რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
პრემიები უშტატოებს - ,,მძღოლი და დამლაგებელი იჩაგრებიან"

 

,,შტატგარეშე მუშაკთან ურთიერთობებას შრომითი ხელშეკრულება არეგულირებს. პრემია ხელშეკრულებით აყვანილ პიროვნებებზე არ უნდა ვრცელდებოდეს. სხვათა შორის მაჟორიტარმა მოგვიწოდა საჯაროდ, რომ პრემიების საკითხს სიფრთხილით მოვეკიდოთ" - უთხრა ნინო ზურაბიშვილმა პაპუნა კობერიძეს. მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, რომელიც ,,ეროვნული ფორუმიდან" წარდგენილ პაპუნა კობერიძეს უხსენეს, ,,ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერია.

 

,,მე პრემიების საკითხს ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდებოდი, უბრალოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ წესი მივიღოთ. შეიძლება სულაც არ მივცეთ პრემია მათ, თუ არ დაიმსახურეს" - უპასუხა პაპუნა კობერიძემ.

 

,,სალაპარაკო ნუ გავხდებით რა" - ჩაერია საუბარში ზურაბ როსებაშვილი, ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელი. ,,მთელი ქვეყანა ქამრების შემოჭერაზე საუბრობს, ჩვენ კიდევ ისევ პრემიებზე ვლაპარაკობთ" - დასძინა მან.

 

,,მე წესს ვამტკიცებ, ქამრების შემოჭერას კი არა" - განაცხადა პაპუნა კობერიძემ.

 

,,ხელშეკრულებით აყვანილ პიროვნებას უფლება აქვს სხვა სამსახურიც ჰქონდეს. ამაში შეზღუდული არ არის. ის შეიძლება რამდენიმე ადგილზე მუშაობდეს და დამატებითი შემოსავალი ჰქონდეს. ჩვეულებრივ საჯარო მოხელეს კი ამის უფლება არა აქვს. საჯარო მოხელის უპირატესობა ის არის, რომ თანამდებობაზე კონკურსის წესით დაინიშნა, ტესტირება გაიარა. ამიტომ, ჩემი აზრია, რომ ნუ ჩავაყენებთ საჯარო მოხელეს და უშტატო თანამშრომელს ერთ პირობებში. თუ მაინც და მაინც გინდათ, რომ უშტატო თანამშრომელმა დამატებითი ანაზღაურება აიღოს, ეს უნდა ხელშეკრულებაში ჩაიწეროს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევაში მიეცეს დანამატი" - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა.

 

ნინო ზურაბიშვილის განმარტება პარტია ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელს ილია მეტრეველს მოეწონა.

 

საკითხის განხილვისას საკრებულოს წევრები - ზურაბ როსებაშვილი (ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია) და დავით წეწვაძე (თავისუფალი დემოკრატები) შეკამათდნენ. ერთმანეთს ,,ბევრ ლაპარაკში" ადანაშაულებდნენ. დავით წეწვაძე ერთადერთი წევრი აღმოჩნდა ბიუროზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის ინიციატივას მმხარი დაუჭირა. 

 

საბოლოოდ, საკითხი ჩავარდა. პაპუნა კობერიძე, დებატების დროს, თითქმის იმ აზრამდე მივიდა, რომ ხმა მასაც არ მიეცა. ,,უბრალოდ, სირცხვილია ჩემს ინიციატივას, რომ ხმა არ მივცე" - გაიხურმა პაპუნა კობერიძემ. მან ისიც თქვა, რომ საკითხი გორის მერთან შეთანხმებული იყო. ,,რაიონის საკრებულოში ეს წესი მიღებული აქვთ" - დასძინა საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

,,რაღაც ცუდ საქმეში ვეჯიბრებით რაიონის საკრებულოს" - აღნიშნა საკრებულოს წევრმა ზურაბ როსებაშვილმა. მართლაც, რაიონის საკრებულოს მიერ მიღებულ ,,პრემიების გაცემის წესში" აღნიშნულია, რომ ყველა თანამშრომელს, შტატიანს და უშტატოს, შეუძლია პრემია წელიწადში 7-ჯერ აიღოს. ქალაქის საკრებულოს მიღებულ დადგენილებაში ეს წესი, მხოლოდ, თანამდებობის პირებზე და შტატიან თანამშრომლებზე ვრცელდება.

 

იხ. ვიდეო

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.