რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
რაინდობა და ჩხუბი - მოჭიდავე დეპუტატისთვის
როცა სსრ კავშირის ნაკრები იმყოფებოდა ბელგიაში, მორიგი წვრთნის დროს, თემურ ხუბულურთან მივიდა მშვენიერი ქალიშვილი ძიუდოს ფორმაში, მათებურად მიესალმა და ორთაბრძოლა შესთავაზა.

- კონაღამ დავეცი მის დანახვაზე.“ - უთხრა თემურ ხუბულურმა საბჭოთა ჟურნალისტს იან დიმოვს. - ,,ჩამოვჯექი, რომ მართლა არ დავცემულიყავი. შემდეგ ვიფიქრე, ვისთან აპირებ თემურ ჭიდაობას? მსუბუქად მოვკიდე ხელი მის კიმონოს, მაღლა ავწიე და ვგრძნობ, ცოტაც და ჰაერში გაასავსავებს ფეხებს. არა, არ შეიძლება ესე, ეს ხომ ქალია-მეთქი“.

თემურ ხუბულური იან დიმოვთან იხსენებს, რომ მან და კიმონოს ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ ტატამზე დაიწყეს სიარული. 

,,გაგიგიათ, ის ჩაჭიდებას ცდილობს...არა, გოგონა, ჩემთან ეს არ გაგივა - ვფიქრობ და ვანელებ მის აგრესიულობას კიმონოზე ოდნავ ხელის წავლებით, თან ფეხს ვწევ წინ. ჯერ ვერ დაინახა, შემდეგ მოისაზრა და სარმა (ილეთი) გამომდო. ყველა ჩემი მეტოქე რომ ასეთ სარმებს მიდებდეს, ფეხი არასოდეს მეტკინებოდა. რა მექნა? მოსხეპილივით ცალ მუხლზე დავეცი. მან სიხარულით შეიკუნტრუშა.“ - იგონებს თემურ ხუბულური.

თემური არა მარტო ცალ მუხლზე დაეშვა - წერს იან დიმოვი - არამედ, სამჯერ მსუბუქად დაჰკრა ხელი ტატამს კაპიტულაციის ნიშნად. ასევე დაჩოქილმა ორივე ხელი მაღლა ასწია, გამარჯვებულს ვნებდებიო, და გაიღიმა. ძიუდოისტმა ქალიშვილმა თავაზიანად დაუკრა თავი, შემდეგ სწრაფად აკოცა ლოყაზე და გაიქცა.

მეორე დღეს კი მწვრთნელმა თემურს მოუტანა გაზეთი კაპიტულაციის ფოტოსურათითა და ასეთი ტექსტით: მსოფლიო ჩემპიონი თემურ ხუბულური რაინდობის გაკვეთილს უტარებს ყველას, ვინც დაივიწყა, რომ მშვენიერთა სქესი ყოველთვის უნდა იმარჯვებდეს.

ეს ამბავი სსრ კავშირის ჟურნალისტმა და ყოფილმა სპორტსმენმა, იან დიმოვმა 1987 წელს დაწერა ,,საქართველოს ფალავნების" შეფასებისას.

თემურ ხუბულური და ჩხუბი

,,არასოდეს ჰქონია სურვილი ეჩხუბა, გაერტყა ვინმესთვის. უფრო მეტიც სულ იმის ცდაში იყო, რომ არავინ გაეჯავრებინა. ჩხუბი საერთოდ არ იცოდა. თუ თანატოლი მუშტებით მივარდებოდა, ის ბიძგით იგერიებდა. ერთხელ ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. თემური მოედნის კიდესთან კედელს აკვროდა და გულშემატკივრობდა. მასთან მიგორებული ბურთი უნდოდა ცენტრში გადაეგდო, მაგრამ მარჯვედ ვერ დაარტყა და ბურთი მესერს მოხვდა. აღშფოთებულმა ფეხბურთელმა მას ფერდში ჩაარტყა. ხუბულურმა ხელი დაავლო აბეზარს და მესერს იქით მოისროლა“ - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს, რომ: ,,თუ მკითხველს თემურის ბავშვობაზე რაიმე კითხვა გაუჩნდება, ვურჩევთ ჩავიდეს სოფელ სკრაში, გორიდან ხუთ კილომეტრზე, და შესაძლოა გაიცნოს კიდეც ის კაცი, ვინც პირველმა აღმოაჩინა თემურ ხუბულურის ნიჭი, ხუბულურისა, რომელიც საქართველოს სპორტსმენთაგან პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში.“

პირველ დიდ წარმატებას თემურ ხუბულურმა ოცი წლის ასაკში კონტინენტის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიაღწია - ,,ისე მოხდა, რომ ყველა გადავყარეო“.

პ.ს.

იხ. ამავე თემაზე:

გორის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ხუბულურს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქვემო ჭალაში 11 ჰა-მდე საძოვრის
სტატუსის უკანონო შეცვლისა და გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინგა
კურტანიძემ იყიდა და 139 ერთეულად დაანაწევრა.
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქვემო ჭალაში 11 ჰა-მდე საძოვრის სტატუსის უკანონო შეცვლისა და გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინგა კურტანიძემ იყიდა და 139 ერთეულად დაანაწევრა.
14:40 / 13.08.2026
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა
ვიდეომიმართვაში აჩვენა მდინარე ტანას ხეობაში, დაცულ ტერიტორიაზე,
არსებული საბურავების ნაგავსაყრელები და პასუხისმგებელი უწყებების
უმოქმედობაზე მიუთითა.
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა ვიდეომიმართვაში აჩვენა მდინარე ტანას ხეობაში, დაცულ ტერიტორიაზე, არსებული საბურავების ნაგავსაყრელები და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობაზე მიუთითა.
13:57 / 13.08.2026
გორის მერიამ 12 აგვისტოს „ახალბაღში“ ახალგაზრდული ფესტივალი
ჩაატარა.
გორის მერიამ 12 აგვისტოს „ახალბაღში“ ახალგაზრდული ფესტივალი ჩაატარა.
12:25 / 13.08.2026
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში
ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა, მათ
შორის 55 ნარკორეალიზაციაში ჩართული, ხოლო
ნივთმტკიცებად ნარკოტიკები, თანხა და იარაღი
ამოიღო.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა, მათ შორის 55 ნარკორეალიზაციაში ჩართული, ხოლო ნივთმტკიცებად ნარკოტიკები, თანხა და იარაღი ამოიღო.
11:40 / 13.08.2026
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში დამონტაჟებული ლიფტისკენ მისასვლელად
შშმ პირებმა და სხვა ვიზიტორებმა ალაყაფის მაღალი კარის ბარიერი უნდა
გადალახონ, სასახლის რეაბილიტაციაზე კი უკვე 2.4 მლნ ლარია დახარჯული.
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში დამონტაჟებული ლიფტისკენ მისასვლელად შშმ პირებმა და სხვა ვიზიტორებმა ალაყაფის მაღალი კარის ბარიერი უნდა გადალახონ, სასახლის რეაბილიტაციაზე კი უკვე 2.4 მლნ ლარია დახარჯული.
11:12 / 13.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.