რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან ამბულატორიებს შემდეგი სახის მედიკამენტებით მოამარაგებენ
გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლების ამბულატორიებში, რომლებიც ტყვიავის საავადმყოფოს დაქვემდებარებაშია, ახალი მედიკამენტებით მოამარაგებენ.

ამის თაობაზე შპს ,,გორის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის" წარმომადგენლებმა დაახლოებით 40-მდე დასახელების წამლები შეიძინეს.

ირკვევა, რომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრს შიდა აფთიაქი არ გააჩნია, სადაც მარაგების შენახვა მოხდება. ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, 2019 წლის დასაწყისში ქვეყანაში გავრცებული გრიპის ვირუსის გამო, მიმართვიანობა ამბულატორიებში გაიზარდა.

თუმცა, ტყვიავის საავამდყოფოს ხელმძღვანელის ცნობით, იმ პაციენტებმა, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართს, ღორის გრიპის ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ამ ეტაპზე ამბულატორიები მომარაგდება შემდეგი წამლებით:

1. ეგილოკი 50მგ ტაბლეტი 290
2. ნიფედიპინი 10მგ ტაბლეტი 278
3. კაპტოპრილი ნეო 25მგ ტაბლეტი 488
4. კოფეინი ნ/ბ 10% 1მლ ამპულა 26
5. ფუროსემიდი 1% 2მლ ამპულა 66
6. ეფერალგანი 300მგ რექ/სუპოზ სანთელი 160
7. ნიტროგლიცერინი 0.5მგ ტაბლეტი 74
8. ეუფილინი 2.4% 5მლ ამპულა 8
9. სალბუტამოლი 100მკგ/დ200დ.აეGSK ბალონი 8
10. დროტავერინი20მგ/მლ2მლ ი/ვ.მ ამპულა 60
11. კეტოროლაკი 3% 1მლ ამპულა 112
12. ადრენალინ დარნ.0.18% 1მლ ამპულა 6
13. ნატრიუმის ქლ0.9% 500მლ#1ლიქNEW ფლაკონი 16
14. დექსამეტაზონ-დარნ.0.4% 1მლ ამპულა 124
15. იოდის სპირტხსნარი 5% 10მლ (თბ) ფლაკონი 18
16. ეთანოლი სამედიცინო 100მლ ფლაკონი 62
17. წყალბადის ზეჟანგი 3% 40მლ ფლ ფლაკონი 28
18. ლიდოკაინი 2% 2მლ (თბ) ამპულა 30
19. ლევომეკოლ მეკოლ-ბორიმედ40გ მალ ტუბი 50
20. ულტრაკაინი DC ფორტე 1.7მლ ფლაკონი 10
21. ბეტადიოლი 10% 1000მლ ფლაკონი 10
22. გამოხდილი წყალი 1000მლ ფლაკონი 50
23. ერთჯერადი შპრიცი 2მგ/2მლ ცალი 400
24. ერთჯერადი შპრიცი 5მგ/5მლ ცალი 322
25. ერთჯერადი შპრიცი 10 მგ/10მლ ცალი 48
26. შპრიცი ინსულინის 1.0 ცალი 25
27. გადასხმის სისტემა ცალი 12
28. ლეიკოპლასტირი 3.5*500 ცალი 22
29. სტერილური ბინტი 7*14 ცალი 20
30. არასტერილური ბინტი 7*14 ცალი 26
31. სტერილური ბინტი 5*10 ცალი 30
32. ბამბა 50გრ ცალი 66
33. სტერილური ხელთათმანი #8 ცალი 30
34. არასტერილური ხელთათმანი ცალი 289
35. შპადელი ცალი 594
36. ნიღაბი ცალი 326
37. ორსულობის ტესტი ცალი 4
38. საფენი მარლის სტერილური 16*14 #10 ცალი 26
39. საფენი მარლის სტერილური 45*29 #5 ცალი 46



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით
მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ
დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.



„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე


მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე 8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება, ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის პოლიტიკას.


„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა, მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ. ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად, ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე, სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიებს.”

ნინო, თავის ცოდნასა და გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს, რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”

 

 

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.