რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
წყალი დაბრუნდა ქვემო რენეში
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში, კასპის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივებმა წყლის წყაროების აღდგენა თავად დაიწყეს — იქ, სადაც ხუთი წლის წინ წყალი სრულიად გაქრა.

უშანგი ილურიძე ზუსტად იმ დღეს იხსენებს, როცა სოფელი უწყლოდ დარჩა.

„ჩვენი მოკლე აზროვნებით — აქ შემოვიდნენ, ნავთობს ეძებდნენ. 5-ბალიან დარტყმებს აკეთებდნენ, იმ წელს გვალვებიც იყო, თოვლიც არ იყო... და ამ დარტყმების შემდეგ სოფელში ყველანაირი წყარო დაიკარგა,“ — ამბობს ის.

სოფლის გარშემო ოდესღაც ხუთამდე წყარო მოდიოდა. თავიდან წყალი წვეთ-წვეთად მოდიოდა, ბოლოს კი სულ გაჩერდა.

„ხუთი წლის განმავლობაში, როგორც არყის წვეთები ისე გადმოდიოდა, ახლა კი ერთი-ორი წელია მთლად დაშრა ყველა წყალი,“ — იხსენებს ილურიძე.



რამდენიმე თვეა, წყაროების ნაწილი ბუნებრივად ამოვიდა. მაგრამ სათავეები დაზიანებული იყო და წყლის გადინება ვერ ხერხდებოდა. უშანგიმ და კიდევ რამდენიმე მეზობელმა გადაწყვიტეს, საკუთარი ძალებით აღედგინათ ის ადგილები, სადაც ოდესღაც სოფლის წყალი მოდიოდა.

„შევაკეთეთ სათავეები, პატარა რეზერვუარიც გავუკეთეთ — რომ ადამიანმაც სვას და საქონელმაც. აქ ხალხი საქონლით ცხოვრობს, ამიტომ წყალი აუცილებელია,“ — ამბობს უშანგი.

ადგილობრივების დახმარების შემდეგ საქმეში მუნიციპალიტეტიც ჩაერთო — ადგილზე გავიდა კასპის მერი და სამუშაოების დასახმარებლად ტრაქტორი გამოუგზავნა.



„ახლა წყალი სოფლის თავზეა, თანდათან ივსება. თუ ბოლომდე ვერ დაკმაყოფილდება სოფელი, მაინც არის საშუალება, რომ მიხვალ და წყალს დალევ. აღარ ჩაითვლება, რომ წყალი არ არის ქვემო რენეში,“ — ამბობს ილურიძე ღიმილით.

სოფელში წყალი ნაწილობრივ დაბრუნდა, თუმცა სხვა პრობლემებიც რჩება. უშანგი ყურადღებას კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს — სოფელში მისასვლელი გზის მაჩვენებელ ნიშნებზე.

„სოფელს აქვს ავტობანიდან შესასვლელი, მაგრამ ტრაფარეტები არასწორად არის გაკეთებული. გორიდან რომ მოდიხარ, ‘ზემო რენე’ აწერია, თბილისიდან კი უბრალოდ ‘რენე’. უნდა ეწეროს ზუსტად ისე, როგორც ადმინისტრაციულად ჰქვია სოფელს, რომ სტუმარმა გზა არ აგერიოს,“ — ამბობს ის.

სოფლის თავზე კი, ნელ-ნელა ისევ მოდის წყარო, რომელიც ერთხელ გაქრა, ახლა ისევ ამოდის მიწიდან.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.