რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
პროცედურები ახლადგაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობისათვის
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დამთავრდა. ,,სოკარ ჯორჯია გაზის" შვილობილ კომპანიას ,,საქორგგაზს" ახალი მომხმარებელი ემატება. qartli.ge დაინტერესდა იმ პროცედურებით, რაც საჭიროა ახალ აბონენტად დასარეგისტრირებლად.

ქსელზე მიერთების შესახებ პირმა განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს, ამ შემთხვევაში ,,საქრორგგაზს".  ,,საქორგაზის" წარმომადგენელი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით, წერილობით ან ელექტრონულად.

ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული. თუ 5 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს.

განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს მიერთების მსურველს აბონენტის ნომერი და აცნობოს მას განაცხადის დამტკიცებისა და აბონენტის ნომრის შესახებ, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. თუ 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, მიერთების მსურველი უფლებამოსილია მოითხოვოს აბონენტის ნომრის
მინიჭება, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს აბონენტის ნომერი და აცნობოს მიერთების მსურველს.

განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის დამტკიცების შეტყობინების მიღებიდან (წერილობით ან ელექტრონულად, განაცხადში მითითებული საშუალებით) 3 სამუშაო დღის ვადაში მის სააბონენტო ნომერზე შეიტანოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50%. 

0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 16 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად 25 ლარი 16 თვის განმავლობაში, მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის დამტკიცების შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 15 თვის განმავლობაში.

განაცხადის დამტკიცება განაწილების ლიცენზიატს აკისრებს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად; უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით), ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.




იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე არ ვრცელდება მიერთების საფასური:

ქსელზე მიერთება მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიანტის ურთიერთშეთანხმებით ხორციელდება. 

მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ გასცეს ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა და მიერთების მსურველი მიერთების სამუშაოებს თავად, ან სხვა პირის მეშვეობით უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ სრულდება მიერთების სამუშაოები, მხოლოდ განაწილების ლიცენზიანტია უფლებამოსილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და შეასრულოს გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის სამუშაოები. (მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური დამტკიცებულია სემეკის მიერ. 

იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს თვითონ (ან სხვა პირის მეშვეობით) ასრულებს, იგი ვალდებულია მშენებლობის დაწყების შესახებ წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს.

იხ. სრულად
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.