ახალი ამბები
გორში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება შესაძლოა მოეხსნას
გორის პოლიციამ, სოფელ ახალსოფელთან, დააკავა პიროვნება, რომელსაც ბრალი, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მუხლით, წაუყენეს. ამის შესახებ qartli.ge გასულ წელს წერდა.

შს სამმართველოს თანამშრომლებმა, გადამოწმებისას გაარკვიეს, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოში თანმიმდებრვობით შემოსულია ორჯერ ისე, რომ გასვლა მათ შუალედში დაფიქსირებულია ერთხელ.

,,ეს პიროვნება, ეთნიკური აზერბაიჯანელი იმყოფებოდა სოფელ ახალსოფელში ცხვრის საყიდლად. გააჩერა პოლიციამ და უთხრა, რომ ის საქართველოში უკანონოდ იყო
შემოსული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაოცდა. პოლიციამ მონაცემთა ბაზაში ნახა, რომ პიროვნება საქართველოდან წასულია რუსეთში, შემდეგ შემოსულია, საზღვრის გავლით,  ორჯერ. ბუნებრივია, დაისვა კითხვა: თანმიმდევრობით ორჯერ როგორ შემოვიდა საქართველოში, თუკი რუსეთში წასული იყო ერთხელ?“ - აცხადებს ადვოკატი ნინო შავშიშვილი.

Qartli.ge გასულ წელს, სწორედ, იმას აღნიშნავდა, რომ პასუხგაუცემელია კითხვა, თუ როგორ შემოვიდა პიროვნება საქართველოში ორჯერ, როდესაც მას მხოლოდ ერთხელ უფიქსირდება რუსეთის მიმართულებით წასვლა.

,,ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს მივყევით, გამოვითხოვეთ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით, რუსეთიდან შემოსულია სხვა პიროვნება. ეს ხდება იმ შუალედში, როდესაც ბრალდებული რეალურად ტოვებს და შემდეგ შემოდის ქვეყანაში.“ - აღნიშნავს ნინო შავშიშვილი.

მისი განმარტებით, ,,უცხო პიროვნება“ საქართველოში სავარაუდოდ შემოსულია რუსეთიდან დეპორტაციის შედეგად.

,,მე ვვარაუდობ, რომ საქმე გვაქვს რუსეთიდან დეპორტირებულ პიროვნებასთან, რადგან დეპორტაციის პერიოდს ემთხვევა. რაკი დეპორტირებულ მოქალაქეს არ ქონდა მოწესრიგებული საბუთები, მიუთითა სხვა პირის სახელი და გვარი. ყოველ შემთხვევაში, ის პიროვნება არსად ჩანს დღემდე“ - აცხადებს შავშიშვილი.

6 თებერვალს გორის შს სამმართველოში მიიღეს ექსპერტიზის დასკვნის პასუხები, რომლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქის სახელითა და გვარით შემოსული პიროვნების გამოსახულება (აეროპორტის გამშვებ პუნქტში გადაღებული ფოტოზე) არ ემთხვევა ბრალდებულის გამოსახულებას:

,,ეს გარემოება დაამტკიცა ექსპერტიზამ. პიროვნება სულ სხვა აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დიდი ალბათობით, გამართლდება წარდგენილ ბრალდებაში.“ - განმარტავს შავშიშვილი.

შს სამინისტროს ოფიციალური პოზიცია ასეთია:

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

1972 წელს დაბადებულ ნ.კ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) წაუყენეს ბრალი. მას გირაო აქვს შეფარდებული და ამჟამად რუსეთში იმყოფება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ ლიდერებთან
კვლევაში, რომელიც ავტორებმა ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს

"საბავშვო ბაღში სულ მღეროდა. მასწავლებლები სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ სიმღერის გარდა, არაფერს აკეთებს.

"ჯიშობრივად გაუმჯობესდა და გაბიბინდა ტყე. გაერომ ჩაატარა კველვა,

გასული თვის პოპულარული სიახლეები
სტალინის სურათი ქორწილში (VIDEO)
პარალელურად, საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ჰიმნი დაუკრეს, სადღეგრძელო თქვეს და ,,პატარა გორი დიდიას" მუსიკაზე იცეკვეს.
გორში ღვაწლმოსილი პედაგოგი ასპარეზს ახალგაზრდა კადრს უთმობს
,,მაგრამ ჯობია, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ. მოსწავლეების თვალსაც უხარია, როცა
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციითაც დაინტერესდა
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციითაც დაინტერესდა
12:53 / 19.06.2019
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა
ანდრიამ ,,სოდომ-გომორის'' ცოდვაზე 16 ივნისს იქადაგა.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ,,სოდომ-გომორის'' ცოდვაზე 16 ივნისს იქადაგა.

14:46 / 18.06.2019
3-თვიანი ხელშეკრულების მიხედვით, თითოეული კომპანია ადგილობრივ
ბიუჯეტში 20-30 ათას ლარს შეიტანს

3-თვიანი ხელშეკრულების მიხედვით, თითოეული კომპანია ადგილობრივ ბიუჯეტში 20-30 ათას ლარს შეიტანს

13:03 / 18.06.2019
სპორტული სკოლის ფოიეში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ევროპის
თამაშების მიმდინარეობისას გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება 
უგულშემატკივრონ  სპორტსმენებს
სპორტული სკოლის ფოიეში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ევროპის თამაშების მიმდინარეობისას გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება  უგულშემატკივრონ  სპორტსმენებს
12:59 / 18.06.2019
2019 წლის 22 ივნისიდან
სამხედროები ,,გიგანის“ ნაცვლად კომპანია ,,ტენდერი 123“-ის მიერ
მიწოდებ პროდუქციას მიიღებს.

2019 წლის 22 ივნისიდან სამხედროები ,,გიგანის“ ნაცვლად კომპანია ,,ტენდერი 123“-ის მიერ მიწოდებ პროდუქციას მიიღებს.

12:13 / 18.06.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.