რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორელ მძღოლს სომხეთის საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა
სომხეთიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ტრაილერის მძღოლს, რომელიც წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტიდანაა, კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის ვებ-გვერდი ,,გორის მაცნე" ავრცელებს.

qartli.ge-ის ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი გორის ერთ-ერთი დიდი სოფლის მკვიდრია. დაავადების ისტორიას სწავლობენ როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში.

გორის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გიუნაშვილის ცნობით, მამაკაცი ამჟამად სომხეთის კლინიკაში იმყოფება. გიუნაშვილმა გვითხრა, რომ საქართველოში მყოფ მის შვილს ტესტი ჩაუტარდა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღეს. გრძელდება ოჯახის წევრებზე დაკვირვება.

,,აღნიშნული პირი, საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა სომხეთის საზღვარზე შესვლისას, გადაიყვანეს კლინიკაში სადაც ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად მამაკაცი მოთავსებულია სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში სადაც მკურნალობა უტარდება. აღნიშნული პირი სომხეთში მანამდეც იმყოფებოდა, შესაბამისად ამ ეტაპზე რთულია იმის დაზუსტებით თქმა, სად მოხდა მისი ინფიცირება. დადგენილია კონტაქტში მყოფთა წრე და ყველა მათგანი - ოჯახის წევრებიც და კონტაქტში მყოფი სხვა პირებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში“ - აღნიშნულია გორის მაცნის განცხადებაში.

დღეს დილიდან გორის გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა გამკაცრდა, რაც სწორედ სომხეთიდან მიღებულ ინფორმაციას უკავშირდება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.