რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ერაყში დაშავებული ჯარისკაცი კომპენსაციის მისაღებად 10 წელია იბრძვის
კაპრალი ზ.გ. ერაყში 2007 წლის 21 ნოემბერს დაშავდა. კერძოდ, სანგრების გაკეთების დროს მე-5 ბაზა, სადაც იმყოფებოდა, არტილერიით დაბომბეს. აფეთქების შედეგად კაპრალმა ფეთქებადი, ნამსხვრევი ჭრილობები მიიღო, ხოლო მისი განმარტებით ამ ჭრილობების შედეგად დაუზიანდა ხერხემალი.

მკურნალობის კურსი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გაიარა, შემდეგ საქართველოში გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 2008 წლის 25 ივნისს, ის, როგორც სამხედრო სამსახურისთვის უვარგისი, დაითხოვეს სამხედრო რიგებიდან, ამორიცხეს პირადი საქმიდან და კომპენსაციაც არ გადაუხადეს.

კაპრალმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დაიწყეს დავა იმის თაობაზე, რომ მას ხერხემლის მდგომარეობა გაურთულდა არასათანადო მკურნალობის შედეგად. მათივე შეფასებით, არასათანადო მკურნალობის შედეგად ტკივილი გადავიდა ფეხებზე და დაიწყო კოჭლობა.

,,მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან გაანთავისუფლეს მოულოდნელად და ყოველგვარი გაფრთხილების, კონტრაქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებისა და სათანადო მკურნალობის გარეშე. აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღო. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეორე ჯგუფის ინვალიდი მამა.“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს, დააკისრა ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის გაცემა; ასევე მატერიალური ზიანის - 4 435 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

ეს გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა და მოითხოვა გაუქმება იმ მოტივით, რომ კაპრალს ხერხემლის დაზიანებები ერაყში არ მიუღია. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ერაყში კაპრალმა დაზიანება იღლიის უკანა მხარეს მიიღო და ხერხემალი არაფერ შუაში იყო. სასამართლოს მომდევნო ინსტანციამ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოღონდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. დაუზიანდა თუ არა ხერხემელი კაპრალს ერაყში, ამის ხელახალი გარკვევა დაეკისრა სასამართლოს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
დღეს, 13 აგვისტოს, 22-მა დამოუკიდებელმა ონლაინ გამოცემამ, მათ შორის
დღეს, 13 აგვისტოს, 22-მა დამოუკიდებელმა ონლაინ გამოცემამ, მათ შორის
18:21 / 13.08.2025
,,ჯერ ის არის საწყენი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოგებულ პროცესს ასაჩივრებს,

,,ჯერ ის არის საწყენი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მოგებულ პროცესს ასაჩივრებს,

12:49 / 13.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.