რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში იპოთეკარმა მოვალეების 80 000-ლარიანი სახლი 6 200 ლარად შეიძინა
Qartli.ge-ს წარუდგინეს დოკუმენტი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იპოთეკარმა 80 000-ლარიანი სახლი 6200 ლარად ,,იყიდა“. ეს ამბავი ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ოჯახის წევრებმა იპოთეკარისგან, იპოთეკის ხელშეკრულებით, აიღეს 5 500 დოლარი სესხი. ვალის გადაუხდელობის გამო, მოვალეებს სახლის დაცლა მევალემ მოსთხოვა.

ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იპოთეკარს მოლაპარაკებოდნენ. ზეპირი შეთანხმების არსი ასეთი იყო: ბინა გაიყიდებოდა აუქციონზე, შეიძენდა იპოთეკარი და არა სხვა ვინმე, რითაც ვალის გადახდის შემდეგ, სახლი, კვლავ ოჯახის წევრებზე გადაფორმდებოდა.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, იპოთეკარმა, როგორც კი სახლი გაიფორმა, დაზარალებულებს მაშინვე სახლის დაცლა მოსთხოვა.

,,სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ პრეტენზიას, რომ მოსარჩელემ 80 000 ლარად შეფასებული ქონება შეიძინა 6200 ლარად, ვინაიდან აუქციონზე გატანილი მოვალის ქონების შეძენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, აუქციონზე გატანილი ქონება შესაძლებელია, გაიყიდოს ამ ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასადაც (სსკ-ის 307-ე მუხლი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს აუქციონის შედეგების კანონიერება არ წარმოადგენს.“ - აღნიშნულია სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბერის გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი
ხელს უწყობს
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი ხელს უწყობს
21:09 / 22.09.2026
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026
წლის ზაფხულში კასპის
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026 წლის ზაფხულში კასპის
17:38 / 22.09.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში
დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული
ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
12:04 / 22.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების
მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები
სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში,
ჯერჯერობით გაურკვეველია.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
10:50 / 22.09.2026
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული
უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
20:27 / 21.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.