რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ატოცში პიანისტმა ქეთი უარდმა ბენდთან ერთად კონცერტი გამართა
,,ეს კონცერტი ყოველგვარი ფინანსური ხარჯების გარეშე იმართება." - ამის შესახებ პიანისტმა ქეთი უარდმა მაშინ განაცხადა, როდესაც კონცერტის გასამართად ატოცში აპარატურა მიჰქონდათ.

პოლიციის გაძლიერებული კონტროლის ქვეშ საოკუპაციო ხაზთან აპარატურა დაამონტაჟეს. მათ მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.

ოკუპაციის შესახებ სპეციალურად შექმნილი სიმღერა ბენდმა შეასრულა. ტექსტი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნის საფუძველზე შეადგინეს. პიანისტმა ასევე შეასრულა ,,რევოლუციური ეტიუდი", რომელიც შოპენმა პოლონეთის აჯანყებას მიუძღვნა.

,,ძალიან ცუდი ამინდია, ძალიან ტალახია, მაგრამ ჩვენ მაინც გავმართავთ კონცერტს. ჩვენ მოვახდენთ მუსიკალურ ოკუპაციას. იმედია არ მოეწონებათ ოკუპანტებს ჩვენი კონცერტი" - აცხადებდა პიანისტი კონცერტის დაწყებამდე.

აპარატურის გამართვის შემდეგ პიანისტმა და სხვა მომღერლებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

აქცია პერფორმანსი ორი დღის წინ დაიგეგმა. ,,ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ამ სახით გამოვხატოთ. ჩვენ მოვუწყობთ მუსიკით ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ყველა პროფესიის ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში" - განაცხადა პიანისტმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.