რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის დასაგებად ,,ბლექ სი გრუპი" ემზადება
ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის დასაგებად ,,ბლექ სი გრუპი" ემზადება. ხელშეკრულებაზე ხელი 2018 წლის 27 დეკემბერს მოაწერეს.

კომპანია ,,ბლექსი გრუპი" გამარჯვებულია ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის მოასფალტების მიზნით გამოაცხადა. პროექტის ღირებულებაა 14,5 მლნ ლარი.

,,ბლექ სი გრუპი" გზის მშენებლობას 18 თვის განმავლობაში (წელიწადნახევარი) დაასრულებს გზის მშენებლობას. სარეაბილიტაციო გზა იწყება ელბაქიანთ კარიდან და მთავრდება ტყემლოვანასთან:

,,ამ გზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, რადგანაც სამომავლო პერსპექტივაში მისი გაგრძელებით ქარელის რაიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა), რის გამოც მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით." - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო განაცხადში.

გზის საწყის მონაკვეთი გადის სოფ. ელბაქიანის დასახლებულ პუნქტში, რომლის შემდეგაც გაივლის სოფ. გვერძინეთის დასახლებას და მიემართება სოფ. ტყემლოვანამდე. სოფ. გვერძინეთიდან ტრასის ბოლომდე ინტენსიურად განლაგებული სამონასტრო კომპლექსებია. გარდა ამისა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე განლაგებულია ადგილობრივ სოფლებამდე მისასვლელი გზების მიერთებები (სოფ. წიფლოვანა, კოდმანი, ქვათეთრი, ბატეთი, ლოშკინეთი და სხვა).

ხელშეკრულებაზე ხელს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე და კომპანია ,,ბლექ სი გრუპის" დირექტორი აწერენ.





იხ. ამავე თემაზე:


ძამას ხეობაში ტყემლოვანამდე ახალი გზა დაიგება და მიუახლოვდება ბორჯომის რაიონს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
სააქტო დარბაზი მერიის შენობაში მდებარეობს. გუშინ აქ გამართულ
შეხვედრას ხაშურის მერი ესწრებოდა
სააქტო დარბაზი მერიის შენობაში მდებარეობს. გუშინ აქ გამართულ შეხვედრას ხაშურის მერი ესწრებოდა
16:29 / 28.11.2025
შიდა ქართლის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, ნუგზარ მაჭავარიანის
ინფორმაციით, ლარნაკის ტიპის შადრევანი
შიდა ქართლის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, ნუგზარ მაჭავარიანის ინფორმაციით, ლარნაკის ტიპის შადრევანი
16:22 / 27.11.2025
გორის ერთ-ერთ სოფელში სოციალურმა მუშაკმა აღმოაჩინა, რომ მარტოხელა
შშმ პირი არასათანადო პირობებში იმყოფებოდა და ფაქტი პოლიციას
შეატყობინა
გორის ერთ-ერთ სოფელში სოციალურმა მუშაკმა აღმოაჩინა, რომ მარტოხელა შშმ პირი არასათანადო პირობებში იმყოფებოდა და ფაქტი პოლიციას შეატყობინა
16:16 / 27.11.2025
ქალაქ გორთან ახლოს, სოფელ ოთარშენსა და თედოწმინდაში ახალი ცემენტის
საწარმოს აშენებას შპს
ქალაქ გორთან ახლოს, სოფელ ოთარშენსა და თედოწმინდაში ახალი ცემენტის საწარმოს აშენებას შპს "გრავიტექ ცემენტი" ითხოვს
16:11 / 27.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.