რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
გორში დევნილთა ახალ ბინებში წყალი კედლებიდან გადმოდის
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ახალ ბინებში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, წყლის მილები გასკდა. ამის შესახებ qartli.ge-ს იმ ოჯახმა აცნობა, რომელიც, ბინის მიღების დღიდან, კორპუსში საცხოვრებლად ვერ გადადის.

აფხაზეთიდან დევნილი ინგა ბარაკალაია და მისი ოჯახი დღემდე ნათესავის სახლში აგრძელებენ ცხოვრებას. მის სახლში მილებიდან, რომელიც კედლებშია ჩამონტაჟებული, წყალი ჟონავს. წყალი არა მარტო ოთახებში, არამედ სადარბაზოებშიც გადის.

,,დიდი ხანია ჯერ კომპანიის წარმომდგენლისგან, შემდეგ სამინისტროსგან რეაგირებას ვითხოვ. როგორც კი, ჩავრთავ წყალს, მაშინვე კედლებიდან გამოდის. ჩემ მდგომარეობაში არაერთი მოსახლე ყოფილა. შეუძლებელია ამ სახლში ცხოვრება. კვლავ მეუღლის ბიძის სახლში ვაგრძელებთ ცხოვრებას" - აცხადებს ინგა ბარკალაია.

ოჯახი რეაგირებას სამინისტროსგან ითხოვს. qartli.ge ცდილობს სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი მიიღოს.

480 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილ ობიექტზე მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ს ს ,,ტრანსმშენი“ ახორციელებდა.

სამუშაოები, გაფორებული ხელშეკრულების მიხედვით 2017 წლის 11 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო კომპანიამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება, რის გამოც სამუშაოების წარმოება კომპანიამ საჯარიმო სანქციებით გააგრძელა. სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. 22 დეკემბერს ბინებში მოსახლეობა საზეიმოდ შეასახლეს.

კომპანიის გენერალური დირექტორია (ნავთობისა და გაზის კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი) ირაკლი შენგელია. მან ჯერ 2016 წლის ივნის-ივლისში პოლიტიკურ პარტიას (ახალი საქართველო და წარმატებული საქართველოს) შესწირა 8000 ლარი. ხოლო აღნიშნული კომპანიის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გვარამაძემ 2016 წლის 25 გვისტოს 10 ათასი ლარი ,,ქართული ოცნებას" გადაურიცხა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.