რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მერია მშენებელს სასამართლოში უჩივის - მხატვრები კი ელოდებიან

 

ყველაფერი 2014 წელს დაიწყო. ტენდერში კომპანიამ - ,,დემა 2008" - 134 ათას ლარად გაიმარჯვა. მაშინდელმა გამგეობამ კომპანიას, ავანსის სახით, ჯერ, 10 ათასი ლარი გადაურიცხა. შემდეგ პირველი ეტაპის სამუშაოებზე 71 750 ლარი დაუფარა,  მეორე ეტაპის ,,დასრულებისთვის" - 30 ათას 340 ლარი მისცა. ხელშეკრულების ვადა 2014 წლის 1 აგვისტოს ამოიწურა. 2014 წლის 2 აგვისტოს კი გორის მერია ოფიციალურ სტრუქტურად გამოცხადდა (შენიშვნა: 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მუნიციპალიტეტი ორად - გორის მერიად და გორის მუნიციპალიტეტის თემად გაიყო).

 

ქალაქის მერიას მემკვიდრეობით სამხატვრო სკოლის ,,გაურემონტებული" შენობა დარჩა.

 

,,ვნახეთ ობიექტი და იქ ჩატარებული სამუშაოები არ მოგვეწონა. დაახლოებით ერთი თვე ამ კომპანიას ვეძებდით. ბოლოს ვიპოვებთ და დაიწყეს იმაზე აქტიურობა, რომ თითქოს სამუშაოების განხორციელებას გააგრძელებდნენ. ჩამოიტანეს 8 ათასი ლარის ღირებულების მასალები და მოითხოვეს დარჩენილი მესამე ტრანშის თანხის გადარიცხვა. რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებდით, ვუთხარით, რომ ჯერ ის არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამოესწორებინათ. ეს არ გააკეთეს. ისევ მიანებეს თავი. ბოლოს სასამართლოს ძალით დაგვიჭრდა მათთან ურთიერთობის გარკვევა" - უთხრა ზურაბ ჯირკველიშვილმა სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებს.

 

მიუხედავად სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობისა და გაურკვევლობისა, მხატვრებისთვის უმჯობესია, პედაგოგები, მოსწავლეებთან ერთად, შენობაში დაბრუნდნენ:

 

,,ბატონო ზურა, გვირჩევნია ისევ მაგ ძველ, თუნდაც გაურემონტებელ შენობაში დავბრუნდეთ. იქ სადაც ვართ, არც გათბობაა და წყალიც ჩამოდის, გარდა ამისა, მშობლებს კომბინატის დასახლებაში ბავშვების გაგზავნა უჭირთ" - უთხრეს ქალაქის მერს შეხვედრის მონაწილეებმა.

 

მხატვრები ამჟამად კომბინატის კულტურის სახლში ორ ოთახში არიან და მოსწავლეებს ხელოვნებას იქ ასწავლიან.

 

,,შესაძლებელია, სასამართლომ ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს. თქვენ რომ მაგ შენობაში დაგაბრუნოთ, მერე ისევ გამოსვლა მოგიწევთ; ან კიდევ ჩვენი მხრიდან აღიარება გამოვა იმისა, რომ ობიექტი ჩავიბარეთ და ვეთანხმებით იქ განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგს" - განაცხადა ქალაქის მერმა.

 

საბოლოოდ, მხარეები იმაზე შეთანხმდნენ, რომ სახატვრო სკოლის წარმომადგენლები, კომპანიასა და მერიას შორის არსებულ, დავის სამართლებრივ გადაწყვეტას დაელოდებიან. 

 

,,ახლა, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ამჟამად სადაც იმყოფებით, იქ არსებული მდგომარეობა გაგიუმჯობესოთ. გათბობაც გექნებათ კომბინატის კულტურის სახლში და თუ სადმე კიდევ რამე პრობლემაა, ეგეც გამოვასწოროთ" - დაპირდა ჯირკველიშვილი მხატვრებს.

 

შეხვედრაზე ქალაქის მერმა ახალი ინფორმაცია გააჟღერა. ევროკავშირთან ასოცირების, ხოლო  ,,მერთა შორის ხელშეკრულებაზე" ხელის მოწერის შემდეგ, სახელმწიფომ  ენერგოეფექტური შენობების მშენებლობის და რეაბილიტაციის განხორციელების ვალდებულება აეღო. გორის სამხატვრო სკოლას, სწორედ, ასეთი ტიპის შენობად გადაქვევა ემუქრება და ქალაქში ერთ-ერთი ,,მწვანე შენობა" იქნება. ამის შესახებ გორის მერია მოლაპარაკებას ჯერ-ჯერობით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობ ორგანიზაციებთან აწარმოებს.

 

იხ. უფრო ვრცლად:

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.