რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
შიდა აუდიტის დასკვნით, გორის მერიაში ქაოსია
გორის მერს კოტე თავზარაშვილს გაუგზავნეს დოკუმენტი, რომელიც შიდა უდიტისა და ინსპექტირების ჯგუფმა მოამზადა. ჯგუფის წევრებმა 8 ,,ააიპი" და მერიის ერთი სამსახური შეამოწმეს.

დასკვნის მიხედვით, რომელსაც ხელს სამსახურის უფროსი თ. ზურაბაშვილი 2019 წლის 18 იანვრის თარიღით აწერს, გამოვლენილია, როგორც ხარვეზები, ასევე, მნიშვნელოვანი დარღვევები. საჯარო განხილვისთვის მომზადებულ დოკუმენტში ყურადღება ნაკლებად ეთმობა სატენდერო, ფინანსურ თუ საბუღალტრო ანგარიშგების პროცედურების განხილვას. აუდიტის დოკუმენტი, ძირითადად, საქმის წარმოების წესების დაცვას, დებულებებისა და ხელშეკრულებების შინაარსის გასწორებისკენ მოწოდებებს შეიცავს.

დოკუმენტი საკრებულოს წევრებსაც გააცნეს.

,,ყველამ უნდა იცოდეს, რა არის სამსახურის გრძელვადიანი პერსპექტივა, წლიური საქმიანობის მიზანი და შედეგი, თითოეულმა თანამშრომელმა მაქსიმალურად გაითავისოს დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთოს მისი შესრულების პროცესში" - აღნიშნავს აუდიტი.

აღმოჩნდა, რომ შემოწმებულ სტრუქტურებში არ იყო წლიური და სტრატეგიული გეგმები შემუშავებული. მოუწესრიგებელი დახვდათ თანამშრომელთა პირადი საქმეები, შემოსული და გასული დოკუმენტაცია აღურიცხავია და არასისტემურია. კანონთან შეუსაბამო აღმოჩნდა შრომითი ხელშეკრულებები.

აუდიტის შეფასებით, შესაცვლელია თითოეული სამსახურის თუ ,,აიპის" დებულებები. ,,გაწერილ იქნეს სამსახურის ფუნქციები და მოვალეობები იმ მიმართულებით, რომლითაც გაცილებით უფრო მობილური, ეფექტური და შედეგის მომცემი იქნება მომავალში განყოფილების საქმიანობა" - წერს აუდიტი.

,,სოციალური დახმარების წესიდან ერთი და იგივე მუხლით და პუნქტით, ან რამდენიმე მუხლით ერთდროულად ერთსა და იმავე პიროვნებაზე გაცემულმა თანხებმა შეიძლება ბიუჯეტის შესაბამის მუხლში არსებული რესურსის სწრაფი ხარჯვა გამოიწვიოს. სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურში სოციალური დახმარების მსურველთა მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილია დაოკუმენტაცია, რაც პროგრამით განსაზღვრული გასაცემი დახმარების ზღვრული ოდენობის დარღვევით გაცემის წინაპირობაა" - აღნიშნავს აუდიტი.

ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს, რომ ორგანიზაციებში არ არის დაცული სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმები.

გორის მერის პრეს-სამსახურის განცხადებით, დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთი განყოფილების ანგარიშს: ,,ეს არის ჩვეულებრივი ანგარიში, სადაც საუბარია მხოლოდ და მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზებზე, რაც გამოსწორებადია. ანგარიში ეხება ერთ კონკრეტულ სამსახურს მერიაში და შემოწმებულ ,,აიპიებს".
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.