რედაქტორის რჩევით
უფლისციხეში ახალი ხიდი აშენდება
მთ.
ფოტოზე: არსებული ხიდი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, მდინარე მტკვარზე, ახალი ხიდი აშენდება, რომელიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს დააკავშირებს. ამის თაობაზე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2,6 მლნ ლარი გამოყო.
ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება ახალი ხიდის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გამოვლინდება. კომპანიამ ახალი ხიდის მშენებლობა 540 დღეში უნდა დაასრულოს.
ხიდის პროექტი:
გადაწყვეტილება ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღეს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ 1986 წელს აშენებულ ხიდი დეფორმაციას განიცდის. ამის შესახებ qartli.ge წერდა. ხიდის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო.
ახალი ხიდის აშენებამდე კომპანია ,,ჯეოტექსერვისმა" წინასწარი სამუშაოები ჩაატარა. მდინარის ორივე ნაპირზე ჭაბურღილი გათხარეს და ნიადაგის მდგომარეობა შეისწავლეს. ახალი ხიდი არსებული ხიდის გვერდით აშენდება.
ფოტოზე: ჭაბურღილის გათხრა ნიადაგის შესასწავლის მიზნით
დღეს არსებული ხიდი 1980-იან წლებში აშენდა. მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან.
ხიდის თავდაპირველი კონსტრუქცია, ე.წ. გატესტვის დროს, ჩაინგრა. სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა. ამის შემდეგ აშენდა ახალი ხიდი, რომელიც, ბეტონის საყრდენების გარდა, ვინტებით (რკინის მსხვილი მავთულები) გაამაგრეს.
ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
"აგენტების კანონის",
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ
ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო
კურსს.
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
წელს, ამ თარიღთან დაკავშირებული სახალხო ზეიმი თბილისში შაბათს, 11
მაისს გაიმართება.
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები.
დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4
ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან
თოვლში გადმოვარდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები