რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ბლოგი
ექვსთვიანი თანამშრომლობის შედეგი

 

 

 

დაგეგმილი იყო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვითან, მაგრამ ბატონ ზურაბს თბილისში მოუხდა წასვლა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შესახვედრად ქალაქ გორისთვის მნიშვნელოვან საკითხზე (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საკითხი უკავშირდება 2017 წელს 19 წლამდე ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას).

 

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი არ დასწრებია, საუბარი ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა თემას შეეხო. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რომლებისთვისაც ახალგაზრდული საბჭო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები თავდაუზოგავად ვმუშაობდით, ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად. ის პრობლემები, რომლებიც ამჯერად დავამუშავეთ და წარვუდგინეთ გორის მერსა და მის მრჩეველს, იყო ტრანსპორტის არარსებობა საღამოს საათებში, არარსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები და სკვერებში უფასო ინტერნეტის პრობლემა   (ე.წ wi-fi).

 

ბატონმა შალვა ტლაშაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გორში არსებული საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებები კერძოა და მუნიციპალიტეტი მის კომპეტენციაში ვერ შეიჭრება. ასე რომ, გადაწყდა, მერიამ და საკრებულომ ერთობლივი რეკომენდაცია გაუწიონ კერძო კომპანიებს, რათა ქალაქ გორში ერთი წრიული რეისი დაინიშნოს 22:00 საათზე, რაც ქალაქს მეტ-ნაკლებად გამოაცოცხლებს და ახალგაზრდებს გაააქტიურებს.

 

რაც შეეხება საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემას, მისი გადაჭრა ამგვარად იგეგმება:  ხალხმრავალ  და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას გაიხსნება სამი სანიტარული პუნქტი, რომლებსაც ექნება საშხაპე კაბინები, ბარგის შემნახველი საკნები და, რა თქმა უნდა, საპირფარეშოები. ამ პუნქტებში იქნება ექთანიც, რომელიც პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს მსურველებს. ეს სანიტარული პუნქტები ძალიან წაადგება ჩვენს ქალაქს და მას უფრო კომფორტულს გახდის არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.

 

უფასო ინტერნეტი შესახებ გადაწყდა, რომ ერთ-ერთი ზონა „ახალბაღის“ ტერიტორიაზე მოეწყობა. ხოლო ე.წ. თეატრისა და სტალინის ბაღები მოუხერხებელია უფასო ინტერნეტის დაყენებისთვის, ვინაიდან wi-fi ხელმისაწვდომი იქნება არამარტო პარკის ვიზიტორებისთვის, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კორპუსების ბინადრებისთვისაც, რაც ინტერნეტის ხარისხს უკიდურესად შეამცირებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად გორის მერის მრჩეველს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შევთავაზეთ, რომ  შესაძლებელია, უფასო ინტერნეტი თითო მომხმარებლისთვის ჩაირთოს  24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1 საათით სარგებლობისთვის, რათა სიხშირე იყოს ხარისხიანი და უფასო ინტერნეტი - ყველასთვის ხელმისაწვდომი.

 

შეხვედრის ბოლოს ბატონ შალვა ტლაშაძესთან და ქალბატონ ნინო ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ მიუსაფარ ძაღლებზე, რაც, გორში არსებული მუნიციპალური თავშესაფრის მიუხედავად, ქალაქის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მათ მოგვცეს რეკომენდაციები და გამოთქვეს მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩვენს საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი.

 

24 აპრილს დაგეგმილია ხუთი ქალაქის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შეხვედრა და ჩვენი ქალაქების მერებთან ექვსთვიანი თანამშრომლობის შედეგების ერთმანეთისთვის გაცნობა. შეხვედრაზე, ახალგაზრდებთან ერთად, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისისა და ზუგდიდის მერებიც არიან მიწვეულნი. იმედი გვაქვს, რომ მანამდე ქალაქ გორის მერი, ბატონი ზურაბ ჯირკველიშვილი დააფუძნებს თავის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდულ საბჭოს. ეს ახალგაზრდების და მერის თანამშრომლობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

დავით ყაზარაშვილი

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად
განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

12:19 / 29.07.2019
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური
ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის
აბსტრაქტული.

ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.

13:35 / 28.05.2019
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ
არის, მოყვარეა ჩვენი თუ

,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","

11:55 / 13.05.2019
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე
იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
01:23 / 07.08.2017
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.