რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის დათვს უკვე 10,4 ტონა ვაშლი ,,აჭამეს"
გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს ნაქარი ვაშლის შესყიდვას არა
საბაზრო ფასის (1კგ - 10 თეთრი) მიხედვით, არამედ - ინდივიდუალური
შეთავაზების საფუძველზე. ამის შესახებ სრული დოკუმენტაცია qartli.ge-მ
მოიპოვა.
ირკვევა, რომ გორის მინი ზოოპარკში დაბადებული დათვი სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებ პაატა კოდოშვილისგან ნაყიდი ვაშლით გაზარდეს. მასთან გაფორმებულია 20-მდე ხელშეკრულება. სეზონის მიხედვით, პაატა კოდოშვილისგან ზოგჯერ 2 ტონა, ზოგჯერ 750 კგ და ზოგჯერ 600 კგ ვაშლი წაიღეს.
შესყიდვის ღირებულება თავდაპირველად იყო 40 თეთრი, შემდეგ - ფასი 30 თეთრზე ჩამოვიდა. გლეხებისგან კი, ქარხნების დირექტორები 10 თეთრად იბარებენ 1 კგ-ს.
რატომ ყიდულობს 3-ჯერ იაფად მერია ვაშლს პაატა კოდოშვილისგან? ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ ვერც კეთილმოწყობის სამსახურიდან და ვერც მერიის ადმინისტრაციიდან. ერთი შვილი - პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების წარმომადგენელია, ხოლო მეორე შვილი - ,,ლიბერთი ბანკის" შიდა ქართლის საპენსიო სერვის მენეჯერია.
ვაშლის შესყიდვა ამ დრომდე გრძელდება და ბოლო ხელშეკრულება გაფორმებულია 2018 წლის დეკემბერში.
დათვი კი, მოთავსებულია გისოსებში. ცხვარიჭამიაში მდებარე თავშესაფრის დირექტორი ითხოვს მის გადაყვანას. თავშესაფრის დირექტორმა სოსო ჯიქურაშვილმა წერილობით უკვე მიმართა მერიას.

ამავე კატეგორიაში
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ
რუსეთის პატრიარქმა ომი აკურთხა და მხარი დაუჭირა. მოსკოვში
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის გამგზავრებას კი სასულიერო პირი
დიპლომატიის ნაწილად აფასებს.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი TV პირველთან საუბრისას
აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კურსს გადაუხვია და ახლა მხილებაა
საჭირო. სასულიერო პირი ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ბოლო
ქადაგებების დროსაც საუბრობს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, 24 ნოემბრის
04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება კასპის,
გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა
ბაკურიანს შეუწყდება. შეზღუდვის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე
მიმდინარე სამუშაოებია.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სტუდენტურ გაცვლით
პროგრამებსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხს
შეეხო.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ყოფილ ვიცე-პრემიერსა და
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს,
მამუკა მდინარაძეს დაცვა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით
მოეხსნა. 8 სექტემბრის განკარგულებით, მას
სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰქონოდა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები