რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გვანცა დოლუაშვილი მის წინააღმდეგ მიმართული საქმის წარმოებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს
გორის სათემო რადიო "მოზაიკას" დირექტორი განცხადებას ავრცელებს.

,,ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების მიზანი არასოდეს არ არის და არც უნდა იყოს ხელისუფლებისთვის კომფორტის ზონის შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიკარგება ის მთავარი ღირებულება, რომელიც მათ საქმიანობას გააჩნია - ხელისუფლებს მუშაობის მუდმივი მონიტორინგის, გადაცდომების ოპერატიული მხილების და გაპროტესტების გზით, ხელი შეუწყონ დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფას.

მგონია, რომ ეს არის ის მთავარი პრინციპი, რომლის ერთული ყველა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი უნდა იყოს. ჩემი ეს დამოკიდებულება მუდამ იგრძნობდა ჩემს საქმიანობაში, თუმცა ახლა ვხედავ, რომ შესაძლოა, ეს პოზიცია დასჯადი იყოს.

მეორე კვირაა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს ჩამაყენოს თავის მართლების რეჟიმში და მხოლოდ პოლიცილების ჩვენების საფუძველზე, სასამართლოს ჩემს დაჯარიმებას სთხოვს.
როგორც საქმის მასალებიდანაც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემს წინააღმდეგ საქმეს აწარმოებს სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული წარწერის „მკვლელი ქუჩაშია“ გამო. ისინი მედავებიან ასკ-ის 150 მუხლის დარღვევაში, თუმცა საკუთარ ჩვენებას მტკიცებულებებით ვერ ამყარებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მედიის და სამოქალაქო აქტივისტების შევიწროების მცდელობები ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სისტემატურად ხორციელდება, არასოდეს მიფიქრია, რომ მიდგომები დემოკრატიული ღირებულებებისადმი უნდა შემეცვალა. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა ამ საქმის წარმოებით, საკუთარი ძალის და გავლენების დემონსტრირებას ცდილობს ჩემი, როგორც მედიის ხელმძღვანელის და სამოქალაქო აქტივისტის დასაშინებლად, მინდა აქვე განვამრტო, რომ მათი მიზნები არამარტო ჩემთვის არამედ საზოგადოებისთვისაც მიუღებელია და ამას მუდმივად ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
რადიო „მოზაიკას“ სარედაქციო პოლიტიკა დარჩება დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი სიტყვისა და საზოგადოების ინტერესების დამცველი. როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს ობიექტური მასალების მომზადებას, რაც ჩვენი ინფორმაციით, ხშირად იწვევდა ხელისუფლების გაღიზიანებას. ჩვენთვის არაერთხელ გახდა ცნობილი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ინტერესდებიან ჩვენი დაფინანსების წყაროებით, პროექტის ხანგრძლივობით და შეძლებისდაგავარად, ადგილობრივ დონეზე, რადიო "მოზაიკას" დისკრედიტაციას ცდილობენ.
ამისთვის საკმაოდ აქტიურად იყენებენ იმ ნეგატიურ განწყობას, რომელიც ქალქში ჩემი ანტისტალინური განწყობების გამო არსებობს. მოგეხსენაბათ, რომ მას შემდეგ, რაც საინიციატივო ჯგუფმა „მარო“ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ ამუშავების მიზნით, აქტიური მუშაობა დაიწყო, მუდმივად ისმოდა მისი ჯუფის წევრების და მათ შორის ჩემი მისამართით მუქარა და შეურაცხყოფა. ეს ამბავი თავად შსს-თვისაც ცნობილია, რადგან ამ ფაქტზე გამოძიება ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.
ყოველივე ეს მაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ორი მიმართულებით:

1. მოხდეს ჩემი, როგორც თავისუფალი მედიის ხელმძღვანელის დაშინება და ხელისუფლებისთვის უსიამოვნო ფაქტების გაშუქების შეწყვეტა;

2. მაიძულონ შევწყვიტო სამოქალაქო აქტიურობა, რომელიც მაღალჩინოსანთა ნაწილს დისკომფორტს უქმნის.

ეს ამბავი არის გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა იმ ადამიანის მისამართით, ვისთისაც მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ახლოვდება არჩვენები და მისი დემოკრატიულად ჩატარება სწორედ ინფორმირებული და აქტიური საზოგადოების ჩართულობით არის შესაძლებელი.

მე ბოლომდე ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც როგორც მედიის ხელმძღვანელს ისე სამოქალაქო აქტივისტს, საზოგადოების წინაშე გამაჩნია და მის უგულებელყოფას არ ვაპირებ".

იხ.ამავე თემაზე:
გორის იერსახის დამახინჯების მიზეზით რადიო ,,მოზაიკას" დირექტორს 500-ლარიანი ჯარიმის ოქმი შეუდგინეს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.