რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ჩემი დარდი მაქვს... ბატონო" - ბიზნესმენები პრემიერთან

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა, ასევე, ხილის გადამამუშავებელი ქარხნისა და ბავშვთა კვების პროდუქტების კომპანიის ,,კულა" ხელმძღვანელმა ივანე გოგლიძემ. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველო" ფარგლებში მისი კომპანია ახალ ბრენდს ,,ბატონო"-ს გამოუშვებს.

 

 

რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს შიდა ქართლში, ოფიციალურად, ის პროექტის -„ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში,  გაიმართა. ბიზნესმენებთან შეხვედრამდე, მთავრობის მეთაური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვდა, სადაც ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროექტების შესახებ, მოისმინა. შეხვედრაზე განიხილეს შიდა ქართლის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და დასახეს ახლო მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებები. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, შიდა ქართლის გუბერნატორი, ქალაქ გორის მერი და რაიონების გამგებლები დაესწრნენ.

 

ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ, ამ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ომის კვალი ადვილად არ ქრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის ეკონომიკური პოტენციალის პერეზენტაციაზე განაცხადა.



" ჩვენ გვაქვს მთლიანი სურათი იმისა, თუ რა არის საჭირო ამ რეგიონის ფეხზე დასაყენებლად და გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. შიდა ქართლს აქვს ძალიან კარგი რესურსი ხილის წარმოების, ასევე ხილის ბაღების განახლების, სანერგე მეურნეობების განვითარების კუთხით. აუცილებელია თანამედროვე მაღალმარჟიანი ჯიშების ხილის მოყვანა. ძალიან პერსპექტიულია ბოსტნეულის წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, გადამმუშავებელი წარმოების განვითარება, მესაქონლეობის განვითარება, თევზის წარმოების გაზრდა. რაც შეეხება საწარმოთა განვითარებას, - გორს აქვს პერსპექტივა აგურის წარმოების, მოსაპირკეთებელი მასალების დამუშავების, ასევე სამკერვალო წარმოების, ტკბილეულის წარმოების, მაკულატურის გადამუშავების კუთხით. კასპს აქვს კრამიტის, მუყაოს წარმოების, ტყავის გადამუშავების რესურსი; ქარელს - არსებული ბუნებრივი რესურსების გადამუშავების, ხაშურს კი - ავეჯისა და მინის წარმოების კუთხით," - განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და დამსწრეთ სამომავლო გეგმები გააცნო. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საფუძველი ჩაეყრება გორში 480-ბინიანი კორპუსების მშენებლობას, რომელშიც დევნილი ოჯახები იცხოვრებენ; საგაზაფხულო სამუშაოებისთვის კი წლევანდელ გაზაფხულს, 75 ათას 490 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 8 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება.



"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შიდა ქართლი მაქსიმალურად მოკლე დროში დადგეს ფეხზე. ჩვენ ვგრძნობთ განსაკუთრებულ ვალდებულებას მათ წინაშე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა და, მთლიანად, რეგიონის მოსახლეობისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.



პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ბიზნესმენებს რეგიონის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას ტელეკომპანია ,,ტაბულას" ჟურნალისტმა კორტების სპეცოპერაციის ფაქტზე დაკავებული სპეცრაზმელების  შესახებ ჰკითხა. 

 

,,მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებილი დავალებების გამო," - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ეწინააღმდეგება პრემიერის შეფასება იმ ფაქტს, რომ რეალურად, შემსრულებლები დააკავეს, პრემიერმა უპასუხა: ,,მე დავაკავე?"

 

„ვინც არის უკანონო დავალების გამცემი, სწორედ მისი პასუხისმგებლობით უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ჩვენ ყველამ ვიცით, ვინც გასცემდა ამგვარ დავალებებს წინა ხელსიუფლების დროს. ესენი იყვნენ პრეზიდენტი და მინისტრი. რაც შეეხება დაკავებულ სპეცრაზმელებს, ამ საკითხზე მუშაობს შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.