რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ოკუპაცია
განიდევნა როგორც თავადიშვილის ქალი - 12 ამბავი საბჭოთა მეჯვრისხევიდან
მთ ფოტო: გადაღებულია სოფელი მეჯვრისხევში, 1903 წელს, ერისთავების სასახლესთან. ცხენებზე სხედან: მარიამ ერისთავი, მეორე ცხენზე ზის დავით ერისთავი, ცხენზე ფეხებით დგას თეთრ ჩოხა-ახალუხში დიმიტრი ერისთავი.

1922 წელს, მეჯვრისხეველმა მიშა (მიხეილ) ერისთავმა ოჯახითურთ დატოვა საქართველო და საფრანგეთს გაემგზავრა. მისი ეს ნაბიჯი, კარალეთში მომხდარმა ერთმა საზარელმა მკვლელობამაც დააჩქარა, როცა ვაჟითურთ, სახლიდან გამოყვანილი კოტე ერისთავი, სოფლის ბოგირთან დახვრიტეს. - ჩემი 19 წლის ვაჟი მაინც დაინდეთო. - ემუდარებოდა, თურმე ჯალათებს. საბჭოს თავმჯდომარეს, ყურად არ უღია მამის ვედრება და განაჩენი, მსწრაფლ სისრულეში მოუყვანიათ. საფრანგეთში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე, თუმც არ ყოფილა დღე, საქართველოზე რომ არ ეფიქრა, არ ეოცნება... და როცა საგასტროლოდ ანსამბლი ,,გორდელა" პარიზს ესტუმრა, ცნობილი ლოტბარის, მეჯვრისხეველ -  მიხეილ (მიშა) მცურავიშვილისთვის უკითხავს - ,,მეჯვრისხევის სკოლა, ისევ ჩემს სახლში ფუნქციონირებსო?"

,,ვინაიდან სისტემატიური ხასიათი მიიღო ამ გარემოებამ, რომ სოფლად თავად-აზნაურობას და სამღვდელოებას, რომელთაც აქვთ სახლ-კარი და მამული, იმ მიზნით, რომ მათ არ ჩამოერთვათ ასეთები, ანგრევენ და ჰყიდიან ასეთებს; ამისათვის აეკრძალოს ყველას, რომ აღმასკომის ნება-დაურთველად, არავის არ ჰქონდეს ნება დაანგრიონ თავიანთი შენობა." - ეს არის 1923 წლის მოხსენება ამხ. ქ-ისა, რომელიც მიწერა რაიაღმასკომს შენობების დანგრევის შესახებ.

გორის მწერალთა კავშირის წევრმა აჟა შაქარაშვილმა არქივში უნიკალურ დოკუმენტებს მიაგნო, სადაც ასახულია ის ვითარება, რაც საქართველოში და, კონკრეტულად, გორის მაზრაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ დატრიალდა. მის მიერ შესწავლილი მასალებით ირკვევა, რომ ერთ-ერთ დიდ გასახლებას სოფელ მეჯვრისხევის თემში ჰქონდა ადგილი.


1. ერისთავი ეკატერინე (მეჯვრისხევი ) - განიდევნა, როგორც ძველი მემამულე, თავადი, რომელიც იმონავებდა მთელ მშრომელ ხალხს და ჩაგრავდა გლეხობას. მისი შვილები გაქცეულები არიან საზღვარ გარეთ.

2. სრესელი დათიკო ავთანდილის ძე (ს. ჯარიაშენი), - როგორც არა მშრომელი აზნაური და ძველი პოლკოვნიკი.

3. თულაშვილი კოტე ლევანის ძე (მეჯვრისხევი), - როგორც აზნაური, არამშრომელი და არა საიმედო პირი
საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

4. სრესელი სანდრო (ჯარიაშენი), - როგორც აზნაური და გლეხობის სისხლის მწოველი თავის მოქმედებით.

5. მაჭავარიანი შაშა (ჯარიაშენი),- როგორც აზნაური და დაუძინებელი მტერი და მემამულე.

6. ხმალაძე კოლა მიხეილის ძე (აძვი), - როგორც აზნაური, მემამულე, არა მშრომელი, მტერი გლეხობისა, პროვოკატორი მთელი თავისი წარსულით დამომავლით.

7. ჩახნიაშვილი სულიკო (აძვი), - როგორც მოურავი აზნაურებისა და ლაქია, არა მშრომელი.

8. სრესელი ბესარიონ ავთანდილის ძე (მეჯვრისხევი),
-  როგორც აზნაური, შპიონი და მტერი გლეხობისა და მემამულე.

9. ელიოზაშვილი მანია კოტეს (ერისთავის) ასული (მეჯვრისხევი),როგორც თავადიშვილის ქალი, მემამულე და მშრომელი ხალხის მომწამლავი.

10, კობახიძე ზაქარია დიმიტრის ძე (ახალუბანი) - განიდევნა, -  როგორც მემარჯვენე ფედერალისტი პროვოკატორი და გლეხობასთან ფარული აგიტაციის გამტარებელი, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრებს უწოდებდა ყაჩაღებს.

11. კობახიძე ლადო ქაიხოსროს ძე (ახალუბანი), - როგორც მავნე ელემენტი, შპიონი. 1919 წ. იგი უთითებდა გვარდიელებს გამოსვლებში მონაწილეებზე დასაპატიმრებლად, რომლის მხრიდან იყო დაპატიმრებული რამდენიმე ამხანაგი.

12. ყანჩაველი რობიზონ რევაზის ძე (ახრისი), - მჩაგვრელი მშრომელი გლეხობისა. არ აძლევდა საშუალებას გლეხობას, რომ საქონელს გაევლო მინდორზე თავისუფლად და იგი იტაცებდა ნახირს მთელი სოფლისას.


(1923 წელი, გორის ადგილობრივი არქივი, ფონდი #3, ანაწერი #2, საქმე #2, ფურცელი 5-10)

,,ისტორიას თვალს ვერვინ დაუხუჭავს! წინამდებარე წიგნში შევეცადე აღმედგინა გორის ისტორიული წარსულის ის ტკივილიანი, სასტიკი პერიოდი, რაც ადამიანთა დახვრეტებს, განკულაკება-რეკვიზიციას, ე.წ. "შავ სიელთა" დევნა-შევიწროებას, ღვთისმსახურთა ტერორს, ეკლესიათა ნგრევა-დახურვას უკავშირდება. წიგნში შინაგანი რწმენით, მრწამსის კარნახით საჭიროდ არ ვცანი იმ ადამიანთა ვინაობის გამხელა, რომელთა ზოოლოგიურ ვნებებს, უკანონო, ამორალურ ქმედებებს ადამიანთა ცხოვრება, სიცოცხლე ეწირებოდა! დაე, კვლავაც საუკუნო დუმილით შემოინახოს მათი შავი დოსიე ისტორიამ, მათი განსჯა-განკითხვა არ წარმოადგენს ჩემეულ მიზანს, დედამიწაზე და ზეცაში მთავარი მოსამართლე, მსაჯული ღმერთია მხოლოდ!" - ამბობს  qartli.ge-სთან საუბარში მწერალი შაქარაშვილი.


გორის მაზრის სხვა თავადები

1. რატიშვილი გაბრიელ _ თავადი. გადასახლდა - როგორც თავადი და მშრომელი ხალხის მტერი.
2. ლევან ერისთავი -  თავადი. როგორც თავადი და დაუძინებელი მტერი მშრომელი ხალხის და არა მუშა.
3. ლადო ერისთავი -  როგორც თავადი და არა მშრომელი.
4. ფურცელაძე გიგა - როგორც აზნაური და არასაიმედო პიროვნება. ხალხის მტერი და არა მუშა.
5. სულხანაშვილი ყარამან - როგორც თავადი და ხალხის მოუსვენარი მტერი, არა მუშა.
6. მაჩაბელი ეფემია _ როგორც თავადი, მსხვილი მემამულე და ხალხის მტერი, თვით -  არა მუშა.
7. ციციშვილი ვარლამ ყაფლანის ძე - როგორც მავნებელი ელემენტი ხალხისათვის.
8. ლუკა ფალავანდიშვილი ლევანის ძე - საზოგადოებისთვის მოკლე პირები საზიზღარი წარსულით.
9. ფალავანდიშვილი ადიკო ილიას ძე - საზოგადოებისთვის მოკლე პირები საზიზღარი წარსულით.
10. ფალავანდიშვილი საშა აპალოს ძე - იგივე მიზეზით
11. ფალავანდიშვილი ვანო ანდუყაფარის ძე - იგივე მიზეზით
12. ამირეჯიბი როსტომ ვასილის ძე - იგივე მიზეზით
13. ამირეჯიბი ვლადიმერ გიორგის ძე - იგივე მიზეზით
14. ამირეჯიბი სოფიო გიორგის ასული - იგივე მიზეზით
15. დიდებულიძე ოქრო ელიზბარის ძე - იგივე მიზეზით
16. ამირეჯიბი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე - იგივე  მიზეზით
17. დავითაშვილი სოლომონ ედიშერის ძე შვილებით - იგივე მიზეზით
18. ჩოლოყაშვილი სოლომონ – ვინაიდან არ არის მუდმივი ადგილობრივი მცხოვრები და არ მუშაობს, თვითონ ეწევა ექსპლოატაციას მამულით.
19. წერეთელი გრიშა - ვინაიდან არ არის მუდმივი ადგილობრივი მცხოვრები და არ მუშაობს, თვითონ ეწევა ექსპლოატაციას მამულით
20. ჯავახიშვილი იასონი - ვინაიდან არ არის მუდმივი ადგილობრივი მცხოვრები და არ მუშაობს, თვითონ ეწევა ექსპლოატაციას მამულით
21. ზაალიშვილი ვასილ ვინაიდან არ არის მუდმივი ადგილობრივი მცხოვრები და არ მუშაობს, თვითონ ეწევა ექსპლოატაციას მამულით
22. ორბელიანი მარიამ - ვინაიდან არ არის მუდმივი ადგილობრივი მცხოვრები და არ მუშაობს, თვითონ ეწევა ექსპლოატაციას მამულით

ხელს აწერენ:

გორის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე ვ.ქ.
შინა მმართველობის განყოფილების გამგე ს.ც.
საინსტრუქტორო – საინფორმაციო ქვეგანყოფილების გამგე ი.ყ.

(გორის ადგილობრივი არქივი, ფონდი #3 ანაწერი #2, საქმე #27, ფურცელი 254-261)





იხ. ამავე თემაზე:

მეჯვრისხეველი ერისთავები

საბჭოთა ტერორის პირველი წლები გორში

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გიორგი გაგლოევი 1883 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი
განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში.
გიორგი გაგლოევი 1883 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში.
19:50 / 12.03.2019
,,მაინც რა მოხდა ოსიაურთან, რომელმაც გადაწყვიტა ომის ბედი? - ამ
თემაზე ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა თამაზ
ლაცაბიძემ

,,მაინც რა მოხდა ოსიაურთან, რომელმაც გადაწყვიტა ომის ბედი? - ამ თემაზე ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა თამაზ ლაცაბიძემ

18:54 / 25.02.2019
,,მთელს მაზრაში 217 ეკლესიიდან დახურულია თვით ხალხის მიერ 134
ეკლესია, ამასთან ერთად, ბევრ ადგილას მოისპო დღეობები
,,მთელს მაზრაში 217 ეკლესიიდან დახურულია თვით ხალხის მიერ 134 ეკლესია, ამასთან ერთად, ბევრ ადგილას მოისპო დღეობები"
21:17 / 24.02.2019
,,მე ჩამომართვეს (დაბეზღებით) 80 თხა და ცხვარი, ერთი კვიციანი
ცხენი, ორი ძროხა და სამი დეკეული. ამის გარდა წისქვილი ერთი თვალი,
რომელიც ღირს არანაკლებ

,,მე ჩამომართვეს (დაბეზღებით) 80 თხა და ცხვარი, ერთი კვიციანი ცხენი, ორი ძროხა და სამი დეკეული. ამის გარდა წისქვილი ერთი თვალი, რომელიც ღირს არანაკლებ

13:30 / 24.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.