სხვადასხვა
,,მაგდანას ლურჯა", ,,მაია წყნეთელი" - სოფელი, სადაც ქართული კინოს შედევრები გადაიღეს
სოფელი უფლისციხე 1960-იან წლებში დაიცალა. საბჭოთა ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა, უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოსაწყობად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვახვრელში გადაასახლა.

დაურიგეს ნაკვეთები, მისცეს კომპენსაცია. მიუხედავად ამისა, 90-იან წლებამდე, 10-მდე მოსახლემ ძველი სოფელი არ მიატოვა. ოჯახების ნაწილი ქვახვრელში დასახლდა. ნაწილი კი, ცალკე კომპაქტურად განთავსდა, რომელსაც ახალი უფლისციხე უწოდეს.

ძველ სოფელში სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ცხოვრობდნენ შუშანა პოღოზაშვილი-სირანაშვილი და დევანოზ ორთანეზაშვილი. ამჟამად, ძველი სოფელი ნასახლარია.

ძველი უფლისციხის სოფლის ფოტოები მოგვაწოდა მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მასალა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო პროექტის "ამბები უხუცესებისგან" ფარგლებში მოიპოვეს. ,,ამბები უხუცესებისგან" მუზეუმის თანამშრომელმა ინა კარელიძემ განახორციელა.

ამ სოფლის მკვიდრია გიგუცა თათრიშვილი, მუზეუმის ექსკურსიამძღოლი, რომელსაც ზედმეტი სახელი ჰქვია ,,სტალბერა". იხსენებს, რომ იმ პერიოდის ახალგაზრდებს საკუთარი სოფლის მიტოვება ძალიან უჭირდათ.

სოფელ უფლისციხეშია გადაღებული არაერთი საბჭოთა ფილმის ეპიზოდები, ,,მაგდანას ლურჯა"; ,,მაია წყნეთელი"; ,,ცისკარა"; ,,ფიროსმანი" და ა.შ.


კადრები ფილმიდან ,,მაგდანას ლურჯა" (1955 წელი)

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1955 წლის მხატვრული ფილმი. მისი დამდგმელი რეჟისორები არიან თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. მთავარ როლებში: დუდუხანა წეროძე (მაგდანა); ალექსანდრე ომიაძე (გიგო პაპა); ლიანა მოისწრაფიშვილი (სოფო); როლანდ (მიხო) ბორაშვილი (მიხო); ნანი ჩიქვინიძე (კატო)

პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის მიიღო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საფრანგეთში (1956)



სოფელი უფლისციხე

1736-1789 წწ. საისტორიო დავთრებში ჩამოთვლილია სოფელ უფლისციხეში მცხოვრები ქართლის საკათალიკოსო ყმები: ხუციშვილები, ნაზარასშვილები, ერაღაშვილები; ადუაშვილები, სირანაშვილები, გაბინაშვილები; ჩაღაბაშვილები; აკოფასშვილები; აზარბეგასშვილები; ორთანეზასშვილები, ტერ საკა, გიგოლაშვილები, ვართუმაშვილები; პაპიაშვილები; წიწიკაშვილები; გალუსტაშვილები; ბერიკაშვილები.



კადრები ფილმიდან ,,მაია წყნეთელი"


1959 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე. მთავარ როლში ლეილა აბაშიძე



კადრი ფილმიდან ,,ფიროსმანი"


გიორგი შენგელაიას ფილმი. მოპოვებული აქვს ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია, გრან-პრი „ოქროს ჰიუგო“ ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე, აზოლოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, 1974



სოფლის ეკლესია

ფოტო, სავარაუდოდ, გადაღებულია მე-19 საუკუნეში. ბოლშევიკების პერიოდში ეკლესია მთლიანად დაანგრიეს. ნახევრად დანგრეულია კოშკიც. კოშკის გადარჩენილ ნაწილშია, ამჟამად, სამლოცველო

Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეზოში ხის მოჭრის ნებართვა მოქალაქემ წარმომადგენლისგან უნდა მიიღოს

გორის საკრებულო ხარვეზების გამოსასწორებლად შეიკრიბა: ,,ქუჩებსა თუ ეზოებში ხეების მოჭრის საკითხი მერის ტერიტორიული ორგანოს

ნიქოზში ახალგაზრდა პოეტის პოეზიის საღამო გაიმართა
პირველი ლექსი მაშინ დაწერა, როდესაც მეოთხე კლასში იყო. მშობლებს მოეწონათ ტექსტი, თუმცა არ დაიჯერეს. იმედგაცრუებულმა ახალგაზრდა პოეტმა ლექსების წერა შეწყვიტა.
70-მდე გორელი თინეიჯერი ,,hip hop"-ის მიმდევარია
მთავარი მოძრაობები საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვაა მოცეკვავისთვის. ჰიპ-ჰოპის განვითარებამ თვითონ ცეკვაში შექმნა უამრავი მიმართულება,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,და მერე რა?" - სოკარის წარმომადგენლებისა და გორის მერის შეხვედრა
,,სხვაობა გასული და წლევანდელი წლის დეკემბრის მოხმარებულ გაზს შორის არის დაახლოებით 300 000 კბ.მ გაზი" - აცხადებს გოჩა შანიძე.
9-წლიანი ცხოვრება ავტოფარეხში ძაღლებთან ერთად
,,მას შემდეგ სამსახური ვერ ვიშოვე. რაკიღა ერთი ამოვვარდი კალაპოტიდან, ფეხზე ვეღარ დავდექი."
გზის გასაწმენდად ტექნიკას ელოდებიან
გორი-მცხეთის შემოვლითი მაგისტრალის ხიდისთავის მონაკვეთზე კლდის ლოდები დღეს შუადღეს ჩამოწვა.
ამავე კატეგორიაში
გორის მაზრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, მეჯვრისხევში საბჭოთა
ხელისუფლება ჯერ კიდევ 1919 წელს დამყარდა. ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები დააპატიმრეს
გორის მაზრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, მეჯვრისხევში საბჭოთა ხელისუფლება ჯერ კიდევ 1919 წელს დამყარდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დააპატიმრეს
01:03 / 21.02.2018
გვიანშუასაუკუნეებში, მამაკაცის თმის ვაცხნილობის სამი სახეობა
გამოიკვეთა. რაც შეეხება ქალებს, გვიანშუასაუკუნეებში ქალის
ვარცხილობის ერთი სტილი ჩანს.
გვიანშუასაუკუნეებში, მამაკაცის თმის ვაცხნილობის სამი სახეობა გამოიკვეთა. რაც შეეხება ქალებს, გვიანშუასაუკუნეებში ქალის ვარცხილობის ერთი სტილი ჩანს.
23:38 / 01.02.2018
"შენ, გივო ამილახორო, გუნება თაღლითიანო, იქეთ წახვალ და წამოხვალ, საითაც ქარნი ქრიანო..."
00:32 / 31.01.2018
თამარმა ბრძანა, ვინც მომიყვანს მიმინოს, ავუსრულებ, რასაც მთხოვსო.
ტბა-მორევი კი, ღელავდა და ქშინავდა.
თამარმა ბრძანა, ვინც მომიყვანს მიმინოს, ავუსრულებ, რასაც მთხოვსო. ტბა-მორევი კი, ღელავდა და ქშინავდა.
23:36 / 18.08.2017
მინდორაშვილის თქმით, ეს შაჰ-აბასის
ლაშქრობას უკავშირდება. საქართველოს ისტორიის ოფიციალურ სასწავლო
წიგნებში კი, ,,გორის ხიდის
მინდორაშვილის თქმით, ეს შაჰ-აბასის ლაშქრობას უკავშირდება. საქართველოს ისტორიის ოფიციალურ სასწავლო წიგნებში კი, ,,გორის ხიდის" აყრის ამბავი 1609 წლით თარიღდება, თანაც ოსმალთა ლაშქრობის პერიოდში. მინდორაშვილის წიგნის მიხედვით, სპარსელები
21:14 / 04.04.2017
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.