რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,გაგვაგებინეთ, სად ხართ?" - კოალიციური დაპირისპირება

 

,,რესპუბლიკელებისა" და გამგეობის დაპირისპირება 6 თებერვლის სხდომაზე აშკარად გახდა. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ,,რესპუბლიკელები - ქართული ოცნება" - ს წევრებმა, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილ პროექტს, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ხმა არ მისცეს. ამის შესახებ ,,რესპუბლიკელმა" ხათუნა თათანაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ფრაქცია ,,ქართული ოცნება"-ს ხელმძღვანელმა მანუჩარ მერებაშვილმა ხათუნა თათანაშვილს ჰკითხა: ,,გაგვაგებინეთ, ოპოზიციაში ხართ თუ პოზიციაში?"

 

საქმე იმაშია, რომ ხათუნა თათანაშვილს არ მოეწონა ის ცვლილებები, რომლის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივ ბიუჯეტში 1 მლნ  113 200 ლარი გამოიყო. აქედან, 840 ათასი ლარი დაიხარჯება ოკამი-ლამისყანა-თეზის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე (საავტომობილო გზა ავტობანამდე); დანარჩენი 273 200 ლარი - სხვადასხვა სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის თაობაზე ტენდერის ჩასატარებლად. 

 

ხათუნა თათანაშვილმა განმარტა, რომ იგი, მხოლოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწერილი ხარჯების გამო, არ აძლევს ხმას, რადგან ურჩევნია, რომ გაიზარდოს სოციალური დახმარებების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები.  2015 წელს სოციალური პროგრამა, შარშანდელთან შედარებით, 20 ათასი ლარითაა გაზრდილი.

 

რაც შეეხება ადგილობრივი ბიუჯეტის შიდა თანხების გადანაწილებას, რომელიც ხათუნა თათანაშვილს არ მოეწონა, ასე გამოიყურება:

 

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციიდან მორჩენილი  315 ათასი ლარი შემდეგნაირად გადანაწილდა: იგოეთი-მრგვალი ჭალის სასმელი წყლის ბასეინის შეძენა - 5 400 ლარი; კასპში, ორი სკვერის რეაბილიტაცია - 100 ათასი ლარი; სამხედრო აღრიცხვის სამსახურის შენობის რეაბილიტაცია - 37 500 ლარი; ბიბლიოთეკების სუბსიდია - 1000 ლარი; ფოლკლორის ცენტრის სუბსიდია - 12 ათასი ლარი; წიგნების გამოცემა - 20 ათასი ლარი; დროშების შეძენა - 3 ათასი ლარი; ვარჯაანის დასახლებაში სტადიონის მოწყობა 20 ათასი ლარი; სპორტული გაერთიანების სუბსიდია - 6 ათასი ლარი; ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების და მანქანების სადგომის რეაბილიტაცია - 44 ათასი ლარი და ა.შ.

 

ფრაქცია ,,რესპუბლიკელები - ქართული ოცნება"-ს თავმჯდომარის ხათუნა თათანაშვილის პოზიციით ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელი მანუჩარ მერებაშვილი გაოცებულია. 

 

,,გასაგებია, რომ ამ საკრებულოში არიან წარმოდგენილები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ ისინი ოპოზიციაში არიან. მე ვეკითხები ხათუნა თათანაშვილს. გაგვაგებინეთ, ოპოზიციაში ხართ თუ პოზიციაში? მთელი სხდომის განმავლობაში ერთხელ არ გითქვიათ იმის შესახებ, თუ რა პროექტები ხორციელდება გამგებლის და გამგეობის ინიციატივით და გაიძახით, რომ რაიონში პრობლემებია. აქ როდესაც იჯექით (იგულისხმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ადგილი), დავიჯერო მაშინ არ გქონდათ ეს პრობლემები?" - ჰკითხა  ,,ქართული ოცნების" სიის პირველმა ნომერმა. 

 

,,მე ერთადერთი ოპოზიციონერი ვიყავი იმ საკრებულოში. დიახაც, ყოველთვის ვსაუბრობდი პრობლემებზე ამაზე ყოველთვის ამოვიღებ ხმას" - უპასუხა ხათუნა თათანაშვილმა. ხათუნა თათანაშვილის განცხადებით, მისი ფრაქცია კოალიციურ რეჟიმში რჩება, რადგან განსხვავებული აზრი კოალიციის დაშლას არ ნიშნავს. ,,თუ ვერ გაიგეთ, სად არის ფრაქცია ,,რესპუბლიკელები", ეს თქვენი პრობლემაა" - უთხრა ხათუნა თათანაშვილმა მანუჩარ მერებაშვილს.

 

,,თქვენ ამბობთ, რომ ერთადერთი ოპოზიციონერი იყავით წინა საკრებულოში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აგირჩიეს. ე.ი. ნაციონალებმა აგირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ?" - კვლავ ჰკითხა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

 

იხ. უფრო ვრცლად: 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
22:21 / 11.06.2025
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
20:18 / 11.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.