ახალი ამბები
რა შემთხვევაში არ მიუვა კორკოტი მიცვალებულს - ქართლური წარმოდგენები
კორკოტის „შედგმა“ დიასახლისმა უნდა მოასწროს პარასკევს-ვიდრე მზე გადავა. მარცვლეული იყრება წყლიან ქვაბში - მუჭობით. ყოველი მუჭის ჩაყრისას დიასახლისი ცალ-ცალკე მოიხსენიებს მიცვალებულებს სახელით, ანთებს სანთელს.

როდესაც ადუღდება, კორკოტის ქვაბს სახურავი არ უნდა ეხუროს. მთხრობელის გადმოცემით, სწორედ ქვაბიდან ამოსული ოხშივარი უნდა „მიუვიდეთ“ მიცვალებულებს. ამ დღეს მოხარშული კორკოტის ქაფს აღარ აქვს ის დანიშნულება, რაც შობისა და ნათლისღებისას.

კარგად მოხარშული ხორბალი მეორე დილას
მზის ამოსვლამდე უნდა ჩაიზილოს რძეში,
შეგემდეს ერბოთი და დაურიგდეს მეზობლებს.

ერთ-ერთი მთხრობელის გადმოცემით, მის დედამთილს ორი ახალგაზრდა ვაჟი ჰყავდა გარდაცვლილი და კორკოტს უშველებელი ქვაბით მოხარშავდა, გზაზე გაიტანდა და გამვლელლგამომვლელს მიართმევდა - შენდობას ათქმევინებდა. მისივე თქმით, მიცვალებულის კორკოტში მხოლოდ ერბოს გამოყენება შეიძლებოდა. მისი ქონით შეგემება, მიცვალებულის სულის შებილწვა იყო.

,,დღეს ეს რიტუალი ფაქტობრივად უცვლელად არის შემორჩენილი. ამ დღეს კორკოტს აკურთხებს ეკლესიაც, თუმცა საულიერო პირები დღესასწაულ კორკოტობას ხალხურად მოიხსენიებენ. " - აღნიშნავს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი თამილა კოშორიძე.

ხორციელის შაბათი საეკლესიო კალენდრით მიცვალებულის დღეა. ეს არის უქმე,ომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იცავენ. შიდა ქართლში ამ დღს იხარშება კორკოტი.

გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება ცნობილი ეთნოგრაფების საექსპედიციო ჩანაწერები, რომლის მიხედვით, სერგი მაკალათიას, ვერა ბარდაველიძეს და სხვებს, მთხრობელები წეს-ჩველებების შესახებ, უყვებიან.

თუ შობას და ნათლისღებას ქართლში კორკოტს უხვმოსავლიანობის დასაბევებლად ხარშავდნენ, ამ დღის კორკოტი მხოლოდ მიცვალებულთა სულის მოხსენიებისადმია მიძღვნილი.

ჩანაწერების მიხედვით, საკორკოტედ ყველა ჯიშის ხორბალი არ გამოიყენებოდა. მთხრობელთა გადმოცემით საუკეთესოა „შავფხა“, დოლის პური, დიკა. საერთოდაც, საქართველოში მარცვლეულის საწესო ხარშვისას მოწმდება „წმინდა ხორბლის“ არსებობა.

,,ზოგიერთი მარცვლეულისაგან მოხარშული კორკოტი „მიცვალებულამდე ვერ აღწევს“. ამიტომ გაჩნდა ამ რიტუალისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება." - აღნიშნავს მუზეუმის თანამშრომელი თამილა კოშორიძე. მან მოიძია ყველა ის ჩანაწერი, რაც ეთნოგრაფიულ ჩანაწერებშია მოცემული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
,,81-წლის კაცი ვარ, სახლში არავინ მყავს. მოსავალი მოვიყვანე. ჩაბარებით კი, ვერსად ჩავაბარე. 8-10 თეთრი უნდა გადაგიხადოთო. წაღებით კი, ვერსად მიგვაქვს
საგზაო დეპარტამენტის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დასახმარებლად საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მოსახლეობამ კი, მერიას მიმართა.

,,ჩემ მეუღლეს ვუთხარი, ნიკო, რა ვუყოთ ამ წიწილებს-მეთქი. გადმოსვი და ყუთი გადააბრუნეო. მერე საქონელი

,,აქ გარშემო რა სოფლებსაც ხედავთ, ქართულსაც და ოსურსაც, ერთ დროს, ყველა ერთი ოჯახივით ვიყავით.

გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
,,დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში შვი­ლის
მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­კი­თხა.
,,დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­კი­თხა."
15:41 / 21.03.2019
,,მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო
არსებული დარღვევა-ნაკლოვანებების დროული გამოვლენა და სათანადო
რეაგირება.
,,მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო არსებული დარღვევა-ნაკლოვანებების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება."
15:28 / 21.03.2019
აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 3 500
აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 3 500 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
15:00 / 21.03.2019
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელმა SMART
Campaign-მა ფინკა ბანკს მეორედ მიანიჭა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელმა SMART Campaign-მა ფინკა ბანკს მეორედ მიანიჭა
14:02 / 21.03.2019
კომპანია ,,ავტოგრუპი

კომპანია ,,ავტოგრუპი" 2019 წლის 18 მარტს შავ სიაში შეიყვანეს. ხაშურის მერის გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, კომპანიამ

13:23 / 21.03.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.