ორივე შემთხვევა 28 დეკემბერს მოხდა. ერთი კასპის რაიონში, მეორე - გორის მუნიციპალიტეტში.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს 60-წლის მამაკაცი, რომელმაც, პროკურორის მტკიცებით, მეუღლეს კეფაში 5-ჯერ დაარტყა. აღნიშნულ ბრალდებას მეუღლე არ დაეთანხმა. ის სასამართლო პროცესს ესწრებოდა და აცხადებდა, რომ ჩვენება პოლიციელის კარნახით დაწერა. სასამართლოს ფოიეში იგოეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელს დაემუქრა, რომ გენერალურ ინსპექციაში უჩივლებს.
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ბრალდებულის მეუღლეს განუცხადა, რომ საქმეში მისი ჩვენება დევს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ძალადობის ფაქტი. ამავე ჩვენების მიხედვით, ძალადობის ფაქტს ესწრებოდა ერთ-ერთი შვილი - 17 წლის გოგონა. პროკურორმა განაცხადა, რომ გოგონამ მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. შალვა კაკაურიძის განცხადებით, 60-წლის მამაკაცს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
,,გავითვალისწინე რა თქვენი მდგომარეობა, გყავთ 6 შვილი, არ ყოფილხართ ნასამართლევი, თქვენს მიმართ გამოყენებული იქნეს გირაო, რომლის გადახდის შემთხვევაში პატიმრობიდან გათავისუფლდებით" - განუმარტა მოსამართლემ ბრალდებულს. მამაკაცი აცხადებს, რომ მას მეუღლესთან მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს, 33-წლის მამაკაცმა აღიარა, რომ მან მეუღლეს, მხოლოდ, ერთხელ გაარტყა, თანაც ნასვამ მდგომარეობაში. მისი განმარტებით, არანაირი მოტივი არსებობს იმისა, რომ დანაშაული კვლავაც განმეორდეს. კონფლიტი მოუვიდა მეუღლესთან მხოლოდ იმიტომ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ტიროდნენ და მოსთხოვა მათთვის ყურადღების მიქცევა.
33-წლის მამაკაცის ადვოკატმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ,,გაბზარულ კედელს ურო ვურტყათ". ,,პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახი შენარჩუნდეს. ჩვენ თუ მას პატიმრობას მივუსჯით, ამით რა გამოვა? პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხეო. როცა ციხიდან გამოვა, მაშინ არ იარსებებს დანაშაულის განმეორების საფრთხე?" - აღნიშნა ადვოკატმა.
პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა, რომ ინციდენს უამრავი ადამიანი შეესწრო, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები. ,,წინასწარი გამოძიების პროცესში არსებობს საფრთხე იმისა, რომ მოწმეებზე მოახდინოს გავლენა და საქმე გვაქვს ისეთ დანაშაულთან, რასაც ოჯახური ძალადობა ჰქვია" - განაცხადა პროკურორმა.
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ გაითვალისწინა ადვოკატის მოთხოვნა, ასევე, ისიც, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა; რომ ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და არ არის ნასამართლევი, აქედან გამომდინარე შეუფარდა გირაო 1500 ლარის ოდენობით.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები