რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის მუნიციპალური ტრანპორტის მუშაობის შესახებ ფრანგული კომპანია კვლევას ატარებს
გორში, რამდენიმე თვეა ფრანგული კომპანია ,,სისტრა გრუპის'' წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ქალაქ გორში მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებს იკვლევენ.

პირველადი მონაცემები მათ ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს უკვე გააცნეს. წლის ბოლომდე, გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს მთავრობა წერილობით მიიღებს დოკუმენტს, სადაც გაწერილი იქნება რეკომენდაციები.

როგორც ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ ჯირკველიშვილი გვეუბნება, სავარაუდოდ, რეკომენდაციები შეეხება ინფრასტრუქტურული ნაწილის გაუმჯობესებასაც.

,,კვლევის მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებისა და მარშრუტების შესწავლის, ავტობუსების დატვირთულობის განსაზღვრისა და ტექნიკური გამოწვევების კვლევის შედეგად, მგზავრთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზება.' - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

კვლევა ტარდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მობილობის კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაციის (SYSTRA) ორგანიზებით.

„SYSTRA Group“ არის მსოფლიო ლიდერი ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 100 ქალაქში ახორციელებს საქმიანობას.

,,ექსპერტებმა დამოუკიდებლად შეისწავლეს ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა, გადაადგილების მიზნობრიობისა და მოსაცდელი სადგურების მდგომარეობა. მსოფლიო ლიდერ სატრანსპორტო კვლევით ორგანიზაციასთან (SYSTRA) და EBRD-თან გორის ტრანსპორტის სააგენტო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, უკეთესი მომსახურება და მგზავრებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული მარშრუტებისა და სერვისების შეთავაზება.'' - იუწყება გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.