ამ ამბავს.
ხმაურზე ხალხი მორბოდა, რომ ღვთისმსახურის მიმართ ამგვარივე, გაუგონარი სისასტიკე გამოეჩინა მასაც. ამ ბოროტებას იმდენად უფრო გამძვინვარებით ჩადიოდნენ, რამდენადაც ახალი კათოლიკე დიდ სიმტკიცეს იჩენდა და არ უნდოდა ფრანკების (ამ სახელით ლათინებს გულისხმობდნენ) წმინდა სარწმუნოება შეებღალა, ამას მოითხოვდნენ მისგან და თან ჰპირდებოდნენ, რომ მაშინვე გაათავისუფლებდნენ.
ჩვენმა ყმაწვილმა იმით უპასუხა რომ ადგილზე იდგა უტყვი ბატკანივით. ხალხს ასეთი საქციელი აკვირვებდა და უფრო მეტად აცოფებდა. აღარ იცოდნენ, თუ როგორ ეგინებინათ ფრანკების წმინდა სარწმუნოება.
ყმაწვილს ხმამაღლა შეიძლება ეღიარებინა კიდეც სომხებისა და ქართველების სარწმუნოება, გუნებაში თაყვანი ეცა ჩვენი უფლის ქრისტესა და მისი წმინდა ჯვრისათვის, ამით მათ მაინც თავს ვერ მოაწონებდა, რადგან, ღვთის მადლით, ის უკვე კათოლიკე იყო.
როცა ჯოჯოხეთის ხროვამ ნახა, რომ (ყმაწვილი) მუქარითა და წვალებით ვერ “შეაშინეს, ვერც დაპირებით მოხიბლეს, თითქოს პირუტყვი ყოფილიყო, თვითონ კი კანონიერი პატრონები, იფიქრეს, წაეყვანათ გორის ციხის უფროსთან, რომელიც დაბადებით იყო ქართველი თავადი და მართლმადიდებელი, შემდეგ კი მაჰმადიანი, რათა მას ბოროტად გამოეყენებინა თავისი უფლება და ყმაწვილისათვის წმინდა სარწმუნოება გადაეთქმევინებინა.
ყოვლად პატივცემულო მამაო, რა თქმა უნდა, სიტყვები არა მყოფნის ცოცხლად აგიწერო, თუ როგორი გაოცებული დარჩა ეს ბატონი ბრბოს ასეთი უტიფრობით. თუმც სიფრთხილით იქცეოდა, მცირე საჩუქარი მაინც მიიღო. ამ ჯოჯოხეთის ბრბოს უკან დაახევინა და უბრძანა: ჩემი სახელით დარაჯი დაუყენეთ ახალ განკარგულებამდეო. ასე თქვა, რათა ჩემგან გაეგო, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საქმის მოგვარება.
ამგვარად შეკრული ჩეენი ყმაწვილი დარაჯ ქვეშ გადასცეს ერთ სომეხს. რადგან ყმაწვილი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მისი სიცოცხლის უკანასკნელი საათიღა რჩებოდა, მზად იყო გაეღო არა ერთი, არამედ ურიცხვი სიცოცხლე.
ჯერ რაღაც ორი მიზნით ამ მაჰმადიანს წარუდგინეს. განშორებამ ხელსაყრელი შემთხვევა მისცა, „უფლის გვირგვინზე“ ელოცა. ეს ერთადერთი ლოცვაა. რომელსაც ჩვენი ძმები ყოველდღე იმეორებენ, რადგან იგი დილითვე დაატუსაღეს, ამ დრომდე ვერ მოახერხა ვერც ხმამაღლა და ვერც გონებრივი ლოცვა მოესწრო. რათა ეთქვა, რაც კი რამ გულმი ჰქონდა დაგროვილი; ეწადა ––- თავისი სული ღვთისათვის შეევედრებინა.
ჯოჯოხეთის ბრბო დაწყნარდა თუ არა, ჩვენი წესისამებრ პატარა ეკლესიაში უფალს, უნეტარეს ქალწულს, წმინდა პეტრეს, ნეტარ ანდრეას მფარველ ანგელოსსა და ჩვენი სარწმუნოების სხვა წმინდანებს, განსაკუთრებით, კი ჩვენ მამას, ნეტარ გაეტანოს, ახალი ძმა შევავედრეთ და წავედით გორის ციხისაკენ. იქ ბატონი ციხის უფროსი სტუმართმოყვარეობით შეგვხვდა. ძალიან თავაზიანად ყველაფერში თანაგრძნობა გაგვიწია და გაძოვლილი მძიმე ტანჯვების გამო გვანუგეშა.
ბოლოს ყმაწვილი წააყვანინა და ერთ ჯარისკაცს ჩააბარა, რომელსაც სახლამდე უნდა მიეყვანა, აგრეთვე დაავალა, რომ უკან დაბრუნებისას აჯანყებულთა მეთაურისათვის მოეხსენებინა მოედანზე, რომ მომავალში მსგავსი ამბებისათვის ყურადღება მიექცია. თვით სპარსეთის ხელმწიფის წინაშე შუამდგომლობა გაგვიწია.
დემონი ამით არ დაწყნარდა, არამედ ყოველი ძალა იხმარა, რათა ეს ბრბო კვლავ აემხედრებინა და დაენგრიათ ის ახალი ტაძარი, რომელიც უფალმა თავისი უმაღლესი ღვთაებრიობის საცხოვრებლად აღმართა საქართველოში.
დემონმა გაიძვერობით მოახერხა ქვა ქვაზე არ დაეტოვებინა. მის მსახურ გააფთრებულ ხალხს
უკარნახა, ძალიან ცუდი მელნით სამი განსხვავებული წერილი დაეწერათ და მიერთმიათ მეფის, დედოფლისა და პატრიარქისათვის.
მასში აურაცხელ სიცრუესთან ერთად მოცემული იყო მოთხოვნა –– ჩვენთვის უბედურება შეემთხვიათ. (ციხის უფროსმა) გოგოს მამასთან ერთად ეს ყმაწვილი თბილისში გააგზავნა და იქვე დატოვა.
ეს ამბავი შემატყობინეს თუ არა, რათა თავიდან ამეცილებინა მოულოდნელი გაუგებრობა, ჩვეულებრივ ასევე როგორც მეფეები მსგავს საქმეზე გზავნიან ხოლმე, მაშინვე ცხენზე შევჯექი და რაც შემეძლო ჩქარა, შეუჩერებლივ წავეღი. ვერც კი გავერკვიე, ჯო-ჯოხეთის რთველში პირველი მივედი თუ არა. პატრიარქის მეკარემ მისვლისთანავე დამიძახა შესასვლელად. აქ დამხვდა ჩემს წინააღმდეგ შემოსული საჩივრები. გაოცებისაგან ხმა ვერ ამოვიღე.
პატრიარქი მკაცრად შემხვდა და უხეში სიტყვებით დავა დამიწყო: როგორ გაბედე და ჩემი ქართველები ფრანკების წესზე მოაქციეო, რაზედაც მოკლედ ვუპასუხე: კარგად რომ მიცნობდეთ, ამგვარ სიცრუეს არ დაიჯერებდით.
ეს ამბავი მომავალ დღეს განვსაჯოთ. ახლა გვიანაა, უხერხული საათია, თანაც ხასიათხე არ ბრძანდებით, მე კი მგზავრობით დაღლილი ვარ-მეთქი. მინდოდა დრო მომეგო, რომ იგი ცოტათი დამემშვიდებინა და ღვთისათვის დახმარება მეთხოვა. მე მწამდა, რომ საკმარისი არ არის ჩემთვის ამ ქვეყანაში წმინდა განსჯა, თუ მას თან არ ახლავს ღვთის წყალობა.
იმ ღამეს მოითათბირა დემონის შუამდგომელმა და დაჰპირდა რა ცოტაოდენ ფულს, სომხების გაავებული თავხედი ბრბო კათოლიკეთა მიმართ თანდაყოლილი სიძულვილით, რომელიც ამ ერს ახასიათებს, მეორე დილით პირიდან ცეცხლის ფრქვევით გამოვიდა იესო ქრისტეს წინააღმდეგ. ჩემთვის კი მისმა ღვთაებრივმა უდიდებულესობამ მარტო ერთი ვექილი გაითვალისწინა, რომლის უკეთესი მე არც მინდოდა მყოლოდა. ეს იყო ნიკოლა ბერი, ყველასაგან ჩვეულებრივ ნიკიფორედ წოდებული, რომელიც ახლა ოდიშის მთავრის ელჩის ტიტულით კასტელისთან იმყოფებოდა.
აქ საჭიროდ მიმაჩნია, უკან დავიხიო და აღვწერო ის წესი, თუ როგორ წყვეტენ დავას ქართველები ერთმანეთში, რაც ძალიან განსხვავდება ჩვენი წესისაგან, როცა უფროსებისაგან ზოგჯერ ვინმე შეურაცხყოფას განიცდის. მაგალითად, ერთი შემთხვევა მაგონდება, რომლის შესახებ უკვე მოგწერეთ:
პირველი: დავას სახალხო მოედანზე არჩევენ:
მეორე, საჩივრის გარჩევისას იქ წესიერება კი არა სუფევს, არამედ გაუგონარი აყალმაყალია გამართული.
მესამე, თითოეული შეურაცხყოფილი არა მარტო უფლებას აძლევს თავის თავს დაამოწმოს, მიუთითოს, არამედ განაჩენიც კი გამოუტანოს,
მეოთხე, ასეთი პროცედურა უწმაწური სიტყვებით მიმდინარეობს;
მეხუთე, ჩვეულებრივად გამართლებას ან გამარჯვებას აღწევს ის, ვინც უფრო მეტსა ყვირის;
მეექვსე, განაჩენის გამოტანაზე არა მსჯელობენ, ეს თითოეულის განსჯაზეა მინდობილი, რადგან ყველამ იცის, აქ არც კანონები, არც წესდებები და არც სხვა ჰუმანური მეცნიერებანი არა აქვთ, რომელთაც შეეძლებოდათ შეეკავებინათ მათი უწესრიგობა.
ახლა ვუბრუნდები ჩემს თხრობას, ვამბობდი, რომ ჩვენი ყმაწვილი იყო უდანამაულო ამ დივანში, შუა ქუჩაში. ამ ჯოჯოხეთის მგლებს შორის, მუხლებზე მდგარი, რომელთაც ამ სულიერი არსების შთანთქვა განეზრახათ. ჯერ მისი გინება, შეურაცხყოფა და წყევლა დაიწყეს. ეპყრობოდნენ, როგორც სურდათ.
ამ ყმაწვილს კი, რომელსაც არ ესადილა და არც ევახშმა წინა დღეს, მთელი ის ღამეც ლოცვაში გაეტარებინა და დაქანცულიყო, თავის უფალს დახმარებასა სთხოვდა. ამით მან მედგარი გული შეინარჩუნა, მას უფლის ერთგულების იმედი ჰქონდა და არც მოტყუვდა; მისი ღვთაებრივი უმაღლესობა მას ალმასივით განამტკიცებდა.
ამრიგად, ბრბომ შხამიანი ნესტარით ვეღარ შეძლო მისი შეურაცხყოფა. უმეტესად მტრები შორიდან უვლიდნენ, რადგან მისი სიტყვებისაგან «ისე იყვნენ შეშინებულნი, თითქოს მჭრელი ხმალი ყოფილყოს და ახლოს ვერ ეკარებოდნე6. მართლაც, რამდენადაც იგი ხედავდა, რომ თითქოს, ერთი შეხედვით, უფლისაგან მიტოვებულია, იმქდენად ამჩნევდა, რომ ღვთის წყალობა მას იფარავდა და მეც ვესწრებოდი რა უღვთო თავყრილობას, მუნჯივით ვიდექი, მხოლოდ ბაგეს ვამოძრავებდი, ვწირავდი მარადიულსა და შემწყალებელ მამას ყოველ მის საკადრის სიტყვას. თავისი მოსახელე წმინდანის –– ანდრეას დღეს თავადაც მსხვერპლად მიჰქონდა თავი. ჯვარზე განკაცებულ მის მხოლოდმობილ ძეს თავმდაბლად ემუდარებოდა, რომ ღირს ეყო ახალი კათოლიკეს სულში განედიდებინა მისი მხოლოდშობილება, ვისზედაც მარადიულად შეყვარებული იყო.
დიდი ხნის დაიმედების შემდეგ მისმა ღვთაებრივმა უდიდებულესობამ პატრიარქს შთააგონა, რომ ხსენებული ნიკოლო ჩოლოყაშვილის საქმე გადაწყვეტილიყო. ჩემს გარდა სხვებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ეს ნიშნავდა სასამართლოში წარდგომას.
ნიკოლო კი შემდეგნაირად ასაბუთებდა: ყოველ დღე ჩვენი თვალებით ვხედავთ, რომ ქართველები სომხდებიან და უმრავლესობა კი თურქზედა, მონებად ყიდულობენ როგორც სპარსელნი, ისე თურქნი, განა' რატომ არ უნდა მიიღოს კაცმა ფრანკობა?
ჩავარდა რა პატრიარქი იმავე ჯოჯოხეთში, მან შეურაცხყოფის დასაკმაყოფილებლად გოგოს მამის სასარგებლოდ თორმეტი სკუდოთი დამაჯარიმა. გოგოს მამა ამტკიცებდა –-– იმიტომ მოვედი, მენახა უარს რატომ ამბობს უკანონოდ ჩემს ქალიშვილზე, საკუთარ ცოლზეო.
ისე რომ, ამ საქმეზე გამართული სასამართლო იესო ქრისტეს გამარჯვება იყო ეპისკოპოსებისა და იქ მყოფი.
ქართველი წარჩინებულების ტაშისცემაში, რამაც სომხები შეარცხვინა და მართლმადიდებლები გააცოფა, რომელნიც შავი დემონებივით მხარს უჭერდნენ სომხების ჯოჯოხეთურ ტირილს სამოთხის დიდ საზეიმო იუბილეზე. ამ ზეიმში ჩემს გულს მონაწილეობა არ შეეძლო, რადგან მართლმადიდებლებისგან განაწყენებული ვიყავი, რომელნიც ჯოჯოხეთური გახელებით თავს დაესხნენ ჩვენს ყმაწვილს, უხამსი გინების შემდეგ განზე გაათრიეს და შხამიანი ენი», რაც ძალი შესწევდათ, შეეცადნენ ღვთის მსახურებისაგან ჩამოეცილებინათ იგი.
ამ უბედურებამ სხვა საშუალება ვერ გამოძებნეს მის დასარწმუნებლად, თუ არა ის, რომ მას უამბეს მაგალითი ერთი მონანიე ბერისა, რომელმაც ცოლი არ შეირთო და ბერობას შეუდგა. იმედი ჰქონდათ ჩვენი ახალგაზრდაც ასევე მოიქცეოდა როგორც ვთქვი, ღვთიური მადლით ერთიანად გაცისკროვნებული ყოველთვის მარტო ამას უპასუხებდა, თითქოს სხვა არა იცოდა რა: ჩემო ბატონებო, მე არ მიცნობთ და არ იცით მე დაგიჯერებთ თუ არა, მე კი ვიცი: იესო ქრისტესათვის თავსა ვწირავ და არც ეს ყმაწვილი ქალი, არც სხვა ქალიშვილი აღარ უნდა ვინდომო.
მართლაც, იყვნენ ისეთნიც. რომელთა სულიც ღმერთმა თავისი უსაზღვრო წყალობით გაანათლა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მისი ნახვით მხოლოდ გაკვირვებულნი დარჩნენ. თუმცა ყმაწვილი ძალიან ბედნიერად თვლიდა თავს, რომ ამიერიდან იმ მდგომარეობაში მყოფი უფლის მიერ პატივდებული იქნებოდა მის მსახურთა შორის, ყოველივე ამის შემდეგაც პატრიარქი არა ცხრებოდა და იმუქრებოდა: ,,ნაკუწ-ნაკუწად უნდა ვაქციო, ამას არ ვიზამდი, ფრანკი რომ არ გამხდარიყოო. კარგი იქნებოდა არც მაშინ გავჩუმებულიყავი, როცა უკანასკნელი ბრძოლის დროს ხალხი გახსნილი საფულეებით იდგა და დიდძალ ფულს სთავაზობდნენ, თითქოს სულიცხოველი ყოფილიყოს შუა ქუჩაში მათ მოსათვინიერებლად დამდგარი. რადგანაც ამ დროს ქრისტიანთა უსამართლობისა უფრო მეშინოდა და ამ სატანების გაცოფებაც ქალაქში ძალას იკრეფდა.
მაშინვე სახლმი დავბრუნდი, რადგანაც პატრიარქისათვის უნდა მეთხოვა რომ მეფისათვის წერილები არ წარედგინა, რომლებიც მას ხელში ჩავარდნოდა.
გორში რომ მივედი, მოვიძიე ერთი სატანა, რომ მისივე დახმარებით პატრიარქი შემეწუხებინა. მე ღმერთმა ყოველი სხვა ძალა წამართვა, ბრბო კი, რადგან სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ამ ქვეყნის ბიჭებს აქეზებდა, რათა მას ჩვენი სახლისა და სოფლების გარშემო უხამსი სიმღერები წამოეწყოთ. ამ ქაღალდზე იმ სიმღერების დაწერა უხერხულად მიმაჩნია. იმდენად უტიფრად იქცეოდნენ, რომ ასეთი (მუსიკის) სიმღერის დროს ჩვენს სახლში მყოფი, წინათ ჩვენ მსახურად ნამყოფ, პოლონელს, ჩვენს მორჩილ ძმას გალანოს რომ არ დაეკავებინა, ამ საზიზღარი ლანძღვა-გინებისათვის, არ ვიცი რას ჩაიდენდა.
მთელს წერილში ამ ჩვენს ყმაწვილზე ახლად რომ არ ვილაპარაკოთ, გეტყვით, თქვენო ყოვლად პატივცემულობავ:
ამა წლის 17 თებერვლის მარხვის დღეს, მან წიფურიაში (სამეგრელოში) ჩვენი წმინდა სარწმუნოების ანაფორა ჩაიცვა. ყველამ გადაწყვიტა ამიერიდან მისთვის დაგვერქმია ანდრეა, რადგან მისი ნამდვილი სახელი ძნელად გამოსათქმელი იყო, როგორც მის სამშობლოშია მიღებული.
პატრებმა დაადგინეს, რომ თუკი სწავლის წადილს გამოიჩენდა (ამ საწყალს კი ამის დიდი სურვილი ჰქონდა), ხელს შეუწყობდნენ, როცა ანაფორა ჩაიცვა, იმ დღიდან კი არ დაიწყო წმინდა სწავლა, არა! გასული ოქტომბრის პირველ რიცხვშივე.
ეს მორჩილი ძმა ახლა ჩემთან ერთად მოდის. ღვთის წყალობით მე მას თქვენს დიდად პატივცემულებას წარმოგიდგენთ, რათა უბრძანოთ მას, რასაც ღმერთი დაავალებს. გზამი წერა-კითხვას ვასწავლი.
წმინდა ლორენციის დღეს დავიწყებ წმინდა წირვაზე მის მომსახურებას. მან იცის სამი ენა: ქართული, სომხური და თურჭული. იტალიური კი, რამდენ ხანსაც მე აქ დავყავი, საშუალოზე უფრო მეტი ესმოდა, როცა მან ადრე არც ერთ ისიტყვა არ იცოდა. იტალიურმა არ მინდა რომ თავისი მშობლიური ენა დაავიწყოს.
აღნიშნული თვის 21 ჩვენმა მორჩილმა ძმამ, ემანუელე დ’არენამ ბრწყინვალედ დაასრულა სწავლა გორში, წერილი მანვე გააფორმა საკუთარი ხელით, ხელიც მოაწერა, რომელსაც თქვენს ყოვლად პატივცემულ პატრს, ჩემს წერილთან ერთად გიგზავნით.
პირველ მაისს მორჩილ ძმა ანდრეასთან ერთად სახლიდან გამოვედი, ხომალდი ბერძნებისა და თურქების ნაყიდი ტყვეებით იყო დატვირთული. ეს ვეღარ ავიტანე და გადავჯექი სხვა ხომალდზე, რომელიც პირდაპირ კონსტანტინოპოლში მიდიოდა და სადაც 300-ზე მეტი ძალიან თავხედი მგზავრი იყო. ერთ დღეს ერთმა მათგანმა ჩემი თანდასწრებით მორჩილ ძმას თავში ქვა ესროლა. ასეთმა მოქმედებამ გადამაწყვეტინა ამ ხომალდის მიტოვებაც, ამიტომ წმინდა ძმებს ვთხოვე საჩქაროდ მოეცათ სასმისები და საჩუქრები და ტრაპიზონიდან 500 მილით დაშორებულ სინოპში დავრჩი, საიდანაც დიდი კატარღით, რომელსაც სახელად „სულთნის დედოფალი“ ერქვა, გადავედი კონსტანტინოპოლში, ჩვენი ნეტრი პატრი გაეტანოს სახელობის ღამისთევისას დავიწყე მგზავრობა და 500 მილი გზა გავიარე. მთლად დამჭირდა 98 დღე, აქედან 10 დღე ტრაპიზონში ვიცხოვრე, 48 დღე –– სინოპში.
ქალაქ სინოპში ორი რამ შემხედა: ერთი –– ვნახე ზემოხსენებული მიტროპოლიტი. ვიმედოვნებდი, რადგან იგი და მისი ხალხი ჯერ გორსა და შემდეგ გურიაში დიდი სიყვარულით მივიღე, შეიძლება მეც მსგავსი რამ მომაგოს და თავის სახლში წამიყვანოს-მეთქი. მაგრამ ნაცვლად ამისა, ის” ძალიან გაურისხდა ერთ თავის მღვდელს, რომელმაც ყურადღებით მიმიღო. როცა მე მღვდლის სახლში შევედი, მაშინვე გაიგო მიტროპოლიტმა და უკმაყოფილო დარჩა. განუცხადებია რომ თითქოს თვითონ გულმოდგინე მორწმუნეა და მე კი ერეტიკოსი.
ასეთი განცხადების შემდეგ ჩემთან საუბარში უკვე ყველა ფრთხილობდა, რომ იტყვიან, „ტყუპებმაც კი იარაღი აისახეს და ჭეშმარიტების მტრებად იქცნენ“. არა ერთხელ, არამედ ბევრჯერ შეგულიანებულნი თავს დაესხნენ ჩვენს მორჩილ ძმა ანდრეას, რომელსაც მიტროპოლიტი საქართველოდან იცნობდა.
მიტროპოლიტი ასეთი საქმისთვის ხშირად შეყრიდა ხოლმე მსგავს უღმერთო ვიგინდარებს, მაგრამ უფლის წყალობით ამ ვიგინდარებს შორისაც გამოირჩეოდნენ ისეთნი, რომელთაც იცოდნენ მიტროპოლიტის წარსული და შეეძლოთ გამოეაშკარავებინათ მისი საიდუმლო „ნარღვევები“, თანაც ემუქრებოდნენ, რომ პატრიარქს მას ციხეში ჩაასმევინებდნენ იმ დროს სატანასათვის ადგილი რომ არ დამეთმო ჩემს გულში და მიტროპოლიტისათვის მეც ზიანი არ მიმეყენებინა, მისი ნებართვით პატარა ოთახი დავიქირავე, ზემოხსენებულმა მღვდელმა ბინის პატრონ თურქს ისევ უკან წართმევა უბრძანა, მაგრამ “უფალმა ნება არ დართო, რომ ამ მღვდლის ნათქვამს რაიმე შთაბეჭდილება მოეხდინა თურქზე.
მღვდელი მეორე დღეს მოვიდა. შემოსვლისთანავე თურქმა ის ჯოხით იფრინა. კურთხეულმა უფალმა მის სხეულს მიაგო ის, რაც: თვითონ უნდოდა სხვისათვის.
მეორე მნიშვნელოვანი რამ. რაც თავს გადამხდა სინოპში, იყო ის, რომ აქ იმყოფებოდა ერთი დიაკვანი, რომელსაც მის სულში ჩასახლებული დემონისაგან მრავალი წლის განმავლობაში თავი მობეზრებული ჰქონდა. საერთოდ კი არავინ იცოდა ნამდვილი გარემოება. მხოლოდ მამამისმა იცოდა, მას რაც სჭირდა. ფულის დაუზოგავად საიდუმლოდ სხვადასხვა მხარეში დაჰყავდა შვილი აღნიშნული მიტროპოლიტის იმედით. დიდად სახელგანთქმული ეკლესიის მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის დღეს მოიყვანეს იგი ჩემთან პატარა სოროში, რომელშიაც ვცხოვრობდი.
გასაოცარი იყო ის, რომ მაშინვე გამოვლინდა ავი სული და თავისი სახელი აღიარა –- ბელზებელი. ეს ავი სული დაგვპირდა, რომ დიაკვნის სხეულს დატოვებდა ნეტარი ქალწულის მონახულების ღამისთევისას. დიაკვანს აშკარად შეეტყო ავი სულისაგან განთავისუფლების ნიშნები. ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა. რაკი ეს ამბავი გაიგეს, ბერძნებს არ უნდოდათ რომ წავსულიყავი სადმე, რადგანაც არც არასდროს გვყოლია ასეთი მკურნალიო და არც, არასოდეს ვყოფილვართ ასეთი ღვთის დიდების მოწმენიო. დიაკვანი ყოველთვის აღსარებას ამბობდა და ჩვენი უფლის ქრისტეს სადიდებლად რომაულ რეზიდენციაში წმინდა ეკლესიაში,„ ასწავლიდა მრევლს.
აქ იყო სულიერად შეპყრობილი სხვა ყმაწვილი ქალიც. ვერც მის სულში ნახეს მისი მტანჯველი,. პატრონებს ძალიან უნდოდათ მისი მოყვანა ჩემს პატარა ოთახში, მაგრამ უბედურები თავიანთ სიბნელეში ჩაძირულნი დარჩნენ, უვიცობის გამო შეცდნენ და გაჯიუტებულ-დაბრმავებულებმა ღვთის წყალობის ყოველგვარ შესაძლებლობას ზურგი შეაქციეს. ღმერთს კი მრავალი უბედურებიდან და ორმაგი ტანჯვიდან შეეძლო «იმ ავადმყოფი ქალის დახსნა.
კონსტანტინოპოლში მოსვლის პირველ დღეებშივე მოხდა ერთი ამბავი, რომელიც უეჭველად ეცოდინება თქვენს ყოვლად პატივცემულ პატრს სხვა გზით. პირველი შეხედვით თითქოს არც მეკუთვნის, რომ ამ ჩემს წერილში ისევ თავიდან მოგახსენოთ ყველაფერი, მაგრამ მე მგონია დიდ შეცდომას ჩავიდენ უმაღლესი და მარადიული მსაჯულის წინაშე, რომ გამოვტოვო ყველაფერი ეს და არ მოგითხროთ მისი ღვთაებრივი უდიდებულესობის სადიდებლად. უწმინდესი მოციქულების პეტრესა და პავლეს დღეს მიღებული კალენდრის მიხედვით, ოსმალეთის სულთანმა დააპატიმრა ცბიერი კალვინისტი და „დემონის მეორე ნაშობი კირილე, ამ ეკლესიის უღირსი პატრიარქი და ბრძანებით ციხეში გააგზავნა. უძველესი კალენდრის მიხედვით, უწმინდესი მოციქულების დღეს იმ საცოდავს ყელი გამოსჭრეს მისი ჩადენილი უსამართლობის გამო, ეს იყო პირველი პატრიარქი, რომელიც ოსმალეთის იმპერატორმა მოკლა, მას შემდეგ, რაც ამ იმპერიასა ფლობენ ის და მისი წინაპრები ტრადიციის მიხედვით. მომხდარი ამბავი ღვთიური სამართლიანობის ნიშანი იყო იმ უბედურის წინააღმდეგ. მისი წყეული გვამი სილაში დაიმარხა, რადგანაც შუა ზღვაში, ნავში მოკლეს იგი.
ეს იყო აღსრულება წმინდა იობეს მისნობის 24-ს სათითაოდ აღწერილი ყველა მისი სივერაგისა. ჯოჯოხეთისაკენ მიმავალ პატრიარქს შეამჩნიეს, რომ ყულფი, რომელიც მას ისევ კისერხე ჰქონდა, წყალზე ლივლივებდა. ძალზე განრისხებულმა, როგორც ღვთიური სამართლიანობის აღმსრულებელმა, დამსჯელმა კაცმა ყულფი კისრიდან მოაძრო, მის მაგივრად დიდი ქვა მოაბა და წყალში გადაუძახა. მიწამ შთანთქა მისი საძულველი, წყეული სხეული; იმ მიწამ რომელსაც 15 წლის განმავლობაში ტანჯავდა პატრიარქი. მასს ბოროტმოქმედებისათვის სამაგიერო მიეზღო. სიცოცხლეში მან იმავე წყალში გადაყარა საცოდავი ბერები და ეპისკოპოსები, რომელთაგან ეშინოდა მყუდროება არ დაერღვიათ მისი პატრიარქალურ“ რეზიდენციის ტირანული მფლობელობისათვის. უფალმა მას ნება არ დართო ეცოცხლა ამ ქალაქში. საიდანაც 11 წელი ჩემს გაძევებას ცდილობდა. მე დავმშვიდდი.’’ (ციტატის დასასრული)

ამავე კატეგორიაში
ფოტოებზე გამოსახულია ის ვითარება, რაც აღნიშნულ უბნებზე დაფიქსირდა.
ზოგიერთ უბანზე ყუთებიდან იმაზე მეტი ბიულეტენი ამოვიდა, ვიდრე
ამომრჩეველი მივიდა.
,,ქართული ოცნების'' მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო
ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში
აღნიშნულ სოფელში იდენტური სახელისა და გვარის მქონე ორი მოქალაქე ცხოვრობს.
კომისიის წევრები ქალბატონს აბრალებდნენ, რომ ჰქონდა სკლეროზი.
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი.
ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს
წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები,
სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები