რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ბოლო სამ წელიწადში, საქართველოში 499 მშობელს შვილის გამო პასუხი მოსთხოვეს
ბოლო სამ წელიწადში საქართველოში 499 სამართალდარღვევის შემთხვევა გამოვლინდა, რა დროსაც, მშობლებმა ან მათმა უფლებამონაცვლეებმა, არასრუწლოვნების მიმართ აღზრდისა და სწავლების პროცესში, მოვალეობები არასაკმარისად და არაჯეროვნად შეასრულეს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელმა ანა ახობაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ორგანიზაციამ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა რომლიც მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მხრიდან არასრულწლოვნების აღზრდასა და სწავლების პროცესში დაკისრებული მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტებზე რეაგირებას და სამართლებრივ კვალიფიკაციას ეხება.

ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა, თუ რამდენ შემთხვევაში დადგა მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობა და რამდენ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა არ დადგა.

ამასთან, ორგანიზაცია დაინტერესდა სამართალდარღვევის ფაქტებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების სტატისტიკით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2016 წელს გამოვლინდა სამართალდარღვევის - 166 შემთხვევა, 2017 წელს - 189, ხოლო 2018 წელს - 144 შემთხვევა. თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის მანძილზე, განხილულ იქნა 124 საქმე, თუმცა სასამართლოს არ მოუწოდებია ინფორმაცია 2017-2016 წლებში განხილული საქმეების თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო. კოდექსის 172-ე მუხლი განსაზღრავს იმ შემთხვევებს, რა დროსაც მშობლების ან მათთან გათანაბრებული პირების იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.

კერძოდ, მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა გამოიხატება არასრულწლოვნის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ალკოჰოლიანი სასმელის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით.

კანონი ცალსახად ადგენს დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, რაც ასევე გულისხმობს დამღვევი პირის მიმართ ჯარიმას 100-დან 300 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორებით შემთხვევაში, ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. კანონი ცალკე რეგულაციას აწესებს მშობლების მიმართ 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების შემთხვევის დროს, რაც გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სამწუხაროდ, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ კონკრეტულად რა ტიპის სამართალდარღვევების გამოვლენას აქვს ადგილი. ამასთან, არ არსებობს ერთიანი სტატისტიკა დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის თაობაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ჯარიმის ოდენობის დაკისრებას ინდივიდუალურად წყვეტს და დამოკიდებულია სამართალდარღვევის სიმძიმესა და ხასიათზე. ამასთან, შესწავლამ ცხადყო, რომ კოდექსში არსებული მუხლი მოქმედია და მიზანს მშობლების ან მათი უფლებამონაცვლეების მიმართ, მორალური პასუხისმგებლობასთან ერთად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეც მიუთითებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.