რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქალი ღვთაებები ქართლიდან
უფლისციხეში აღმოჩენილია ქალი ღვთაებების ქანდაკებები. მკვლევართა
ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი საკულტო ძეგლია,
ხოლო ქვაზე მჯდომი ქალი - სხვა წარმართული რელიგიიდან შემოტანილია.
ზოგადად კი, უფლისციხე საკულტო ქალაქად მიიჩნევა და აქ მსგავსი
ქანდაკებების არსებობა არც უკვირთ.
უფლისციხეში აღმოჩენილი ქანდაკებები წინარე ქრისტიანულ ხანას განეკუთვნება.
ქურუმთა ქალაქში წარმართული რელიგიური ნიშნები მე-18 საუკუნემდეც კი შემორჩა. ამას ვახუშტი ბატონიშვილის ჩანაწერიც ადასტურებს - უფლისციხელები მისნობას მისდევენო.

არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ციხე-ქალაქში მზეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. 90-იან წლებამდე შემონახული იყო დარბაზი, სადაც ჭერზე მზის დისკო იყო გამოსახული. ეს გამოქვაბული ამჟამად ჩანგრეულია. მზე დაკავშირებული იყო ქალღმერთთან.
ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. კვირია იერარქიულად ყველა იმ დანარჩენი კულტის სათავეში იდგა, რომელსაც ცალკეული თემები თუ ტომები აღმერთებდნენ. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ყველა თემს ჰყავდა როგორც საერთო, ასევე საკუთარი ღმერთი.
კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ტერიტორია სამოსახლოდ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში აუთვისებიათ. გათხრებმა უფლისციხის არსებობის ყველა პერიოდის მასალა. არქეოლოგებმა გამოყვეს სამი კულტურული ფენა: ადრე და წინაანტიკური ხანისა, ელინისტური და გვიანანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების.
ხალხს მავნე სულების მეუფის არსებობაც სწამს. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, "ალი" ქართლშიაც და კახეთშიაც მშვენიერ ქალად მიაჩნიათ. მას მშვენიერი გრძელი გაშლილი თმები აქვს და კაცს სილამაზითა ჰხიბლავს. ალი წყალშიაცა ცხოვრობს და ასეთს "წყლის ალი " ჰქვია. ,,ქაჯი" კი მამაკაცია.

ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობესაანთუბანში ყოფილ რიტუალების
სახლში 350 000 ლარად სპორტდარბაზის მოწყობა იგეგმება. სპორტული
სივრცეები რუისსა და დვანშიც მოეწყობა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბრეძასა და ზემო ხვედურეთში
ადმინისტრაციული შენობებისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის ჯამში
450 000 ლარი გამოიყოფა.
2026 წლის 9 თვის მონაცემებით, გორის მერიამ ინფრასტრუქტურისთვის
გათვალისწინებული ბიუჯეტიდან 10.8 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა, რაც
გეგმის 31%-ია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ნოემბრამდე საქართველოში
ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შიდა ქართლის ტერიტორიაზე კი
განსაკუთრებით ძლიერი ნალექი 8 ნოემბერსაა მოსალოდნელი.
2026 წლის III კვარტლის მონაცემებით, გორის ბიუჯეტში ჯარიმებიდან 8.6
მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც დაახლოებით 88% საგზაო მოძრაობისა
და ტრანსპორტის სფეროში გამოვლენილ დარღვევებს უკავშირდება.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები