რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
წელს შიდა ქართლში 50 ათასამდე ფერმერი მიწას უფასოდ მოხნავს

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე და  შპს მექანიზატორის დირექტორი ზვიად ჩხაიძე  დღეს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეებს გიორგი თოთლაძეს, დავით ჯოლბორდს და ამირან შავშიშვილს; ასევე შიდა ქართლის რეგიონში შემავალ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

 

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.  სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას დაემატა  ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლები .

 

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვილი სახით მიიღებენ. 

 

  • - ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
  • - ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით.
  • - ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰას ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰაზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.

 

ნიადაგის ხვნის სამუშაოებს  შპს “მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია.

 

„აგრო ბარათით“ მომსახურებას ფერმერებს წელსაც  ლიბერთი ბანკი გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლეობლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების საქონლის შეძენა  (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს.

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“  თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
14:37 / 28.09.2026
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა
ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და
„ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და „ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
12:55 / 28.09.2026
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე
ავტომობილი შეეჯახა.
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
18:40 / 27.09.2026
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან
ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
12:45 / 27.09.2026
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების
მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას
მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
11:55 / 27.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.