რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
შიდა ქართლში საჯარო მოხელეთა ნაწილი დაჯარიმდა
საჯარო სამსახურის ბიურომ უარყოფითად შეაფასა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში მომუშავე რამდენიმე საჯარო მოხელის მიერ შევსებული დეკლარაცია, რის გამოც ამ დეკლარაციების ავტორები დააჯარიმეს. ამის შესახებ საჯარი სამსახურის ბიუროს 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, უარყოფითად შეფასდა საქართველოს პარლამენტის წევრების, იოსებ მაკრახიძის, სიმონ ნოზაძის, თენგიზ ხუბულურისა და ლერი ხაბელოვის (ახალი პარლამენტის მოწვევამდე) დეკლარაციები.

დაჯარიმებულთა და გაფრთხილებულთა სიაში მოხვდნენ საკრებულოს წევრებიც (კომისიების თავმჯდომარეები) და მერიის სამსახურის უფროსები. საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, არასწორად შევსებული დეკლარაციების ავტორებს დაექვითებათ ხელფასის 20% (არანაკლებ 500 ლარისა).

ასე მაგალითად:

პარლამენტის წევრები: ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, გორის მუნიციპალიტეტის თემის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური,ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ქარელის მაჟორიტარი (ყოფილი) დეპუტატი ლერი ხაბელოვი.

ქარელის  მუნიციპელიტეტი -  ლომიტაშვილი მარლენ - ფრაქცია „ქარელის განვითარებისათვის“ თავმჯდომარე; ლომიტაშვილი ნელი - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; მეხრიშვილი ნიკოლოზ - ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე.

კასპის მუნიციპალიტეტი - ჩადუნელი ზურიკო - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე; მაზმიშვილი რუსუდან - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, კასპის მუნიციპალიტეტის მერია;

ერედვის მუნიციპალიტეტი - ბერუაშვილი გურამ - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო - ნოზაძე ზვიად - ერედვის რაიონული სამმართველოს უფროსი; გიგაშვილი დიმიტრი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსი;

რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციას - შემოწმდა 10 დეკლარაცია. უარყოფითად შეფასდა 10.

საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, შემოწმებულ დეკლარაციებში აღმოჩნდა შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში (დეკლარანტს მითითებული აქვს დაახლოებითი ფართი და არა რეალური ფართი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში); დაუდგინდათ დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; იყო ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ ნაშთსა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; დაუდეკლარირებელია საბანკო (დამხმარე) ანგარიშები, შეცდომით დაანგარიშებულია მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში; სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.

ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში კი შემდეგი სახის დარღვევები გამოვლინდა: ოჯახის წევრების შემოსავლების არ დაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით დაფიქსირება, წლიური შემოსავალის არასწორად/ზეპირად დაანგარიშება და არა დაწესებულების ბუღალტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაბეგრილი (ხელზე მიღებული) შემოსავალის დეკლარირება დაუბეგრავის (დარიცხულის) ნაცვლად.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.