რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
წინარეხში ორ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე ორ კლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გაფართოებულმა საბჭომ მიიღო.

სტატუსი მიანიჭეს 1588 წელს აშენებულ ღვთისმშობლის ეკლესიას, რომელიც ,,თბილელ მთავარ ეპისკოპოზს" ბარნაბა ფავნელიშვილს აუგია. ასევე, წმ. თევდორეს ეკლესიას.

წინარეხში რამდენიმე სხვა ეკლესიაცაა, მაგალითად: ბოტისის ეკლესია, ელიას ეკლესია, ზეგარდის ნიში, თავკავთის კომპლექსი, მაღალაანთ ეკლესია, ჩადრისთავის საყდარი, წყრუთის საყდარი და ჯვარპატიოსნის ეკლესია.

საბჭომ ასევე დაამტკიცა 2018 წლის არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო ძეგლების საპროგრამო ნუსხა.

2018 წლის პროგრამული ნუსხა მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებით განსახორციელებელი 24 არქეოლოგიური ძეგლის სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და ეროვნული კატეგორიის 27 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაგეგმილისარეაბილიტაციო - საკონსერვაციო სამუშაოების ჩამონათვალს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს სააგენტოს მთვარი დონორი ორგანიზაციის -„საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ (ფონდი „ქართუ“) მიერ სარეაბილიტაციო ძეგლებს, რომელთა შორის ეროვნული კატეგორიის ძეგლებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოებიცაა წარმოდგენილი.



წარწერა ღვთისშობლის ეკლესიაზე


პროგრამულ ნუსხაში მოხვდა სააგენტოს კამპანია „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში ჩართული კერძო ბიზნეს-ჯგუფების მიერ განსახორციელებელი 3 სარეაბილიტაციო პროექტიც.

მიმდინარე წლის საპროგრამო დოკუმენტი მოიცავს 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში კომპანია „RMG“-ს მიერ ჩასატარებელი 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოებსაც, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს. 



წმ. თევდორეს ეკლესია
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.