რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გასაუბრებაზე დაწუნებულ პარტიულ აქტივისტებს თანამდებობებზე ნიშნავენ

 

,,რას აკეთებთ საკრებულოში?" - ამ კითხვით კასპში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ-ერთი წევრი გურამ მაჭარაშვილი სწორედ იმ კონკურსანტებს მიმართავდა ხოლმე, რომლებიც გასაუბრებაზე საკრებულოში მოქმედ სპეციალისტებად ითვლებოდნენ. ,,კათარზისში მივდივართ ხოლმე და ვამოწმებთ" - პასუხობდნენ საკრებულოს სპეციალისტები. ,,კათარზისელები" გასაუბრებაზე დაიწუნეს, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ საკრებულოში მაინც მუშაობენ, ზოგი შტატში, ზოგი - უშტატოდ.

 

,,საკრებულოს აპარატის სპეციალისტებად აიყვანეს ის კონკურსანტები, რომლებმაც ფაქტიურად ჩვენი შეფასებით ვერ გაიარეს გასაურება, რადგან ვერც ერთ კითხვას გასცეს პასუხი." - აღნიშნულია ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" შუალედურ ანგარიშში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის მონიტორინგს ეხება.

 

ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენელი, საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაურების ეტაპს აკვირდებოდა და თითოეული კანდიდატის შესახებ კომისიის წევრების შეფასებებს და განწყობებს ინიშნავდა. მისი ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნიიდან მივლინებული გურამ მაჭარაშვილი (გუბერნატორის მოადგილე) თითოეულს, ამჟამად, სადავო კონკურსანტს დაახლოებით 10 კითხვით მიმართავდა.

 

,,პასუხებს რომ ვერ იღებდა, ბოლოს ეკითხებოდა - საკრებულოში რას აკეთებთ, რა ფუნქციები გქონდათო. ეს ის კანდიდატები იყვნენ, რომლებიც კონკურსამდეც დანიშნულები იყვნენ. ვერც ამაზე გასცეს პასუხი, რამდენიმე კი პასუხობდა, რომ კათარზისში გზავნიდნენ და თითქოს იქ სოციალურად გაჭირვებულებისთვის მომზადებულ საკვებს ამოწმებდნენ." - გვეუბნება დამკვირვებელი.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ასეთი კონკურსანტების ვინაობა ცნობილია - ესენია გიგა ოთარაშვილი, მიხეილ რაზმაძე და ლევან თაბუაშვილი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ორ მათგანს, შემდგომში, პირად საქმეში ,,წარმატებით გასაუბრება" ჩაუწერეს, ხოლო თაბუაშვილს - უშტატო ხელშეკრულება გაუფორმეს. ხელშეკრულებით აყვანილებს კი, კონკურსი არ ეხებოდათ.

 

ყველა მათგანი კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია, ამჟამად კი, კონკრეტულად პარტია ,,ქართული ოცნების" წევრად ითვლება.

 

რატომ გახდა იძულებული გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, რომ ასეთი შინაარსის ,,საკონტროლო კითხვა"  კონკურსანტ-აქტივისტებისთვის დაესვა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა. გიგა ოთარაშვილი კი აცხადებს, რომ გასაუბრების შესახებ აზრი, უპრიანი იქნება, სწორედ, კომისიის წევრებს ვკითხოთ.

 

,,სამართლიანი არჩევნების" შუალედური დასკვნის შესახებ კომისიის წევრების პოზიციებს შემდგომში შემოგთავაზებთ.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება 2014 წლის ოქტომბრიდან აკვირდება საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესს ტესტირებისა და გასაუბრებების ეტაპებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის 73 დამკვირვებელი მონიტორინგს ერთგვაროვანი მეთოდოლოგიისა და კითხვარების საფუძველზე ახორციელებს.
 
 
,,დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იქ სადაც მოგვეცა გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა, პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინაარსისა და სირთულის იყო. კომისიაც ძირითადად პოზიტიურად იყო განწყობილი კონკურსანტების მიმართ. თუმცა, 8  თვითმმართველ ერთეულში , გასაუბრებების დროს, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოებას და  პოლიტიკური და გენდერული ნიშნით არათანაბარ მიდგომას. ანგარიშში მოხვდა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის რამოდენიმე ფაქტიც." - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ, ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.