რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,მხილებულ არასრულწლოვნებს ფინანსურად არ უჭირთ" - გორის პოლიცია
გორის შს სამმართველოს თანამშრომლები დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვნებს სოციალურ მუშაკთან გზავნიან. სოციალური მუშაკის დახმარებით, პირი გარკვეული მეთვალყურეობის ქვეშ ექცევა. არასრულწლოვანები ამ მეთვალყურეობას გაურბიან და ჩადიან ახალ დანაშაულს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა წვრილმან დანაშაულში არაერთი ასეთი არასრულწლოვანი ამხილეს.

პარალელურად, პოლიციელები მათ დახმარებას სთავაზობენ. ამის შესახებ qartli.ge-ს სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ახალგაზრდებს ფინანსურად არ უჭირთ. მათთვის ფულადი დახმარებაც შეუთავაზებია იმ პირობით, რომ აღარ ექურდათ. ,,თითოეულ მათგანს ვიცნობ. არანაირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რომ მათ ამ ქმედების ჩადენას ვინმე ავალებდეს. მიუხედავად ამისა, მაინც ჩადიან დანაშაულს" - ამბობს პოლიციელი პ.კ.

პოლიციელის განმარტებით, ამ არასრულწლოვნებთან დახმარების შეთავაზება არ ჭრის. ამავე დროს, არც სოციალური მუშაკების მეშვეობით, ხერხდება ურთიერთობის მოგვარება. ,,ხშირ შემთხვევაში ეს ჯგუფი შემდეგ თბილისში მიდის და იქ ახერხებენ ახალი დანაშაულის ჩადენას" - აცხადებს სამმართველოს თანამშრომელი.

როგორია სოციალური მუშაკისა და დანაშაულში მხილებული არასრულწლოვნის ურთიერთობა, ამის თაობაზე, qartli.ge სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთან ინტერვიუს ცალკე შემოგთავაზებთ.

,,არასრულწლოვანთა დანაშაულობის მიზეზებისა და პირობების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით, ჩატარებულია კვლევა იზა კელენჯერიძის ავტორობით. კვლევა განიხილავს მოზარდის პიროვნებას, როგორც სუბკულტურული ფასეულობების მატარებელს. მისი აზრით, მოზარდს დამნაშავედ ფორმირების რამდენიმე ეტაპი გააჩნია.

,,მოზარდთა დანაშაულობასთან შედარებით არასრულწლოვანთა დანაშაულობა საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენს,აც გამოიხატება იმაში, რომ მათ დანაშაულს ნაკლები ზარალი მოაქვთ და რომ აქ შედარებით დაბალია მძიმე დანაშაულობათა წილი“ - აღნიშნავს კვლევაში.

კვლევის მიხედვით, საზოგადოების პოზიტიური გავლენის შედეგად პიროვნება ყალიბდება დადებითად, ხოლო უარყოფითი, სუბკულტურული ფასეულობების გავლენის შედეგად გვევლინება დელინქვენტური, ასოციალური ქმედების ჩამდენ პირად, რომელიც გარდა იმისა, რომ უარყოფს და არღვევს კანონის მოთხოვნას, ასევე უგულებელყოფს და აბუჩად იგდებს საზოგადოებაში არსებულ ტრადიციებსა და მორალის ნორმებს.

იზა კელენჯერიძის შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, არასრულწლოვანი დამნაშავის გარკვეულ მახასიათებელს წარმოადგენს: განათლებისა და კულტურის დაბალი დონე; სწავლისადმი ინტერესის შესუსტება; ინტერესთა და მოთხოვნილებათა პრიმიტიულობა; მისწრაფება ალკოჰოლის, ნარკოტიკების და ილუზორული სიამოვნებებისადმი; მისწრაფება იარაღისადმი; პოზიტიური ღირებულებების არამყარობა, რაც მათ უბიძგებს ასოციალური ქცევებისადმი, მომეტებული აგრესიულობა; კომპრომისის გამონახვის შეუძლებლობა თანატოლებთან ურთიერთობაში; უხეშ ძალაზე ორიენტაცია; გამომდინარე იქედან, რომ უგულებელყოფენ სწავლას, ორიენტაცია ისეთი პროფესიების დაუფლებაზე, რომელიც არ მოითხოვს დიდ განათლებას.

,,ჩემი აზრით კი, ყველაზე პირველი და ძირითადი მახასიათებელი არასრულწლოვანი დამნაშავის პიროვნებისა დაკავშირებულია მის ასაკთან
. არასრულწლოვანი იმ ასაკში იმყოფება, რომლის დროსაც, როგორც მედიკოსები ამბობენ, ორგანიზმში ნამდვილი გრიგალია. მოზარდი ცდილობს, გაარკვიოს თუ რა უნდა მას სინამდვილეში და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს იმას, რაც მას უნდა. ამ ასაკში პიროვნებას საკმაოდ მაღალი, უფრო სწორად, მიუწვდომელი მიზნები ამოძრავებს. იგი ხშირად ვერ პოულობს ამ მიზნის მისაღწევად კანონიერ, დასაშვებ გზას, რადგან არ გააჩნია ამისათვის საჭირო ფული, გამოცდილება და შეიძლება ითქვას, რომ ისიც კი არ იცის, თუ რა უნდა მას სინამდვილეში. „არასრულწლოვანთა მოქმედების ფარგლები ზრდადასრულებულ ადამიანებთან შედარებით ვიწროა, ცხოვრების გამოცდილება მეტად ღარიბია. სამაგიეროდ მდიდარია მათ მისწრაფებათა და განცდათა სამყარო. იგი ახლა დგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ცხოვრებაში, ახლა ისახავს პირველ სასიცოცხლო მიზანს. მათი ხასიათი ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული." - აღნიშნავს კვლევაში.

,,მოზარდი, რომელიც სისტემატიურად დადის სკოლაში, ვარჯიშზე და რაიმეთია დაკავებული, ნაკლებად ექცევა ქუჩის ზეგავლენის ქვეშ" - ასკვნის მკვლევარი. განსაკუთრებით, ყურადღსაღებია ის ფაქტი, რომ გორში მხილებული არასრულწლოვნების ნაწილის მშობლები, პოლიციის ცნობით, საზღვარგარეთ იმყოფება სამუშაოდ.

ფოტო: არასრულწლოვნის დაკავება გორში, კომბინატის დასახლებაში, (საკუთარი ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.