ახალი ამბები
გორში ოსური ენის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო
15 მაისი ოსური ენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი, თუმცა გლობალური პანდემიის გამო მისი ჩატარება გადაიდო.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების სკოლაში უნდა გამართულიყო.

,,მე ამ ღონისძიებისთვის, ოსი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, მოვამზადე მასალა. ასევე, ვისწავლე რამდენიმე ლექსი. სამწუხაროდ, ღონისძიება ამ ეტაპზე არ გაიმართა" - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ელიაური.

შავშვებში ოსური ენის დღე 2019 წელსაც აღნიშნეს. ამ სკოლაში ოსური ენის სწავლება მე-7 წელია მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები